ხოსეპ გვარდიოლას ყველაზე დიდი მოტივაცია ახალ სეზონში ზედიზედ მეოთხედ ჩემპიონობის მოგება და იოჰან კრუიფის "ოცნების გუნდის" შედეგის გამეორებაა
ხოსეპ გვარდიოლას ყველაზე დიდი მოტივაცია ახალ სეზონში ესაა - ზედიზედ მეოთხედ ჩემპიონობის მოგება და იოჰან კრუიფის "ოცნების გუნდის" შედეგის გამეორება.

სეზონის წინ "ბარსამ" შესანიშნავი განწყობა დაიბევა, "რეალს" ესპანეთის სუპერთასი მოუგო, თუმცა მაშინ ისიც გამოჩნდა, რომ ჟოზე მოურინიო წლეულს სერიოზულად არის მომზადებული და კატალონიელებს იოლი გასეირნება არ ელით.

"ბარსა" ტიტულების მომხვეჭელ მანქანად იქცა და არც აპირებს ტემპის შენელებას. პროგრამა მაქსიმუმი მათთვის პროგრამა მინიმუმია, მაქსიმუმი კი ღვთაებრივი ფეხბურთის თამაშია - ჯერ სეზონი არ დაწყებულა ხეირიანად და კატალონიური გრანდი უკვე შესაშურ ფეხბურთს თამაშობს.

პეპი ყოველთვის ცდილობდა კრუიფივით ლეგენდა გამხდარიყო, ასე რომ, მისთვის "მფრინავი ჰოლანდიელის" შედეგის გამეორება ძალიან დიდი სტიმულია. "მან ძალიან ბევრი გააკეთა გუნდისთვის, ჩემი ტიტულები არაფერია მის მიღწევებთან შედარებით, მე ხომ ფანტასტიკური ფეხბურთელები მყავს, რომ არა ისინი, სულ ვერაფერს მივაღწევდი", - ამბობს პეპი.

"ბარსელონას" შემადგენლობის შემხედვარე ვერავინ იფიქრებდა, რომ კლუბს გაძლიერება უნდა, თუმცა პეპმა გადაწყვიტა წერტილოვანი დარტყმებით მოეხდინა ეს გაძლიერება - ასე მივიდა გუნდში ჩილელი სუპერტალანტი ალექსის სანჩესი და დაუბრუნდა მშობლიურ გარემოს სესკ ფაბრეგასი. მისი შეძენის "სერიალი" დიდ ხანს გაგრძელდა და ბოლოს, როგორც იქნა, დასრულდა. სესკმა სულ 2-3 მატჩი იმყოფინა იმისთვის, რომ კრიტიკოსები და სკეპტიკოსები გაეჩუმებინა, მისი დამატებით "ბარსას" შუახაზი ერთი-ორად გაძლიერდა.

"ვინც მყავს, სავსებით საკმარისია, მიზნის მისაღწევად, მეტი ფეხბურთელი არ მჭირდება", - აცხადებს გვარდიოლა. გვარდიოლამ მოიცილა ბალასტი, მილიტო, ბოიანი, ხეფრენი, სამაგიეროდ დააწინაურა ტიაგო ალკანტარა, რომელიც უკვე ესპანეთის ნაკრებში მოხვდა.

თქმა არ უნდა, ჩემპიონის ტიტული ისევ ორ გუნდში გათამაშდება, თუმცა მთავარი ის კი არ იქნება უშუალო დაპირისპირებაში რომელი გუნდი იმარჯვებს, "რეალი" თუ "ბარსელონა", არამედ, ის, რომელი გუნდი გაივლის მარათონს რაც შეიძლება უდანაკარგოდ. სტარტი ორივეს ბრწყინვალე ჰქონდა - 6:0 და 5:0.

ციტატები

ხოსეპ გვარდიოლა: "იმ ფეხბურთელებით, რომლებიც გვყავს, უბრალოდ დიდებულად უნდა ვითამაშოთ, სხვა ვარიანტი გამორიცხულია".

სესკ ფაბრეგასი: "ბარსელონას" წყალობით, ჩემი ყველაზე თამამი ოცნებები ასრულდა, ახლა ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ამოცანა უნდა შევასრულო, "ბარსელონას" გამოვადგე".

ტიაგო ალკანტარა: "მე ვფიქრობ, რომ, დროა, "ბარსელონა"-"რეალს" მსოფლიო "კლასიკო" დაერქვას. მათთან თამაში და მოგება, უდიდესი მოტივაციაა, რაც ფეხბურთელს შეიძლება გაუჩნდეს".

სეზონის ამოცანა - ჩემპიონობა

უკომენტაროდ.

ტრანსფერები

მივიდნენ: სესკ ფაბრეგასი ("არსენალი", 29 მლნ. ევრო), ალექსის სანჩესი ("უდინეზე", 26 მლნ.), ტიაგო ალკანტარა ("ბარსელონა ბ"), ფონტასი ("ბარსელონა ბ")

წავიდნენ: ვ. სანჩესი, გ. მილიტო, ხეფრენი, კასერესი, იბრაჰიმოვიჩი, კრკიჩი, კეირისონი, ჰლები, ენრიკე.

დოსიე

ფუტბოლ კლუბ ბარსელონა

დაარსდა: 1899 წ.

სტადიონი: კამპ ნოუ, 99 354

პრეზიდენტი: სანდრო როსელი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

კლუბის წევრი: 86 300

21-გზის ჩემპიონი (1929, 1945, 1948, 1949, 1952, 1953, 1959, 1960, 1974, 1985, 1991, 1992, 1993, 1994, 1998, 1999, 2005, 2006, 2009, 2010, 2011), თასის 25-გზის მფლობელი (1910, 1912, 1913, 1919, 1922, 1925, 1926, 1928, 1942, 1951, 1952, 1953, 1957, 1959, 1963, 1968, 1971, 1978, 1981, 1983, 1988, 1990, 1997, 1998, 2009), სუპერთასის 10-გზის მფლობელი (1983, 1991, 1992, 1994, 1996, 2005, 2006, 2009, 2010, 2011), ესპანეთის ლიგის თასი (1983, 1986), ჩემპიონთა თასი (1992, 2006, 2009, 2011), უეფას თასი (1958, 1960, 1966), ევროპის თასების თასი (1979, 1982, 1989, 1997) უეფას სუპერთასი (1992, 1997, 2009, 2011), საკონტინენტთაშორისო თასი (1992), საკლუბო ჩემპიონი (2009)

მეტსახელი: ბლაუგრანა

გასულ სეზონში: პირველი ადგილი

ოფიციალური საიტი: http://fcbarcelona.com

ყველაზე მეტი თამაში 2010/11: დანი ალვეში (35), კეიტა (35), ინიესტა (34), ვილია (34), მესი (33).

ყველაზე მეტი გოლი 2010/11: მესი (31), ვილია (18), პედრო (13), ინიესტა (8), კრკიჩი (6).

გუნდი 2011/12

მეკარეები

1. ვიქტორ ვალდესი 14.01.1982

13. ხოსე პინტო 08.11.1975

31. რუბენ მინიო 18.01.1989

მცველები

2. დანიელ ალვეში (ბრაზილია) 06.05.1983

3. ჟერარდ პიკე 02.02.1987

5. კარლეს პუიოლი 13.04.1978

19. მაქსველი (ბრაზილია) 27.08.1981

22. ერიკ აბიდალი (საფრანგეთი) 11.09.1979

24. ანდრეუ ფონტასი 14.11.1989

32. მარკ ბარტრა 15.01.1991

35. მარტინ მონტოია 14.04.1991

ნახევარმცველები

4. სესკ ფაბრეგასი 04.05.1987

6. ჩავი ერნანდესი 25.01.1980

8. ანდრეს ინიესტა 11.05.1984

11. ტიაგო ალკანტარა 11.04.1991

14. ხავიერ მასკერანო (არგენტინა) 08.06.1984

15. სეიდუ კეიტა (მალი) 16.01.1980

16. სერხიო ბუსკეტსი 16.07.1988

18. სერხი რობერტო 07.02.1992

20. იბრაჰიმ აფელაი (ჰოლანდია) 02.04.1986

21. ადრიანო კორეია (ბრაზილია) 26.10.1984

თავდამსხმელები

7. დავიდ ვილია 03.12.1981

9. ალექსის სანჩესი (ჩილე) 19.12.1988

10. ლიონელ მესი (არგენტინა) 24.06.1987

17. პედრო როდრიგესი 28.07.1987

28. ჯონათან დოს სანტოსი (მექსიკა) 26.04.1990

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო