ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მეოთხე ტურში პსჟ-მ გასვლაზე „ვილიარეალი“ 6:0 გაანადგურა.

ამ მატჩს ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული დატვირთვა უნდა ჰქონოდა - კვარაცხელია მიქაუტაძის წინააღმდეგ, მაგრამ ხვიჩა ტრავმირებულია, გიორგი კი მწვრთნელმა პერესმა ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და 63-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:5 იყო.

„პარი სენ ჟერმენმა“ მეოთხე მატჩიც მოიგო, 12 ქულით ლიდერია და შემდეგ შეხვედრას 7 ნოემბერს გამართავს - ლიგა 1-ის მე-10 ტურში „ტრუას“ უმასპინძლებს.

„ვილიარეალს“ 3 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 8 ნოემბერს ჩაატარებს - ლა ლიგის მე-12 ტურში სახლში „ხეტაფეს“ დაუპირისპირდება.

ვილიარეალი. „კერამიკა“

ვილირეალი - პსჟ 0:6

გოლები: 0:1 ნევეში (9), 0:2 დუე (12), 0:3 მეილიუ (13), 0:4 ფაბიან რუისი (17), 0:5 ფაბიან რუისი (50), 0:6 ბოლი (78)

გოგა
აქ ბევრი "ექსპერტია" ვინც ამბობს რომ თურმე კვარას გარეშეც მოიგებდაო პსჟ ჩემპიონთა ლიგას. ვინც ბოლო ორ ჩემპიონთა ლიგის თამაშებს უყურებდა, და ბრა ან ბოღმა აღარ არის, ყველამ იცის რომ კვარას გარეშე განსაკუთრებულად შარშანდელ ლიგის მოგება შეუძლებელი იყო. რაც შეეხება ახლანდელ პსჟ-ს, რა თქმა უნდა ძლიერი გუნდია და ერთ-ერთი პრეტენდენტია მოგებაზე. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ "ნამდვილი" თამაშები პლეიოფებიდან იწყება, სადაც კვარას ფაქტორის მნიშმნელობა გამოჩნდება, დიდი ეჭვი მეპარება რომ პსჟ საერთოდ ფინალამდე მიაღწევს.
kaka
ერტ ერტი იქნება კვარა ხუტჯერ ვინც მოიგებს ლიგას ვისაც არ მოგწონტ ყველას სსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს

Მთელი სეზონი მაკდონალდს ლიგაში ასვენებენ ფეხბურთელებს, იმდენად არავინ ჰყავთ კონკურენტი რო მეორე შემადგნელობითაც 2 თავით მაღლა არიან ყველაზე. Ასეთი ფუფუნება არცერთ გრანდს არ აქვს.
მახმუდ
რა მაგარია კვარა მესამეჯერ მოიგებს ლიგას ერტერტი იქნება ვინც ხუტჯერ აიგებს ლიგას ორს ბარსელონასი ქგალე ჯიმა..................................

კვარას მოსვლამდე,პსჟს ჰყავდა თავდამსხმელები,უმაღლესი კლასის შემტევები,მაგრამ რომლებიც დაცვაში არ ჩამოდიოდნენ და ბურთის მიღებას ელოდებოდნენ.კვარა როცა გადავიდა,ენრიკემ მას აუხსნა,მისგან რას მოითხოვდა და კვარამაც დაცვაში აქტიური თამაშით,გუნდი მონსტრად გადააქცია,რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიგო ლიგა.ამის შემდეგ,მისი თანაგუნდელებიც დარწმუნდნენ,ენრიკეს მოთხოვნების შედეგიანობაში და დღეს,არა მხოლოდ კვარა,სხვა შემტევებიც უკვე აქტიურად ეხმარებიან დაცვას და ამ უნარს,სულ უფრო უკეთესად ივითარებენ.სწორედ ეს გახდა,პსჟს გამარჯვებების გასაღები.ეს იმას არ ნიშნავს,რომ ლიგას აუცილებლად მოიგებენ.სხვა გრანდებსაც ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და უკვე მათაც გაითავისეს,რაში მდგომარეობს,პსჟს წარმატებების საიდუმლო.ვინ გაიმარჯვებს ლიგაზე,დამოკიდებული იქნება გადამწყვეტი თამაშებისათვის ვინ როგორ მდგომარეობაში იქნება და ვინ რამდენად შეძლებს,თავისი საუკეთესო თვისებების წარმოჩენას და სხვების ჩახშობას.გუნდურ თამაშთან ერთად,გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება გუნდის ინდივიდუალისტების წარმატებულ თამაშსაც,რადგან თანაბარ პირობებში,სწორედ ის განსხვავებულობა ხდება,გადამწყვეტი ძალა,რომელიც მეტოქის სისტემას გაარღვევს და თამაშში გარდატეხა შეაქვს.აქამდე,ასეთად კვარა ჰყავდათ,ამ სეზონში სხვებმა უნდა იტვირთონ,ეგ როლი და წინასწარ რაიმეს თქმა,ცოტა ძნელია.გაზაფხულამდე ჯერ კიდევ დროა და არც სხვა კლუბები ისხდებიან, გულზე ხელდაკრეფილები.
ჟორა
საეჭვოა, რომ წელს პსჟ-ემ ლიგა მოიგოს. რაღაც ძალიან განსხვავებულად დაიწყეს, გლეჯენ ყველაფერს და თავში არ აუვარდეთ. გასულ გათამაშებებში ვინც მძლავრად დაიწყო ცუდად დაამთავრა, პსჟ-ემ კი სუსტად დაიწყო და დიდებით დაამთავრა.
,,სიმართლე’’-ს
კი ბატონო ბავარია გუნდი არაა,ბავარია მანქანაა და გადაგივლით და მერე ისევ გადმოგივლით 😂👍
სიმართლე-ს
ყველაზე ძლიერი გუნდი ფეხბურთის ისტორიაში ბაიერნია და შენს პსჟ-ს მიანგრევს სადაც დაიჭერს 👊
სიმართლე
შარშან იყო პსჟ ძლიერი გუნდი, მარა წელს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძლიერი გუნდია. იმიტო რომ ესეთ გადატვირთულ კალენდარულ ეპოქაში ესეთ დონეზე ითამაშო და ესეთი ხარისხი აჩვენო მეორე გუნდით და მე_3 გუნდის ფეხბურთელები, გამორიცხულია იგივე გვარდიოლას ბარსელონას გაეძლო ან საკის მილანს და სხვებს. და ამ პსჟ_ს რომ მასე 1 თამაში ეთამაშა მარტო კვირაში როგორც ძველად რა იქნებოდნენ ვაბშე?
სიმართლე
ნაკრებებში ესპანეთს და კლუბებში პსჟ_ს ვერავინ დაამარცხებს. გუნდს ვერ მოუგებ ინდივიდუალური ფეხბურთელებით. პსჟ_ს უმაღელს დონეზე აქვს აყვანილი ეფხბურთის ხელოვნება. ზოგი კვარას აწერს, მარა ფაქტი სახეზეა ნებისმეირი ფეხბურთელებით წალეკეს ყველა. 4 ლიგის თამაშში 20 გოლი ვის გაუტანია? რო გადახედო ბაიერნს, მაგარი გუნდია ჰარი კეინი ყავს, ოლისე და ა.შ იგივე რეალს მბაპე ყავსო, ბელინგემი და ა.შ ბარსელონას რაფინია, იამალიო და ა.შ მარა გუნდები არ არიან ეგენი მასე ჩანს რომ პსჟ_ს ნაირ გუნდს ვერასოდეს მოუგებ.
სიმართლე
ხო მარა ფაქტი სახეზეა, თავისი რეალური თამაში არ უთამაშიათ ჯერ, წელს მან. სიტისთან რო არ გაჩერებულიყვნენ უფრო დიდი ანგარიშით მოიგებდნენ. არც შარშან ითამაშეს, ბაიერნი რომ დანაყეს, 5-2 რო არ გაჩერებულიყვნენ შეიძლება ორნიშნა ანგარიშამდე აეყვანათ. ფაქტობრივად ნახევარ იძალით უგებს ყველას. პსჟ გუნდია და გუნდს ვერასოდეს ვერავინ დაამარცხებს.
იკა
პსჟ_სთვის მნიშვნელობა არ აქვს ლე ავრს ეთამაშები თუ ვილიარეალს, გადაუარა ერთად. არ ნიშნავს ლიგა 1 სუსტია და მარტივიაო.
იკა
და წამლეკავი ფეხბურთი მეორე გუნდით და ისიც ნახევარი ძალით იყო დღეს.
აჩი
კვარა აგებინებდა კიარა კვარა იყო ერთერთი ის მოთამაშე რაც ენრიკემ დაავალა და შეასრულა და ეხლა მაჩანჩალა ვილიარეალს რო მოუგეს მაგი არაფერს ნიშნავს აი დიდ გუნდებთან აუცილებლად გამოჩნდება კვარას ფაქტორი აი ნახავთ და ყველა ჟურნალისტი მაგის დაწერას დაიწყებს. რაც კვარა აკეთებდა მაგის გამკეთებელს ვერ ვხედავ მე იქ რამეთუ დუე და დემბელე მაგის გამკეთებლები ვერ არიან
დავით
ის, რომ დღეს პსჟ ყველაფრის წამლეკავ ფეხბურთს თამაშობს, არ ნიშნავს იმას, რომ ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონობა უკვე ჯიბეში უდევს. რაც შეეხება ხვიჩას: იმ მომენტში, როცა ხვიჩა პსჟ-ში გადავიდა, მისი როლი უდიდესი იყო ჩემპიონთა ლიგის მოგებაში. მაგრამ დღეს სიტუაცია შეცვლილია - მთლიანად გუნდი ათამაშდა ფანტასტიურად და ეს არც არის გასაკვირი, რადგან უძლიერესი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და სწორი მართვის შემთხვევაში თავისი გრანდების გარეშეც არაჩვეულებრივ ფეხბურთს თამაშობს.

მართლა თუ ჰგონია ვინმეს რო პსჟ-ს თამაშებს კვარა აგებინებს ფეხბურთს არ უნდა უყუროს. მნიშვნელოვანია რგოლია რა თქმა უნდა, თუმცა ისეთივე მნიშვნელოვანია თუ მეტი არა: ჰაკიმი, მენდეში, დემბელე, ვიტინია, ნევეში, პაჩო, დუე.
Sasha
ფაქტია, კვარას გარეშეც უძლიერესი გუნდია და ცალი ფეხით მოიგებენ ჩემპიონთა ლიგას. ვინაა მათი გამჩერებელი - ლივერპული, ბარსა, რეალი თუ ბაიერნი? LU Petit Ecolier-ს გაუკეთებენ ტატამზე.
გასაგიჟებელია
კვარას გარეშე როგორ მოიგეს კაცო!
Beto
და შენ ქართული იციან?
ზურა
ვილიარეალმა თამაში არ იციან?
"ფროზინონეს" სტადიონს იტალიაში საქართველოს ელჩი ესტუმრა
ლუის ენრიკე: გგონიათ, "კვარას" და დუეს გამო ვიტირებთ და ვიწუწუნებთ?
გოგლიჩიძის თანაგუნდელის შეძენა ტოპ-კლუბებს სურთ
სანიოლი გამოირიცხა - პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი გადაყენებას გადაურჩა
ამაშუკელი ლონდონში იმსაჯებს
"ბაიერნმა" მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა
"საბაჰს" ესპანური გუნდის ფილოსოფია აქვს" - რა თქვა ფლიკმა აზერბაიჯანული მატჩის წინ
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 დინამო (თბ). მათეს გახარება - "დინამო" ვაწაძემ გადაარჩინა!
ვინისიუსი კვარაცხელიას ნაცვლად? - ფრანგული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
ქართველი მსაჯები უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს მოემსახურებიან
გოგლიჩიძის თანაგუნდელის შეძენა ტოპ-კლუბებს სურთ
უკრაინის ნაკრების პოტენციურ ახალწვეულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა
"ჩოლო" უკვე რეკორდსმენია - სიმეონეომ ლა ლიგაში არაგონესი უკან ჩამოიტოვა
დოვბიკი ლა ლიგაში ბრუნდება და მხსნელად "ვალენსიას" უნდა მოევლინოს
საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგლძრივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს
მუდრიკის სკანდალური ინტერვიუ - ჭორები რუს მოდელთან რომანზე, უკმაყოფილება შევჩენკოსთან და ბრალდება უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას
ახალი კონტრაქტი და გაუმჯობესებული გასამრჯელოც - "რეალი" ბელინგემს კარგ თამაშს დაუფასებს
ზლატანს კინოში კვლავ გადაიღებენ - იბრაჰიმოვიჩი ბოროტმოქმედის როლში იქნება
ალონსოს ნდობას უცხადებენ - "სტემფროდ ბრიჯზე" ესპანელი სპეციალისტის სჯერათ
რას გადაწყვეტს მამარდაშვილი? - ალისონი "ლივერპულში" კიდევ დიდი ხნით დარჩება
ათენში ანშლაგია მოსალოდნელი, ჯიკიჩი კმაყოფილია - საქართველოს ნაკრებმა აეკ-ის არენაზე ივარჯიშა
[VIDEO] დამაჯერებელი გოგლიჩიძე, შესანიშნავი ვარელა - "მონცამ" "ფიორენტინას" მოუგო
სტამბოლში ლომი დასეირნობს - ჩემპიონთა ლიგის მატჩი შეიძლება ჩაიშალოს
მატჩის დღე! ხვიჩასა და დუეს გარეშე - ესპანური გუნდი საქართველოში
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
როტენის აზრით, პსჟ-ს კვარაცხელიას და დუეს გარეშე ჩემპიონთა ლიგის მესამედ მოგება გაუჭირდება
[VIDEO] ნუ გააბრაზებთ "ბარსელონას" - კატალონიურმა გრანდმა მიქაუტაძის "ვილიარეალს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
ვინისიუსი კვარაცხელიას ნაცვლად? - ფრანგული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
ლუის ენრიკე: გგონიათ, "კვარას" და დუეს გამო ვიტირებთ და ვიწუწუნებთ?
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
"უმაღლესი კლასის სპეციალისტია" - ენრიკემ "რომასთან" მატჩამდე გასპერინი აქო და ადიდა
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
კვარაცხელიას და დუეს შემცვლელი სკანდალურად ცნობილი ფეხბურთელი იქნება? - პსჟ-ის ახალი ვარიანტი აქვს
Football Insider: მიქაუტაძის სასწრაფოდ შეძენის სერიოზული სურვილი პრემიერლიგის ორ კლუბს აქვს
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა