ლიხტენშტაინის ნაკრებთან შეხვედრაში ვისენტე დელ ბოსკემ ფერნანდო ტორესს სათადარიგოთა სკამზეც ვერ გამოუძებნა ადგილი
შესაძლოა, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი ისე დამაჯერებელი აღარ არის, როგორც "ფურია როხა" მუნდიალზე იყო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ესპანელებმა მაინც ძალზე იოლად დაძლიეს.

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონებს ჯერ კიდევ დარჩათ ორი მატჩი გასამართავი ოქტომბერში, მაგრამ მათთვის მხოლოდ ამხანაგური დატვირთვა ექნება ამ შეხვედრებს, რადგან 6-დან 6 გამარჯვების შემდეგ პოლონეთ-უკრაინის საგზური ჯიბეში უდევთ.

ლიხტენშტაინის ნაკრებს, რომ ესპანეთი "შეჭამდა", ცხადი იყო - ლოგრონიოში გოლები ჯუჯა ქვეყნის შვილების კარში გავიდა და გავიდა: ვილიამ, ნეგრედომ, ჩავიმ და სერხიო რამოსმა გაიტანეს. თანაც, პირველმა ორმა დუბლი შეასრულა. სხვათა შორის, წინა ტურში სენსაციის მომხდენმა ლიხტენშტაინმა (სტუმრად ლიტვასთან ფრე ითამაშა, თანაც 10 კაცით), 33 წუთი გაძლო.

აქ კი საქმეში "სევილიას" ფორვარდი ალვარო ნეგრედო ჩაერთო, მან ოთხ წუთში დუბლი შეასრულა - მან ჯერ ჩავის შორეული პასი მიიღო საჯარიმოში და ისე გაიტანა, შემდეგ ინიესტას დაწყებული კომბინაცია, ქუსლით გააგრძელა ვილიამ და ნეგრედოს არ გასჭირვებია კარიერაში მე-6 გოლის გატანა ეროვნული ნაკრების მაისურით. შეიძლება ითქვას, რომ ამ ოთხწუთიან მონაკვეთში ყველაფერი გადაწყდა და "ფურია როხამაც" ბურთის გორება დაიწყო.

ტაიმის მიწურულს ოსტატობა ჩავიმ გვაჩვენა, როცა საჯარიმო დარტყმით მაღალ კუთხეში გაიტანა. მეორე ტაიმში ლიხტენშტაინმა კიდევ ერთხელ, 51-ე წუთზე გამოაცხადა კაპიტულაცია, როცა ინიესტა-ნეგრედოს კომბინაცია სერხიო რამოსმა დაასრულა. ამას მოჰყვა დავიდ ვილიას რიგით 48-ე და 49-ე გოლები "ფურია როხას" მაისურით - 6:0.

ერთი საინტერესო დეტალი - ამ შეხვედრაში ვისენტე დელ ბოსკემ "ჩელსის" ფორვარდ ფერნანდო ტორესს სათადარიგოთა სკამზეც ვერ გამოუძებნა ადგილი და ის მატჩის განაცხადში არ შეიყვანა. მატჩში საუკეთესო კი ერთ დროს მისი თანაგუნდელი ვილია იყო, "ელ გუახეს" ანგარიშზე დუბლი და საგოლე პასია.

ვისენტე დელ ბოსკე: "კონტრაქტის გაგრძელებაზე სერიოზულად ვფიქრობ. უკვე ვისაუბრე ფედერაციის პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან და ვერ ვხედავ რაიმე პრობლემას.

უბრალოდ, ევროპის ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. დღეს ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და მიღწეულით ბედნიერები ვართ. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, საკვალიფიკაციო ეტაპების დაძლევას და ამას დიდ მიღწევად არ ვთვლით, თუმცა დღეს რომ საგზური უკვე მოვიპოვეთ, ძალზე მნიშვნელოვანია".

ალვარო ნეგრედო: "ძალზე ვწუხვარ, რომ დღეს ფერნანდო ტორესს შანსი არ მიეცა, თუმცა ფეხბურთი ასეთია, დღეს მე უკეთეს ფორმაში ვარ. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მიმაჩნია, რომ "ელ ნინიო" ნაკრების ლიდერთაგანია და მისი დრო ისევ მოვა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა