ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო

[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო

კონფერენს ლიგის საერთო ეტაპის მესამე ტურში „იბერია 1999“ გასვლაზე „კოპენჰაგენთან“ 1:2 დამარცხდა.

სტუმრებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, თუმცა სადღაც მეათე წუთისთვის მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს, მეკარე მაკარიძესთან ერთი ერთზე გასული დადასონი წაიქცა, ხანგრძლივი განხილვის შემდეგ მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ელიუნუსიმ გამოიყენა. ცოტა ხანში კარისომ სელიმოვიჩისგან რიკოშეტით ანგარიში გაზარდა. მერე ნაჭყებიასთან ბრძოლაში მეკარე რამაიმ შეცდომა დაუშვა და ძაგანიამ სხვაობა შეამცირა.

53-ე წუთზე ნაჭყებიას ჩაწოდებული ბურთი რამაიმ ხელში ვერ შეიმაგრა, ტიბუემ გაიტანა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მსაჯმა ქართული გუნდის ფეხბურთელის მხრიდან წესების დარღვევა დააფიქსირა. არადა, არ ჰგავდა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და კორღალიძის გუნდმა მარცხი განიცადა.

„იბერია 1999“  1 ქულით 29-ე ადგილზეა და მომდევნო მატჩს ტურნირზე 26 ნოემბერს საკუთარ მოედანზე „ხეტაფესთან“ ჩაატარებს.

კოპენჰაგენი. „პარკენი“

კოპენჰაგენი - იბერია 1999 2:1

გოლები: 1:0 ელიუნუსი (19, პენ), 2:0 სელიმოვიჩი (22, საკ. კარში), 2:1 ძაგანია (30)

იბერია 1999: მაკარიძე, ქობულაძე, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა, ქარდავა, დადიანი (ჩიხრაძე 89), ტიბუე (ალჰასანი 80), სიხარულაშვილი (ენდე 74), ნაჭყებია (კაფე 89), ძაგანია

• Nika

სახელით ვერ მოგმართავ რადგან არ ვიცი რა გქვია, ავხსნი ჩემ შეფასებას, პენალტის დანიშვნა უფრო სწორი გადაწყვეტილებაა, ვიდრე არდანიშვნა. თუმცა ეს ნამდვილად სადავო ეპიზოდია და მესმის, რატომ გაჩნდა კამათი. 1. დადასონი ბურთზე პირველი მიდის. მაკარიძე გამოდის, ცდილობს ბურთის მოგერიებას, მაგრამ ვერ ეხება. 2. მაკარიძე წინ მოძრაობითა და გაშლილი სხეულით კეტავს დადასონის გზას. ეს მნიშვნელოვანია, რადგან თავდამსხმელს მოძრაობის გაგრძელების სივრცე ეზღუდება. 3.დადასონი შეხებამდე იწყებს წაქცევას. აშკარად ჩანს, რომ მისი ვარდნის მოძრაობა კონტაქტის მომენტამდე იწყება. შემდგომ კონტაქტი მაინც ხდება. დადასონის რეაქცია ამ კონტაქტის ძალასთან შედარებით გადაჭარბებულად გამოიყურება. რას ამბობს წესი? IFAB-ის მე-12 მუხლით, პენალტისთვის აუცილებელი არ არის, მეკარემ მეტოქე ძლიერი შეხებით წააქციოს. საკმარისია დაუდევარი მოქმედება, რომელიც წარმოადგენს ფეხის გამოდებას, მის მცდელობას ან წესების დარღვევით მეტოქის მოძრაობის დაბრკოლებას კონტაქტით. ამ შემთხვევაში მაკარიძე აქტიურად შედის ბურთისთვის ბრძოლაში, ვერ აღწევს ბურთამდე და თავისი მოქმედებით მეტოქეს გზას უკეტავს. დადასონის ნაადრევი ვარდნა პენალტის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი არგუმენტია, მაგრამ ავტომატურად არ გამორიცხავს დარღვევას. ფეხბურთელმა შეიძლება კონტაქტის მოლოდინში დაკარგოს წონასწორობა, ხოლო მეკარის მოქმედება მაინც დასჯადი იყოს. ჩემი აზრით, დადასონმა კონტაქტი და მისი შედეგი გააზვიადა, მაგრამ მაკარიძემ თავისი დაუდევარი გამოსვლით თავად შექმნა ისეთი სიტუაცია, რომელშიც მსაჯს პენალტის დანიშვნის საფუძველი ჰქონდა. საერთოდ არ ნიშნავს ეს რომ მე მაკარიძეს რამეში ვადანაშაულებ, პირიქით ძალიან მომეწონა გუშინ მისი თამაში, ძალიან გამოცდილი და მაღალი დონის მეკარეა, ამ შემთხვევაშიც სხვა გზა არ ჰქონდა და ცოტა დააკლდა გუნდის გადარჩენამდე.

• ქობულეთიდან

პენალტის ეპიზოდი ალბათ მაინც 50/50 ზე იყო, გააჩნია ვინ როგორ ჩათვლიდა, თუმცა გოლი რომელიც საბურთალომ გაიტანა 100% წესების დაცვით გავიდა და არ უნდა გაუქმებულიყო. ვარის ეპოქაში ასეთი უსინდისობა როგორ შეიძლება მე არ მესმის, პენალტის ეპიზოდში თუ ვინმეს სადავოდ მიაჩნია რამე, ამ შემთხვევაში სადავო არაფერია. თუ კი არსებობს რაიმე შანსი, იბერიამ აუცილებლად უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოს და ამ უნამუსო მსაჯის დასჯა მოითხოვოს. რამდენჯერმე გადაამოწმა ეპიზოდი და ნახა რომ მეკარეს ბურთი არ ჰქონდა ხელებში დაფიქსირებული. უნდა დაისაჯოს ეს მსაჯი რომ სხვა დროს მსგავსი მაიმუნობა არ გაბედოს.

• რაულ ოჩიგავა

ძვირფასო ქართველებო,სტადიონს ვავსებთ ხეტაფესთან ✊❤️

• ლაშა

პენალტი დასადები იყო, აი გოლი კი არ უნდა გაუქმებულიყო. არ ჰქონდა მეკარეს დაფიქსირებული ბურთი. ქულას იმსახურებდა იბერია ამ თამაშში

• კობა

ეს "ვარი" ადამიანებისგან შედგება, რომელთაც მოსდით შეცდომები!!!..ზოგჯერ წინასწარ განზრახული!!!...

• თამაზი

ძალიან მაგრად ითამაშა იბერიამ. ვერცერთ ფეხბურთელზე ვერ იტყვი აუგს... ერთს კი ვიტყვი - ჩვენს გუნდს აშკარად დააკლდა სწრაფი ბედოშვილი და კრეატიული, განსხვავების შემქმნელი ბართიშვილი!

• Nika-ს

იქნებ დაასაბუთოთ.პატივცემულო ნიკა,რატომ იყო "ასე სწორი" ? სასჯელი დანაშაულის ადეკვატური უნდა იყოს და არა მხოლოდ მშრალი ,ულოგიკო ჩანაწერების გამტარებელი.

• გიოს

გიო,შენ თუ მხოლოდ სტატისტიკა ნახე და იმის მიხედვით წერ,მაშინ სწორია,მაგრამ თუ თამაშს უყურე და მაინც მაგას წერ,ესე იგი ან დანახვა არ გინდა,ან კიდევ მათ თამაშს პირველად უყურე და ძველს ვერ ადარებ.ფეისბუკზე ბევრ სხვა ჭკვიანურ რჩევასთან ერთად,ესეც არის:გაჩუმდი,თუ ამბის ისტორია არ იციო.ნახე,როგორ თამაშობდა იბერია აგვისტოში და შეადარე წუხანდელი თამაში.ამბის ისტორია,მოვლენების განვითარების დინამიკას გიჩვენებს და სწორი დასკვნების გამოტანაში ძალიან დაგეხმარება.

• ლუდვიგ ხარბედია

ორივეჯერ სწორი გადაწყვეტილება მიიღო მთავარმა არბიტრმა,ვარი უსამართლოდ მოექცა იბერიას,აშკარად არ ელოდნენ და გაღიზიანებულები არიან ქართველების ასეთი კარგი თამაშით.ესევ შენი სამართლიანი ევროპა

• საჩინო

თამაში არ მიყურებია. მეგონა გამანადგურებელი ანგარიშით წააგებდნენ. მაინც ყოჩაღ ბიჭებს. ალალ ქულას იმსახურებდნენ. პენალტი არ იყო.უმაღლესი სასჯელი უმაღლესი დარღვევისათვის იდება და არა ოდნავ გაცაცუნება-კონტაქტზე. იგივე ლოგიკით ჩვენი გატანილი გოლიც უნდა ჩათვლილიყო(მეკარეს ბურთი ხელში დაფიქსირებული არ ჰქონდა). რაც შეეხებათ ლეგიონერებს ,ორი აზრი არ არსებობს :ისინი ჩვენს ფეხბურთს არაფერში არ არგიან.აქ სხვა რამ ინტერესები იკვეთება.საჭიროა გულშემატკივარმა აღიმაღლოს ხმა ,ამ ,აშკარა ნეგატიური მოვლენის წინააღმდეგ.დინამო_ იბერიის თამაში ფრედ დამთავრდა. დინამოდან ათმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა,იბერია უფრო ქართულად გაქმოიყურებოდა და მერე რა? ის,რომ უცხოელებმა ქართველებს ვერ აჯობეს. ყველაფერი ნათელია,ყველაფერი ხელისგულზე დევს.

წინა თამაშებისაგან ძალიან განსხვავებული გუნდი ვიხილეთ.კოპენჰაგენი სავსეა ისეთი ფეხბურთელებით,ჩვენ ნაკრებზე უფრო ძლიერ ნაკრებებში რომ თამაშობენ და წესით,ტექნიკასთან ერთად,სხვა კომპონენტებშიც საგრძნობი უპირატესობა უნდა ჰქონოდათ.რეალურად ასეც იყო,კლასში სხვაობაც იგრძნობოდა,სისწრაფეებშიც და ფიზიკაშიც,მაგრამ იბერიამ,უკვე მატჩის ბოლომდე მოახერხა,თავისი თამაშის შენარჩუნება.ფიზიკური მომზადება ეყოთ ბიჭებს,თუმცა საფინიშო შტურმისათვის,რისი იმედიც კომენტატორებს ჰქონდათ,ძალები უკვე აღარ აღმოგვაჩნდა.ბიჭებმა იბრძოლეს,ბოლომდე დაიხარჯნენ და ცოტა უკეთესი მსაჯობა რომ ყოფილიყო,ქულის აღებაც თავისუფლად შეიძლებოდა.გუნდს აშკარად ნამუშევარი ჰქონდა პრესინგის პირობებში,დაცვიდან ბურთის ამოტანაში და ამან,ძალიან დიდი ენერგია დაგვაზოგინა,თანაც ჩვენ კართან სახიფათო მომენტების რაოდენობაც შეამცირა.წინა თამაშებშიც და წუხელაც,ფეხბურთელებმა თავის ტყავზე გამოსცადეს,მასზე ძლიერი გუნდების ზეწოლა,ნახეს საკუთარი შეცდომა-ნაკლოვანებები და რაკი ლიგაზე თამაშები დროში გაწელილი პროცესია,მისი გამოსწორებისთვის დროც ჰქონდათ და რაკი კიდევ გვაქვს თამაშები,იქ კარგი თამაშისათვის მოტივაციაც.კიდევ გვაქვს თამაშები და დიდი იმედი მაქვს,რომ იქ,იბერია კიდევ უფრო თავდაჯერებულ ფეხბურთს ითამაშებს.უკვე ნახეს,რომ მათაც რაღაცა შესძლებიათ და კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შეეცდებიან.გუნდს ბართიშვილი ახალ წლამდე ალბათ ვეღარ დაეხმარება,მაგრამ ბედოშვილი და ბერიძე სავარაუდოდ ითამაშებენ და რესურსს ესეც გაგვიზრდის.მეტოქეები ჩვენთვის ძალიან ძლიერები არიან და დაცვის პრობლემებიც ისევ მწვავედ გვაქვს,მაგრამ თამაშის გაუმჯობესება იქაც შეგვიძლია და თუნდაც იმ თამაშებში წავაგოთ,ეს გაუმჯობესება,აუცილებლად დაეხმარება ბიჭებს,მთლიანობაში უფრო უკეთეს გუნდად გახდომაში.ყოველ შემთხვევაში,აქამდე გულშემატკივარს სტადიონზე მისვლა და უსაშველო სისუსტის შემხედვარეს,ნერვების წყვეტა თუ აღარ უნდოდა,დღეს უკვე გვიჩვენეს,რომ მათი გულშემატკივრობა ღირს.რაღაცა პერსპექტივა გამოჩნდა და ახლა,მის განვითარებას,ჩვენი,მაყურებლის მოთმინება და გვერდით დგომა სჭირდება.უახლოესი თამაში,ხეტაფესთან გვიწევს,რომელიც ესპანეთში წარუმატებლად თამაშობს,მაგრამ ჩვენთვის გრანდიც არის და იმაზე მეტიც.წავაგებთ?-ალბათ,მაგრამ რაც აქამდე დააგროვეს და კოპენჰაგენთან დამატებული გამოცდილება და სხვადასხვა კომპონენტებზე ნამუშევარი,მათთან ბრძოლაშიც დამატებით შემოწმდება და მომდევნო თამაშებისათვის სამუშაო მიმართულებებს გვიჩვენებს.ზრდა უნდა გავაგრძელოთ და თამასა დაბლა აღარ დავწიოთ.სეზონი დასასრულს უახლოვდება,იბერიას ორ ფრონტზე ბრძოლა ცხადია რომ უჭირს,მაგრამ რასაც ახლა,ლიგაზე თამაშისათვის მუშაობენ,ჩემპიონატშიც ხომ გამოადგებათ.თამაშის ორგანიზაციის გაუმჯობესება,იქაც წაადგება გუნდს და ყველგან წარმატებებს ვუსურვებ.გულშემატკივრებისაგან ერთ რამეს ვითხოვ:მეგობრებო,ხომ ვნახეთ,რომ ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებენ,გუნდის ზრდისათვის,მიუხედავად ამისა,მეტოქეები ძალიან ძლიერი გვყავს და უფრო მოსალოდნელია დავმარცხდეთ,შესაძლოა დიდი ანგარიშითაც,მაგრამ მოვერიდოთ იმ გამანადგურებელ კრიტიკა -გინებას,სათქმელი ვთქვათ,ცუდზე კარგიაო,ნუ ვიტყვით,მაგრამ შეურაცხყოფაზე ნუ გადავალთ და ფეხბურთელებში იმ მუხტს ნუ ჩავკლავთ,ამ თამაშებში აშკარად რომ იგრძნობოდა.ფეხბურთელს ჩვენს გამო რისკის გაწევა და ამის გამო შეცდომის დაშვება არ უნდა ეშინოდეს.იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა და თანდათან მათაც ყველაფერი უკეთესად გამოუვათ.ერთად დგომით,გაცილებით მეტს მივაღწევთ,ვიდრე დაპირისპირებით.

• Nika

ისევ თვითკმაყოფილება და უაზრო პრეტენზიები! პენალტი იყო!!! გოლიც არ უნდა ჩათვლილიყო!!! ორივე შემთხვევაში არბიტრმა თავდაპირველად ჩვენს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ შეცვალა, რადგან სწორედ ასე იყო სწორი! რა თქმა უნდა, მესმის, რომ საწყენია. ძალიან ახლოს ვიყავით წარმატებასთან, კარგად ვითამაშეთ და ბევრ ეპიზოდში არ გაგვიმართლა, განსაკუთრებით ამ ორ მომენტში. მაგრამ, კარგით რა, რა მსაჯი?! რეებზე წერთ?! ეს უკვე სპორტული ჟურნალისტიკის ძალიან დაბალი დონეა და ამ მიმართულებითაც ბევრი რამ არის შესაცვლელი. არა, ბატონებო! მე მომეწონა „იბერია“. გუნდმა კარგად, ორგანიზებულად და დალაგებულად ითამაშა. უბრალოდ, თავს ზემოთ ძალა არ არის! ახლა საჭიროა რეალურად გავაანალიზოთ,(უფრო სწორედ გაანალიზოს იბერიას მწვრთნელმა და ხელმძღვანელობამ) რომელ პოზიციებზე გვიჭირს, სად გვჭირდება გაძლიერება, რომელ ფეხბურთელს აქვს მოსამატებელი და კონკრეტულად რაში. ვის აქვს განვითარების რესურსი, ვინ მიაღწია უკვე საკუთარ მაქსიმუმს და სად არის აუცილებელი საკადრო ცვლილებები. მსაჯის დადანაშაულება, მასზე პასუხისმგებლობის გადაბრალება და მუდმივად დაჩაგრულის პოზიციიდან მოვლენების შეფასება სწორედ თვითკმაყოფილების ერთ-ერთი ფორმაა. თითქოს მსაჯი რომ არა, თითქოს მიზანმიმართულად რომ არ ებრძოლათ ჩვენს წინააღმდეგ, „კოპენჰაგენს“ აუცილებლად მოვუგებდით... არა, ასე წინ ვერ წავალთ! უნდა შევცვალოთ მიდგომა. უნდა ვისწავლოთ საკუთარი შეცდომების დანახვა, ობიექტური შეფასება და სწორი დასკვნების გამოტანა. გამარჯვებისკენ გზა სწორედ ამაზე გადის და არა მუდმივად დამნაშავის ძებნაზე. მაგრამ იმისთვის, რომ ეს მიდგომა შეიცვალოს, პირველ რიგში, სპორტულმა ჟურნალისტიკამ უნდა შეცვალოს საკუთარი დამოკიდებულება. ჟურნალისტებმა სწორი აქცენტები უნდა დასვან, რეალური პრობლემები გამოკვეთონ და სწორი მიმართულება მისცენ რიგით გულშემატკივარს, რომელიც შესაძლოა ფეხბურთის წესებსა და ნიუანსებში სიღრმისეულად ვერ ერკვეოდეს. ჟურნალისტის საქმე გულშემატკივრის ემოციებზე თამაში და მსაჯისგან მტრის ხატის შექმნა კი არა, მოვლენების ობიექტური შეფასება და ფეხბურთის განვითარებისთვის ჯანსაღი დისკუსიის შექმნაა. „იბერიამ“ კარგი თამაში ჩაატარა და ამისთვის შექებას ნამდვილად იმსახურებს. მაგრამ თუ გვინდა, რომ ხვალ უკეთესები ვიყოთ, დღეს საკუთარ სისუსტეებზე უნდა ვისაუბროთ და არა გამართლებები ვეძებოთ!

• აჩი

პირველი თამაში მაგარი შეშინებული იყვნენ ახლა გათამამდნენ რაც კარგია ცუდი ნაღდად არარის აი ძან წაადგებათ ახალგაზრდებს ეს გამოცდილება თუ გამოიყენეს რათქმაუნდა და ცოტა ტრანსფერებზე რო იფიქრონ კაი იქნება ერთი კარგი ფორვარდი მინიმუმ ჭირდებათ ძაგანია და ნაჭყებია დარბიან კი მარა არ ყოფნით კლასი არა ძმაა

• fan1

ამდენ უნიჭო ლეგიონერს ერთი დაამატონ და ნიჭიერი. მეკარე პრობლემაა გუნდისთვის.

• Barmalei

კარისკენ თუ არ დაარტყი გოლს ვერ გაიტან. მთელი მეორე ტაიმი გუნდი აგებდა და 0 დარტყმა კარის მიმართულებით..რაღაც ფაფხური იყო, მაგრამ მიკვირს თქვენი ვინც იძახით კარგად ითამაშესო..პირველ ტაიმში კი. მეორეში ვერაფერი დავინახე იმედისმომცემი

• QT

პენალტი იყო. ჩვენი გოლი არ იყო გასაუქმებელი.

• ჯანლუიჯი ბუფონი

მაკარიძე არასოდეს ყოფილა ძლიერი მეკარე, ყოველთვის დაბნეული და უყურადღბო იყო, რაც ასაკში შევიდა უფრო მოეამატა წუნი.ყოველ თამაშში ერთხელ მაინც მისი დანაშაულით გადის გოლი

• 11 მეტრიანი ნამდვილად არ იყო, რაც შეეხება არ ჩათვლილ ბურთს, იყო იქ მეკარეზე თამაში.

11 მეტრიანი ნამდვილად არ იყო, რაც შეეხება არ ჩათვლილ ბურთს, იყო იქ მეკარეზე თამაში. მართლა პირველად ვნახე ქართული გუნდი, რომელსაც დაცვიდან ბურთის ამოტანა შეუძლია, ამას ბოლო თამაშებში ნაკრებიც ვერ აკეთებს. ლეგიონერებ რაც შეეხება, აქ კარგი ლეგიონერი არ ჩამოვა, ამიტომ ჯობია შევეშვათ ამ პლიაჟის ფეხბურთელების ჩამოყვანას და ადგილობრივ რესურსებზე გავაკეთოთ აქცენტი და კიდევ ერთი, გაზაფხული შემოდგომის ჩემპიონატს რუსეთიც არ თამაშობს დღეს, ჩვენ არქტიკასთან ახლოს ხომ არ ვცხოვრობთ, საიდან მოიტანეს ეს. შედეგი თუ გინდა, ფული უნდა დახარჯო, სტადიონები ზამთრისთვის უნდა გქონდეს მომზადებული, თურადა ასე ხბოს სიხარულით ვიქნებით აღტაცებული კოპენჰაგენთან მინიმალური ანგარიშით წაგებაზე.

• Gio

გუნდს მეორე ტაიმში 0 დარტყმა ჰქონდა კარში და კარის მიმართულებით და ქებით აიკლეს, აფსუს ქართული ფეხბურთი.

• ბონდო

ამ ევროპელებს რომ ყველაფერი გამოსდით ვარ-ის გადამოწმებისას და ჩვენი პროტესტები არ განიხილება როგორც წესი რაა ეს?მთელი სამი თავით უნდა სჯობდე ხოლმე ,რომ შჰედეგს მიაღწიო.ფედერაცია არის ხმაჩაკმენდილი....

• მწარე

ჯიგრები არიან. აშკარად მოუმატებიათ. ოღონდ ვიმეორებ და ბევრჯერ გავიმეორებ, ჭკუა, ტვინი, სწორი ფეხბურთი გვჭირდება. ვარჯიშებზე უნდა დამუშავდეს, ბურთის დაცვიდან ამოტანა(რამდენიმე კომბინაცია), შეტევაში ღამდენიმე კომბინაცია, ჯარიმის, კუთხურის, აუტის სწორად გათამაშება. იქ კი არ უნდა დაიწყონ ვარაუდებით, წინასწარ ვარჯიშზე უნდა იყოს დამუშავებული. დანარცენი ტექნიკა და შემოქმედება მგონი ღმერთმა მოგვცა.

• დოქსოპულო

ახალგაზრდა მეკარე არ ჰყავთ ვინმე? ყველა თამაშში მინიმუმ ერთი გოლი ამის შეცდომით გადის.

• 8 ზე. ბურთი და მოედანში . უყურეთ

ქება და ქება რვაზე ნახეთ ბურთი და მოედანში. ძალიან გაკვირვებული ვუყურებდი ეს ის იბერიაა ცენტრამდე რო ვერ აქონდა ბურთი მეთქი გენაცვაკეთ.

• დამაჯერეთ ბიჭოოო

თურმე შეგძლებიათ არა თამაში. სად იყავით აქამდე ბლ. კოპენჰაგენთან ბევრი გრანდი დამარცხებულად . მართლა მომეწონა თქვენი ბრძოლა

• ეგრე რააა

ძლივს არ ვუყურე ქართველების თამაშს ბოლომდე. ბოლოს ასე კარგათ როდის ვითამაშეთ არ მახსოვს

• რატი

პირველ რიგში მსაჯის.....მეორე მოაშორეთ ეს ლეგიონერები გუნდს ,მესამე ყოჩაღ ბიჭებს ეს კოპენჰაგენია.

• კახა

ვინც იბრიაზე აუგს იტყვის ამთამაშის მერე ს ფეხბურთის აზრზე არაა. გუნდმა ბოლო წამამდე იბრძოლა და ამხელა რესურსის მქონე კლუბს არაფერი დაუთმო. ცხრილი ნახეთ და ნახავთ რამდენ ფულიან კლუბს უსწრებს იბერია.

• კაი ერთი

ახლობელია შენი? 😁 გაგუას ჯობია? არა მგონია

• ეჰაა

ნაჭყებიას შანსი რომ მიეცეს ნაკრებში მაინცდამაინც სლოვაკეთის ან მლს-ის ჭ გუნდში უნდა გადავიდეს …?! დავიჯერო რომ მე მეჩვენება მას უკეთესად ამოაქვს ბურთი უკანა ხაზიდან ვიდრე ზოგზოგიერთებს ვინც ნაკრებშია გამოძახებული …?! უფრო მეტიც წლებია ბალასტად არიან ნაკრებში…!!!

• ჯიგრები ხართ!

ლეგიონერები სათამაშოები არ არიან! არც ჩამოყვანა ღირს ამათი... ბუხარს თუ გააწმენდინებ ამათ... ბიჭებმა რაც შეეძლოთ ითამაშეს! ფიზ მომზადება მეტი და ქართველი ბიჩებით დაკომპლეკტება გუნდის... მსაჯს ნამუსი სახლში დაუტოვებია მე მაგის........ ყოველი მომდევნო თამაში უკეთესია იბერიის👏

• ირაკლი

მაინც ყოჩაღ იბერია, ბრძოლობს. რა თქმა უნდა არ ყოფნის ბიჭებს არც ფიზიკა, არც გამოცდილება და მოდი ესეც ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე არც ოსტატობა. განსაკუთრებული პრობლემად იქცა ქართულ ფეხბურთში ნახევარმცველები, რომლებსაც ბურთის დაჭერა და თამაშის დალაგება არ შეუძ₾ია. როგორც კი საერთაშორისო დონეზე გავდივართ, ეს აშკარად ჩანს. ნახევრდაცვა ვერ ახერხებს თამაშისი დალაგებას. შეტევის ორგანიზება გვიჭირს, სწრაფად დაცვიდან შეტევაზე ვერ გადავდივართ, ბურთს მალე ვკარგავთ, შესაბამისად ვერც თავდამსხმელები მარაგდებიან გამამწვავებელი პასებით და ბურთის სწრაფად დაკარგვის გამო დაცვაზეც ზეწოლა იზრდება. და კიდევ ერთხელ ლეგიონერებზე. რაიმე არის მოსაფიქრებელი ასეთი ლეგიონერებით, როგორებიც თუნდაც იბერიაში თამაშობენ, წარმატების მიღწევა საერთაშორისო არენაზე შეუძლებელია. მაინც ყოჩაღ, რომ ამ შემადგენლობით ბოლომდე თამაშში დარჩენას ახერხებენ.

• სოსო

მსაჯმა უკვე კარგად მაცნობი ევროპული სამართლიანობით განსაჯა მატჩი! ყოველ სადაო ეპიზოდში, თუნდაც უფრო მეტი სიმართლე.ქართველების მხარეს იყო, გადაწყვეტილება დანიელთა სასარგებლოდ მიიღო! ეჰ, არავინ ჩვენთვის არაა, ადრე იყო და სსრკში დონამო კიებს და მოსკპვის გუნდებს ემხრობოდნენ სუდიები ახლა ევროპელები არ გვწყალობენ! იბერიას მადლობა და წარმატებები. მთავაროა მათი თამაშოს ხარისხი იყო ბევრად უკეთესი ვიდრე წინები!

• დემოკრატიული მიმხრობა

ჩათლახი ირლანდიელი რამდენ ეპიზოდში მიემხრო კოპენჰაგენს, სათვლავი ამერია

• მეზღვაური

არადა შეიძლებოდა ქულის წამოღება დანიიდან. მაინც ყოჩაღ იბერიას,შეზღუდული რესურსით ყველა თამაშში ბრძოლობენ.

[VIDEO] კარგი მეორე ტაიმი, ადუაშვილის ლამაზი გოლი და თბილისის "დინამოს" ფრე "ფიორენტინასთან"

სანიოლი გამოირიცხა - პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი გადაყენებას გადაურჩა

"თავი უხერხულად ვიგრძენი, მაგრამ იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი ამიტომ ვთქვი" - გვარდიოლამ "სკუადრა აძურას" შესაძლო ჩაბარებაზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში OAKA არენაზე

სანიოლი გამოირიცხა - პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი გადაყენებას გადაურჩა

ამაშუკელი ლონდონში იმსაჯებს

"ბაიერნმა" მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა

"საბაჰს" ესპანური გუნდის ფილოსოფია აქვს" - რა თქვა ფლიკმა აზერბაიჯანული მატჩის წინ

[VIDEO] "არსენალმა" "დორტმუნდს" ვერ მოუგო - "რეალმა" პსვ გაანადგურა და უდანაკარგოდ მიიწევს წინ

ლომი არსად ჩანდა - სტამბოლელმა "ლომებმა" "ასტონ ვილას" მოუგეს

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 დინამო (თბ). მათეს გახარება - "დინამო" ვაწაძემ გადაარჩინა!

ლუის ენრიკე: გგონიათ, "კვარას" და დუეს გამო ვიტირებთ და ვიწუწუნებთ?

ვინისიუსი კვარაცხელიას ნაცვლად? - ფრანგული გამოცემა სიტუაციას განმარტავს

ქართველი მსაჯები უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს მოემსახურებიან

გოგლიჩიძის თანაგუნდელის შეძენა ტოპ-კლუბებს სურთ

უკრაინის ნაკრების პოტენციურ ახალწვეულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა

"ჩოლო" უკვე რეკორდსმენია - სიმეონეომ ლა ლიგაში არაგონესი უკან ჩამოიტოვა

დოვბიკი ლა ლიგაში ბრუნდება და მხსნელად "ვალენსიას" უნდა მოევლინოს

საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგლძრივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს

მუდრიკის სკანდალური ინტერვიუ - ჭორები რუს მოდელთან რომანზე, უკმაყოფილება შევჩენკოსთან და ბრალდება უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას

ახალი კონტრაქტი და გაუმჯობესებული გასამრჯელოც - "რეალი" ბელინგემს კარგ თამაშს დაუფასებს

ზლატანს კინოში კვლავ გადაიღებენ - იბრაჰიმოვიჩი ბოროტმოქმედის როლში იქნება

მატჩის დღე! ხვიჩასა და დუეს გარეშე - ესპანური გუნდი საქართველოში

ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს

[VIDEO] ზარიას საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე - "კაირატი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა, "მონაკომ" და "პაფოსმა" ქულები გაიყვეს

[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 იბერია 1999. ლიდერი სათავეში რჩება, თუმცა...

[VIDEO] მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა

[VIDEO] ცენტრალური მცველისგან ასეთი რამ გინახავთ? - ვან დე ვენის საოცარი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...

"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა

[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!

კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა