საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, 7 ნოემბერს პრაღაში გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში, „მარკეტა სთედიუმზე“ პოლონეთს შეერკინება. მატჩი საქართველოს დროით 16:30 საათზე დაიწყება.

ღერძზე თამაშს გიორგი ხონელიძე და მათე მახარაძე იწყებენ, რომლებმაც ზაფხულში მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ითამაშეს და უდიდესი გამოცდილება შეიძინეს. ცენტრში მიხეილ მგალობლიშვილი და გოგა ბერიძე შეწყვილდებიან, ფრთებზე ალექსანდრე მამაიაშვილი და ლუკა მუშკუდიანი დადგებიან, ფულბეკი კი ლუკა ჭაკუა იქნება.

ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრის სასტარტო შემადგენლობაში არიან პირველხაზელები ლუკა ბარბაქაძე, ალექსანდრე გამყრელიძე და გიორგი ბერძენიშვილი; მეორეხაზელები ნიკოლოზ ხარებავა და ნიკოლოზ ფანცულაია; მესამეხაზელები გიორგი ქევანიშვილი, ნიკა ჯანგულაშვილი და გუნდის კაპიტანი მათე ბერუაშვილი.

მარქაფაში ევროპის ჩემპიონატზე მყოფი ყველა მოთამაშეა შეყვანილი, თუმცა ახალი წესის თანახმად, ახლა მწვრთნელებს მხოლოდ 8 ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა ექნებათ.

ჩვენი გუნდის შერკინებას მარქაფიდან საბა ჯიბღაშვილი, საბა მერებაშვილი, გეგა გიორგობიანი, დავით ლაცაბიძე, ლუკა შულაია და გიორგი სუთიაშვილი, ხოლო ხაზს ალექსანდრე გაგუა, ნიკოლოზ ჩაჩანიძე, რეზი ცხვედიანი, ნიკოლოზ ლაგვილავა და ბართლომე ხამაშურიძე გააძლიერებენ.

გამარჯვების შემთხვევაში საქართველო თასის ნახევარფინალში ნიდერლანდებსა და პორტუგალიას შორის გამარჯვებულს 10 ნოემბერს შეხვდება.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდელთა შორის

1/4-ფინალი. 7 ნოემბერი. პრაღა (ჩეხეთი). „მარკეტა სთედიუმი“

საქართველო - პოლონეთი (16:30 საქ. დრო)

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა, 14. ლუკა მუშკუდიანი, 13. გოგა ბერიძე, 12. მიხეილ მგალობლიშვილი, 11. ალექსანდრე მამაიაშვილი, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;

შერკინება: 1. ლუკა ბარბაქაძე, 2. ალექსანდრე გამყრელიძე, 3. გიორგი ბერძენიშვილი, 4. ნიკოლოზ ხარებავა, 5. ნიკოლოზ ფანცულაია, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. ნიკა ჯანგულაშვილი, 8. მათე ბერუაშვილი (კაპ.).

მარქაფა: 16. საბა ჯიბღაშვილი, 17. საბა მერებაშვილი, 18. გეგა გიორგობიანი, 19. დავით ლაცაბიძე, 20. ლუკა შულაია; 21. ალექსანდრე გაგუა, 22. ნიკოლოზ ჩაჩანიძე, 23. რეზი ცხვედიანი; 24. ნიკოლოზ ლაგვილავა, 25. გიორგი სუთიაშვილი, 26. ბართლომე ხამაშურიძე.

ესპანეთი - ბელგია (14:00 საქ. დრო)

ნიდერლანდები - პორტუგალია (19:00 საქ. დრო)

ჩეხეთი - გერმანია (21:30 საქ. დრო)

Rugby.ge

45-5 გავიმარჯვეთ და ვისიამოვნე ჩვენების თამაშით.ასეთ აზარტი,სისწრაფე და აგრესიული შეტევა,კაი ხანია არ მინახია ქართველების შესრულებით.რა თქმა უნდა კვლავაც ბევრჯერ ვჯარიმდებით,შეცდომებიც გვაქვს,მაგრამ ასეთი ნიაღვარივით წასული შეტევა,უძლიერესი ქვეყნების შესრულებით რომ ვუყურებთ ხოლმე,დღეს ჩვენი შესრულებითაც ვნახე და იუთუბიზე თუ მოძებნით,ვფიქრობ,თქვენც ისიამოვნებთ.პირველ ნაკრებზე არ გადავედი,ვერ მივატოვე ამათი თამაში.გილოცავთ ბიჭებო,კარგ თამაშს და გამარჯვებას.ესპანელების თამაშის ბოლო ნაწილსაც ვუყურე და უნდა ვთქვა,ხაზის გაჭრასა და ხელით თამაშში,ძალიან სწრაფები და სახიფათოები არიან.ასე რომ არც მათი არდაფასება შეიძლება და ალბათ მაგარი ბრძოლა წავა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
"ხეტაფესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
"ბეშიქთაშის" თვითმფრინავს, რომელიც ბათუმში მიფრინავდა, მეხი დაეცა
"ფრთხილად იყავით!" - ტიერი ანრიმ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
"ოქროს ბურთი"? საერთოდ არ მაინტერესებს" - ჯუდ ბელინგემი
"ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ" - "საბაჰის" მწვრთნელი "ბარსელონასთან" 1:4 მარცხის შემდეგ
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში OAKA არენაზე
[VIDEO] ისაკის დუბლი, ალისონის საგოლე პასი - "ლივერპულმა" "ბრიუგეს" დიდი ანგარიშით მოუგო
[VIDEOS] მიქაუტაძეს "სლავიასთან" 15+ წუთი აკმარეს - "ბარსელონამ" ბაქოში ადვილად გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 მეშახტე. ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა დასრულდა...
[VIDEO] კარგი მეორე ტაიმი, ადუაშვილის ლამაზი გოლი და თბილისის "დინამოს" ფრე "ფიორენტინასთან"
სანიოლი გამოირიცხა - პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი გადაყენებას გადაურჩა
შევჩენკოს შვილმა ინგლისის მეშვიდე დივიზიონში გუნდი გამოიცვალა
ამაშუკელი ლონდონში იმსაჯებს
ცოლი ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში 17 წლით უმცროსი გოგოს გამო მიატოვა - ნოიერის კრიტიკას ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელების პარტნიორებიც შეუერთდნენ
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 ტორპედო. ისევ ტორპედოელი, ისევ ლეგიონერი...
"ბაიერნმა" მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა
რონალდოს გაასწრო და ბეილთან ერთ ნაბიჯშია - მბაპე უკვე "რეალის" ტოპ 20-შია
"საბაჰს" ესპანური გუნდის ფილოსოფია აქვს" - რა თქვა ფლიკმა აზერბაიჯანული მატჩის წინ
კვარაცხელიას და დუეს შემცვლელი სკანდალურად ცნობილი ფეხბურთელი იქნება? - პსჟ-ის ახალი ვარიანტი აქვს
"თავი უხერხულად ვიგრძენი, მაგრამ იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი ამიტომ ვთქვი" - გვარდიოლამ "სკუადრა აძურას" შესაძლო ჩაბარებაზე ისაუბრა
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს