ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

წვიმამ ჩოგბურთი წალეკა

წვიმამ ჩოგბურთი წალეკა

ნიუ იორკში წვიმის გამო ჩოგბურთში მთლიანად გაუქმდა აშშ-ის ღია პირველობის მეცხრე დღე
წვიმის გამო მთლიანად გაუქმდა აშშ-ის ღია პირველობის მეცხრე დღე. კაცებმა ვერ გააგრძელეს მერვედფინალური ეტაპი, ქალებმა კი მეოთხედფინალური რაუნდი ვერ დაიწყეს. თანაც, სინოპტიკოსების პროგნოზი არადამაიმედებელია - ნიუ იორკში წვიმის გაძლიერებას ელიან.

არადა, უკვე ათობით მატჩია გადადებული. არ ჩატარდა კაცების ოთხი მერვედფინალი და ქალების ორი მეოთხედფინალი. ასევე გადაიდო წყვილთა მატჩები და იუნიორთა ტურნირის შეხვედრები.

მამაკაცებიდან ვერ მოასწრეს თავიანთი მატჩების ჩატარება ფავორიტებმა: რაფაელ ნადალმა, ენდი მიურეიმ და ენდი როდიკმა. სამაგიეროდ, ბადის ზედა ნაწილის ფავორიტებმა - ნოვაკ ჯოკოვიჩმა და როჯერ ფედერერმა უკვე ითამაშეს მერვედფინალი და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, რითაც სხვებზე უპირატესობა მიიღეს. ასე რომ, უამინდობამ ჩოგბურთელები არათანაბარ პირობებში ჩააყენა.

მაგალითად, ნადალს, შესაძლოა, ხუთი დღის განმავლობაში ოთხი მატჩის ჩატარება მოუწიოს, მაგრამ თუ წვიმა არ გადაიღებს, ეს გრაფიკი შეიძლება კიდევ შემჭიდროვდეს.

"ბადის ერთმა ნაწილმა უდიდესი უპირატესობა მიიღო, - ამბობს დევისის თასზე ამერიკის ნაკრების კაპიტანი ჯიმ კურიე. - ვიღაცას გაუმართლა კენჭისყრისა და ამინდის მხრივ. ვერც კი წარმოიდგენთ რა საგიჟეთი დაიწყება მას შემდეგ, რაც წვიმა შეწყდება და საშინელ ტემპში გაგრძელდება მატჩების ჩატარება".

ცნობილია, რომ ამერიკის ღია პირველობის არც ერთი კორტი არ არის აღჭურვილი მოძრავი სახურავით. ასეთი არენები აქვთ ავსტრალიის ღია პირველობასა და უიმბლდონს. როლან გაროსის ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ 2016 წლისთვის დაამონტაჟებენ მოძრავ სახურავს. ამერიკის საჩოგბურთო ასოციაცია კი უარს ამბობს არენების მოდერნიზაციაზე და ამას სამუშაოების სირთულესა და მათ ფასს აბრალებს. არტურ ეშის სახელობის კორტის გადახურვა დაახლოებით 200 მილიონი დოლარი დაჯდება.

არადა, ეს პრობლემა მოსაგვარებელია, რადგან ამ ბოლო დროს წვიმას სერიოზული კორექტივები შეაქვს განრიგში: 2008, 2009 და 2010 წლებში მამაკაცთა ფინალი ორშაბათს იმართებოდა. წლევანდელი ჯერჯერობით კვირას არის დაგეგმილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო

ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში

ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში

"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი

სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს

"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია

"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა

[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო