ერთა ლიგის მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით, რამაზ სვანაძის და ალექსანდრე იაშვილის პრესკონფერენცია გაიმართა.

რამაზ სვანაძე:

"ეს თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, შედეგს უნდა მივაღწიოთ. ასევე, ეს ჩვენთვის პირველი სრულფასოვანი შეკრებაა, სადაც ჩვენი იდეების სრულად გადაცემა შეგვიძლია. ტრავმირებულია კვარაცხელია და კიტეიშვილი, ასევე მთელი რიგი ფეხბურთელების, მაგრამ ეს შანსია სხვებისთვის.

წიტაიშვილის პოზიცია მინდორზე გადაწყდება იმით თუ რა ტაქტიკით თამაშობს საქართველოს ნაკრები. გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელთაც სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლიათ.

ამ მატჩებში კაპიტანი ოთარ კაკაბაძე იქნება, რომელიც ვიცე-კაპიტანია. ყველაფერზე მოხდება რეაგირება, რაც წინა მატჩებში მოხდა. კარგია, რომ ახლა მეტი დრო გვაქვს. რთული მატჩები გვექნება, მაგრამ ჩვენ საკუთარი გეგმა ახლა უნდა დავნერგოთ. რთული მატჩები გვექნება, პირველ რიგში კი ხასიათი უნდა გამოვასწოროთ!..

სამწვრთნელო შტაბში არანაირი ცვლილება არ იქნება, ჩემ თანაშემწეებთან ერთად ნაკრებში კაშია და კვეკვესკირი ისევ იმუშავებენ.

დებიუტანტები ვინც არიან, მათ კარგი პერიოდი აქვთ, განსაკუთრებით, ოქტომბერი. კონკურენცია ყველამ უნდა იგრძნოს, მათ შორის მესამე მეკარე ყალიჩავას მხრიდან. მაისურაძეს კარგი პერიოდი აქვს. მოისწრაფიშვილს მაღალი საფეხბურთო ინტელექტი აქვს.

მისი პრობლემა ფიზიკური მომზადების კუთხით იყო, ბოლო დროს სლოვაკეთში ბევრს თამაშობს და იმედია, ხსენებული პრობლემა აღარ შეაწუხებს.

ირაკლი აზაროვმა რამდენიმე მატჩი მაღალ დონეზე ითამაშა. ის საქართველოს ნაკრებს ძალიან სჭირდება. ხარებაშვილი ჩვენ 19-წლამდე ასაკობრივ ნაკრებს დავუთმეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმირებულია.

ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დარტყმაა, მაგრამ ეს ფეხბურთია, ასეთები ხდება. უფრო ძლიერი დაბრუნდება!.. ჩვენ ხვიჩას ინდივიდუალურად შეცვლა არ უნდა ვეცადოთ, ძლიერი გუნდი უნდა ვიყოთ.

ნარიმანიძეს ძალიან კარგი სეზონი აქვს და მაგიტომაც გახდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი. ის სიაში იმიტომ არაა, კონკურენცია დიდია. აქაა ლოჩოშვილი, დვალი. თუ სადმე არ იყო პრობლემა, ესაა დაცვის ხაზი. ტაბიძე გუნდში იმიტომ გვყავს, ორ პოზიციაზე შეუძლია თამაში.

სტანდარტული მდგომარეობა თანამედროვე ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადად, თავი კარგად გავართვით.

ვისურვებდი, საბა გოგლიჩიძემ ასეთივე თამაში გააგრძელოს. მას ყველა რესურსი აქვს.

სია ისეა დაკომპლექტებული, თამაშისას რამდენიმე ვარიანტი გვქონდეს. გიორბელიძის არმიწვევა კონკურენციამ განაპირობა.

პირველი დღიდან სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. აუცილებელია ბალანსი, შედეგიც და თამაშის ხარისხი. გამოკვეთილი სტრატეგია და გრძელვადიანი სტაბილურობა უნდა გვქონდეს, რათა სასურველი შედეგი გვქონდეს.

უნგრეთის ნაკრებთან რთულ მატჩს ველოდებით. ჩვენ საკუთარი მიზნები და ამოცანები გვაქვს, ქულები გვჭირდება, თანაც, შინ ვთამაშობთ. რევანშზე უნდა ვიფიქროთ!", - განაცხადა რამაზ სვანაძემ.

შეგახსენებთ, "ჯვაროსნები" 14 ნოემბერს შინ უნგრეთს, ხოლო 17 ნოემბერს სტუმრად უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

Gela
ყველაფერს ჩსლიჩობენ რა სვსნაზემ რომშედეგი დადოს ბარემ ცეკვაზეც შეიყვანეთ
დავით 67
მწარეს! კარგი ბატონო რადგან მუქთამჭამელი არ მოგწონს და ეს კომუნისტურ რეჟიმს გაგონებს (შენზე უფრო მეჯავრება ის დრო) სხვანაირ სინონიმს მოვუნახე პარატიზები. ახსნა ასეთია,რომელიც სხვის ხარჯზე ცხოვრობს. რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს? პასუხია ერთი: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო. იმიტომაც მიაქვს ქვეყანა არაპროფესიონალიზმს. რემონტს რომ ვაკეთებდი კაფელჩიკი ვერ ვნახე ნორმალური. სამჯერ გადავაკეთებინე და კიდევ არაა ნორმალურად გაკეთებული. ყველა სფერო ასეა. შენ თუ რამე იცი მათ გრანდიოზულ წვლილზე გვითხარი, ნუ დაგვიმალავ. ფეხბურთი ბევრს ესმის, სხვათაშორის მეც მაქვს პრეტენზია რომ კარგად მესმის,(ასევე ფეხბურთის ისტორიული ამბები) მაგრამ მწვრთნელად ვერ ვივარგებ.ადრე დავწერე რომ საქართველოს ნაკრებისთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა ერვი რენარი ,მაგრამ მე ვინ მომისმენს. აგერ სექტემბერში კოდ ი ვუარმა გაუფორმა კონტრაქტი. არც თუ ისე ძვირადღირებული. ბოლო ბოლო არგენტინა ჰყავს დამარცხებული,რომელიც შემდეგ ჩემპიონი გახდა. მოკლედ აქვს იმ კაცს რაღაც მაგარი ალღო. და კიდევ შეურაცხყოფა არავისთვის არ მიმიყენებია, უბრალოდ ფაქტი ავღნიშნე.
Juve
შედეგის დამდები არაა ეს, ისე გაუმართლა იტყვის კვარა არ მყავდა და რა მექნაო, ასე შეინარჩუნებს სკამს ახლა და მგონი შემდეგი შესარჩევის მერეც, ვფიქრობ შანსი არ ექნება, ან როდის გვქონია საკვალიფიკაციოზე ბოლოს წინა ადგილს შემოთ ამბიცია და შესაძლებლობა?
Geo
არ ვუყურებ , არააქ აზრი!! წავედი, კონიაკი მაქ ტესერონი, დავლევ!!
მწარე
რატო არიან მუქთამჭამელი? შეეშვით რა ამ კომუნისტების დროინდელ ლექსიკას. რა იცი რომ არაფერს აკეთებენ? ეხლა არ მითხრა ფეხბურთი არ ესმითო, აზრზე არ არიანო. ვითომ სვანაძე რითი ჯობია მაგათ? ან სხვა? პ.ს. მიკერძოებულად რომ არ ჩამთვალოს ვინმემ, მე პირადად უცხოელი მწვრთნელის მომხრე ვარ, თუ თანამედროვე ფეხბურთში ერკვევა, ახალგაზრდაა და ამბიციური. უბრალოდ არ მომწონს, როცა ადამიანს ტყუილ უბრალოდ ლანძღავენ.
lasha
dekanosidze ar dagekargos tanashemced moashored es mcvrtneli ra
A
მეტი ძმაკაცი არ გყავდა? ასისტენტად რომ დაგენიშნა, თითო ფეხბურთელს თითო, ასრ 25 გეყოფა, კიდევ შეგიძლია კაი სამსახურები გაუჩალიჩო ახლობლებს
პეტუხი კრიშტიანუ
რას ქვია ვინ იცნობს?კაკაბაძე ჟურნალისტებმა დამოუკიდებელი საქართველოს საუკეთესო მარჯვენა მცველად დაასახელეს!
საოცნებო აგვისრულდა 😁
კაკაბაძეს რა ხანია ველოდი კაპიტნად. ასეთი თავგანწირული თამაში გადამდები იქნება ნაკრებისათვის. ვინაა მამარდა როცა ნაკრებში კაკაბა გყავს? 😁😂 კაშიას და კვეკესკირის კარგი მუშაობაც საუკეთესოდ წარმოჩინდა სანიოლის დროს, რაც ძალიან წაადგა ნაკრებს და მთავარი სტრატეგოს/ტაქტიკოსი ვლადიმერ დვალიშვილიც კარგად შეინახეთ. მაგ ბიჭებს დუსტი მოაყარეთ ცოტა, არ აწყენთ 😂😁
დავით 67
ჩაგეთვალა))
...-ს
სტაჟი აქვს მეტი და მხოლოდ მაგიტომ. ხვიჩაც იძულებულნი იყვნენ რომ დანიშნეს, იცოდნენ ხალხი აღშფოთდებოდა.
Levani
ისე საშუალო ან სუსტ გუნდებს ძლიერებთან გოლი გააქვთ უეცარი აფეთქების,ტემპის აწევის შედეგად. ჩავა რომელიმე კარგი გუნდი სტუმრად აუტსაიდერთან,ის აუტსაიდერი გამოდის გიჟივით და სანამ ფავორიტი გახურდება 2 გოლს უტანს. ჩვენ კიდე "ტემპი ვაკონტროლოთ" ვითომ წინ ზლატანი-ჰალანდის დუეტი გვყავს,ტემპი არ გვჭირდება,4 ჩაწოდებას გავაკეთებთ და 3 გოლს გავიტანთ. მერე გოლები გადის არასტანდარტული სიტუაციებიდან, არეულობა უნდა შექმნა მეტოქის საჯარიმოში,იქ ვიღაცას მოხვდება,პენალტს დადებს ვარი,ვიღაცას დასარტყმელად მიყვარდება,ან ავტოგოლი გავა. აბა ასე გაწერილად "1მივუახლოვდეთ საჯარიმოს,2 მივცეთ მიქაუტაძეს,3 ხვიჩა დაარტყავს გარე კუთხეში" ასე გაწერილად და ლოგიკურად მართლა გრანდებს ვერ გააქვთ გოლები. ამაშია საჭირო ტემპი,სანამ ტემპს არ აწევს მეტოქეს 4-5 მცველი 2 საყრდენი და მეკარე ჰყავს. თუ ტემპს არ აწევს 8-ვე თავის კართან ჩადგება და არ გაგიშვებს. ისედაც ვუყურებ ძველი დინამოს თამაშებს-გოლები გადის გუცაევის,შენგელიას,დარასელიას უეცარი აფეთქებებით. მოგვიანებით გოგიჩაიშვილი,ქინქლაძის ქეცბაიას უეცარი აფეთქებით. ასე ნელა, ლოგიკურად მისვლა საჯარიმოსთან... წინ არც იან კოლერი გვყოლია და არც ტორე ანდრე ფლო. მოკლედ თუ ტემპს არ აწევთ ვერავის ვერ მოუგებთ. თუ მექვაბიშვილ-ქოჩორაშვილს ათამაშებთ ტემპს ვერ აწევთ- ეგენი ორივე არიან მცირე ჯარიმით ტემპის მკვლელი ნახევარმცველები-შეტევა აქვთ 0. ისე ერთს დავამატებ კიდე- კარგია რომ ეს ახალი ბიჭები პროფესიონალები არიან,უფრო მეტს მიაღწევენ კარიერაში,მაგრამ ბოლო დროს ძალიან გავაფეტიშეთ ეს თემა. პროფესიონალიზმი კარგია,მაგრამ კაცმა თამაში თუ არ იცის რაც გინდა პროფესიონალი იყოს იმისგან არაფერი არ გამოვა. პირველ რიგში თამაში უნდა იცოდეს,კლასი უნდა ჰქონდეს და მერეა პროფესიონალიზმი. ეგ ისეა M5 თუ გინდა ნუ მოუვლი კი გაფუჭდება,მაგრამ მაინც M5ია. ოპელ კორსას თუ გინდა ყველა თვეში უცვალე ნაწილები და ზეთი მაინც ვერ გახდება M5. მარიო ბალსერმა ვაბშე ლიგის ფინალის წინა ღამეს ბარში ვსვამდი და ფინალი ყველაზე კარგად ვითამაშე,სხვებსაც რო დაელიათ მანჩესტერს მოვუგებდითო(რა თქმა უნდა იდიოტია ბასლერის, მაგრამ ასე კი თქვა) უდისციპლინო ქინქლაძე-ჯანაშიას შეადარეთ იგივე მექვაბა-ქოჩორა თუ გინდათ. მოკლედ მთავარია თამაში იცოდე,ეს პირველია და დისციპლინა მერეა.
დავით 67
ეი მწარევ. ჩემი პოსტი ეხება იმას რომ მუქთამჭამელები, რომლებსაც სარგებლობა არ მოაქვთ გუნდისთვის და ქვეყნისთვის ხელფასს არ უნდა ღებულობდნენ. გაიგე? ისე რომ იცოდე რაც მეტი დისლაიქი მეწერება, მით უფრო კმაყოფილი ვარ. თუ რატომ უამრავჯერ მაქვს უკვე დაწერილი.

კაკაბაძე იქნება კაპიტანიო, უცნაურია. კაპიტანი ისე თუ ასე ცოტა ცნობადი მაინც უნდა იყოს, ვინ იცნობს კაკაბაძეს ან რა ავტორიტეტი აქვს მას? მამარდა არ ჯობდა მას? ბოლოს და ბოლოს კაცი ლივერპულის მეკარეა.
555
სამწუხაროდ სვანაძე არაფერი მწვრთნელი არაა,ვიმეორებ-სამწუხაროდ. დროა ფედერაციამ დაიწყოს ახალი,ნორმალური უცხოელი მწვრთნელის მოძიება თორემ სვანაძის ხელში არაფერი არ გამოვა. ეს თაობა უნდა გამოვიყენოთ და შედეგზე ვიფიქროთ.
დავით 67-ს
როგორ თუ რა ფუნქცია აკისრიათ? ბოისას რა ფუნქცია ქონდა ნაკრების შტაბში? დავაი, დავაი ბიჭებო! საღოლ! მალადეც! მივაწვეთ! დაცვა-დაცვა! აი ასეთ რამეებს დაუძახებენ ბიჭებს სათადარიგო სკამიდან, აბა სვანაძე კი დგას ხოლმე კუტუზოვივით გაშეშებული სარბენ ბილიკთან და მდუმარებით გასცქერის ბრძოლის ველს. ყველა ხომ სიმეონე ვერ იქნება?)))))))
SSSR-ს გაუმარჯოს
გაქანებული დედავშჩინა გაქვთ გუნდში. ვერ ეშვებით ხომ ბებრებს? სულაც არა ვარ მამარდას აპოლოგეტი, მარა რითია კაკაბაძეზე ნაკლები? უფრო ცნობილი არაა მსოფლიოში, ბოლო-ბოლო საუკეთესო ათეულში ხომ მაინც შედის? და კაკაბაძეს ვინ იცნობს ან სად გაუგიათ? თუ კვარა და მამარდასავით ათეულობით მილიონი ღირს და ჩვენ არ ვიცით? კარგად ასრულებს სვანაძე პარტიულ დავალებას. რევანში კი არა დიდი ანგარიშით რომ არ მოგვიგონ, მადლობა უნდა ვუთხრათ. ხვიჩასთან ერთად 4 მატჩში ერთი გოლი ვერ შევაგდეთ, ეხლა რისი იმედი გაქვთ ნეტა...გიორბელიძე კიდევ რის ან ვის კონკურენციას ვერ უძლებს, უბრალოდ გაუგებარია. რომელი გვყვავს მაგათზე უკეთესი. არ მოიწვიოთ გამოცდილი და კომპეტენტური ხალხი შტაბში, იყავით კაშიას და კვეკვესკირის იმედად, ნამდვილად შორს წახვალთ. თუ ასაკზეა საუბარი, ბუდუც აღარაა პატარა, დაგენიშნათ კაპიტნად, მაგრამ ეგ ხომ სულით ევროპელია?....
მწარე
აბაა. სულ კაშიას და კვეკვეს ბრალია ყველაფერი. ასისტენტებად არიან, მოთამაშეებად კი არა. ავოეეე, დეპოში ხარ დავით, დეპოში, დავით შენც და შენი დამლაიქებლებიც. რა უკეთესები ბევრი გყავდა, რომ მწვრთნელის ასისტენტობასაც უკრძალავ?
დავით 67
აუფ რევანშიო ? ეგ ხო,მაგრამ სამწვრთნელო შტაბში კაშიას და კვეკვესკირს რა ფუნქცია აკისრიათ ესეც რომ გვითხრათ. გუნდში გავიგეთ რომ კონკურენცია ყოფილა და სამწვრთნელო შტაბშიც ასეა?
"საქართველოს ნაკრების დამარცხების შანსი გვაქვს" - რა თქვა ფარერების მწვრთნელმა წილისყრის შემდეგ
სვანაძე: მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გუნდი შეგვხვდებოდა
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
მარიამ დუნდუა კრივის მსოფლიო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
"ლორიანმა" შანსები ვერ გამოიყენა - პსჟ-მ მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
სათადარიგო ქვილითაია და "ჰოლშტაინის" გამარჯვება "კაიზერსლაუტერნთან"
15-ქალა | პორტუგალიასთან ახალი სახეებით
"ჯადოქარი არ ვარ" - მარესკამ "სიტის" რთულ პერიოდზე ისაუბრა
"ამდენი გოლის გაშვების უფლება არ გვაქვს" - ალონსო "ჩელსის" მარცხის შემდეგ
"ვნანობ თუ არა, რომ ქომაგს დავარტყი?" - კანტონამ შეკითხვას უპასუხა
გულიაშვილმა ვერ ითამაშა, ზაბირიმ ისევ გაიტანა, "რასინგმა" ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა
[VIDEO] ზივზივაძე მოედნიდან უგოლოდ არ გადის - "ჰაიდენჰაიმმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-0 დილა. შეიძლება, მომდევნო ტურშიც გადაწყდეს...
ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
ნიკო პასი "რეალში" დაბრუნებას არ აპირებს
რაგბი ევროპის ჩემპიონატი კვლავ ექვსგუნდიანი გახდება
"ეს მატჩი ჩვენს მომავალს ცვლის" - ამორიმი "მილანის" ბრწყინვალე Comeback-ზე
37 წლის ასაკში ისლანდიის ნაკრების ყოფილი მეკარე გარდაიცვალა
"არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა" - კალაძე ბათუმში მომხდარ არეულობაზე
ტრანსფერი გამოირიცხა - "ატლეტიკომ" ალვარესი პსჟ-ის არ მიჰყიდა
UEFA-მ ბათუმში მომხდარი არეულობის გამო პასუხისმგებლობა ადგილობრივ ორგანიზატორებს დააკისრა და კონფლიქტის გამოწვევის მიზეზის თავისი ვერსია დაასახელა
საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგრძლივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გუნდი შეგვხვდებოდა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?