ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მაკედონია მეოთხედფინალისთვის ემზადება, საქართველო - ახალი სიურპრიზისთვის

მაკედონია მეოთხედფინალისთვის ემზადება, საქართველო - ახალი სიურპრიზისთვის

დღეს, 8 სექტემბერს, ჩვენი გუნდი ვილნიუსში მაკედონიას 16:30-ზე დაუპირისპირდება
ამ სტატიის წერა ესპანეთი-გერმანიის მატჩისას დავიწყე და საფრანგეთი-თურქეთის შეხვედრის მსვლელობისას დავასრულე. ეს, პირველ რიგში საქართველოს ნაკრების დამსახურებაა, რომელმაც ევროპის საუკეთესო 12 გუნდს შორის ასპარეზობის უფლება მოიპოვა და ახალი მიზანი დაისახა - მეოთხედფინალი. საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალში! როგორ ჟღერს?

საოცარია, მაგრამ ჩვენს გუნდს მართლაც აქვს შანსი ტოპ-რვაეულში ითამაშოს. შანსს კი გამოყენება უნდა. ბევრი რამ დღეს გადაწყდება - თუ ქართველები მაკედონიას მოუგებენ, მომდევნო ეტაპისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ, რადგან შემდეგ ფინეთი ელით და შესაძლებელია, ორი მოგებით მეოთხედფინალში ამოყონ თავი (თითო ჯგუფიდან 4 გუნდი გადის). მაკედონიას კი სხვა გეგმები აქვს:

- ქართველებთან მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგების შემთხვევაში მეოთხედფინალის საგზურს მოვიპოვებთ. ქართველებს თუ ვერ ვაჯობეთ, შემდეგ რუსეთსა და სლოვენიასთან ურთულესი მატჩები გველის. როგორც ვიცი, ჩვენს წინააღმდეგ ზაზა ფაჩულია არ ითამაშებს, რაც თქვენს შანსებს ამცირებს.

თუმცა კარგად ვიცნობ ქართველთა გუნდს და ვიცი, გამარჯვებას იოლად ვერ მივაღწევთ, - გვითხრა გუშინ, 7 სექტემბერს მაკედონიის ნაკრებისა და სლოვენიის "ოლიმპიას" ლიდერმა ვლადო ილიევსკიმ და იქვე დაამატა, ქართველ კალათბურთელებთან კარგი ურთიერთობები მაქვს, გიორგი შერმადინთან, მანუჩარ მარკოიშვილთან, ვლადიმერ ბოისასთან... ვლადიმერი და მე ლიუბლიანაში კარის მეზობლები ვართო.

მაკედონელები დარბაზში ქართველების შემდეგ შევიდნენ. დერეფანში ბოისა და ილიევსკი ერთმანეთს შეხვდნენ, მოიკითხეს და მუქარის სიტყვებიც გაცვალეს.

- მაკედონია მოგებას აპირებს, არა? ვნახავთ, როგორ გაიმარჯვებს, - გვითხრა ბოისამ ილიევსკისთან საუბრის დასრულების შემდეგ, - მართალია, ისინი ოთხი მოგებით გადმოვიდნენ და კარგი გუნდიც ჰყავთ, მაგრამ მათი ძლევა შესაძლებელია. არ გვეყოლება ზაზა ფაჩულია, რაც ჩვენთვის დიდი დანაკლისია. თუმცა მაკედონიის ნაკრები თამაშს ცენტრზე არ აგებს, უფრო სწრაფ კალათბურთს უჩვენებს. ასე რომ, მატჩს იმედიანად და კარგად მომზადებულები ვხვდებით.

მოვუსმინოთ მანუჩარ მარკოიშვილს:

- საქართველოს ნაკრებმა პირველი ჯგუფური ეტაპი გადალახა, რითაც ბევრი გააკვირვა. ნამდვილად არ ვაპირებთ მიღწეულზე შეჩერებას, ვეცდებით საკალათბურთო ევროპას ახალი სიურპრიზი შევთავაზოთ. რაც შეეხება მაკედონიასთან მატჩს, შეცდომა იქნება იმაზე ფიქრი, რა შედეგი მოჰყვება ზაზა ფაჩულიას გარეშე თამაშს, მოედანზე მოსაგებად გავალთ და ყველა ღონეს ვიხმართ წარმატების მისაღწევად.

ნიკა ცქიტიშვილიც ოპტიმისტურადაა განწყობილი:

- პირველი ჯგუფური ეტაპის შემდეგ ცოტა დავისვენეთ და შემიძლია ვთქვა, რომ ნაკრები მზადაა საბრძოლველად. თითოეულმა კალათბურთელმა მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და შედეგიც მოვა. მაკედონია უძლეველი მეტოქე ნამდვილად არ არის.

გუშინვე, ვარჯიშის წინ საშუალება მოგვეცა ზაზა ფაჩულიასთვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გვეკითხა.

- კუნთი ორ ადგილასაა მცირედით გაწყვეტილი, ამიტომ გუნდს ვერ დავეხმარები. ასეთი ტრავმის მკურნალობისთვის ერთ თვემდეა საჭირო, - თქვა ზაზამ.

ვიქტორ სანიკიძე გამოცდილებას შეეხო:

- პირველი ეტაპის შემდეგ დიდი გამოცდილება მივიღეთ, საკუთარი ძალისა კიდევ უფრო ვირწმუნეთ და ახლა უნდა დავამტკიცოთ, რომ მეორე ტურში შემთხვევით არ გავსულვართ. ამის დასამტკიცებლადაც მზად ვართ.

ბოლოს საინტერესო ინფორმაციას გაგაცნობთ: გუშინ, 7 სექტემბერს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში სხვადასხვა რეისით 300-მდე ქართველი ჩამოვიდა, ერთი ჩარტერი თბილისიდან დღეს დილას გამოფრინდება. ასე რომ, საქართველოს ნაკრებს ქომაგობა არც ვილნიუსში მოაკლდება. ისიც შევიტყვეთ, რომ კლაიპედას მსგავსად, ვილნიუსის ცენტრში დიდი სცენა მოეწყობა, სადაც სუხიშვილების ანსამბლი და ქართული ხმები მთელს ევროპას გააცნობენ ქართულ კულტურას.

იხილეთ ვიდეო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვაჟა სიმონიშვილი ლიტვიდან

• ramo

ვიცი რომ დამლოკავთ, მაგრამ ჟურნალისტს მაინც უთხარით რო ასეთ ვანგობას თავი დაანებოს. გამხსენდა ზესტაზე დაწერილი: ზესტამ თუ მოუგო შტურმს იქ და მერე ვისაც შეხვდება იმასაც რომ მოუგოს გავა ჩემპიონთა ლიგაზე და მერე რაიცი რა ხდება. ბიჭები უკვე ჯიგრები არიან, ლამაზი თამაში, სწრაფი თამაში აჩვენონ აი ეს მოვთხოვოთ, მეტი არაფერი. არ არის საჭირო ილუზიების ქვეშ ვიცხოვროთ.

• GIA

ვუსურვებ წარმატებას ჩვენს ბიჭებს, მათ დაამტკიცეს რომ პატრიოტები და ვაჟკაცები არიან

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ

"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი

"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ

ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს

ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა

BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს

რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა

პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!

ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია

ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?

"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა

"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ

"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს

კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა

U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში

არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს

[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?

Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად