რომში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალის მესამე ტურში სოფიკო გურამიშვილმა ფაბრიციო მაგის აჯობა
რომში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალის მესამე ტურში თბილისელმა დავით არუთინიანმა იტალიელი მარჩელო მალონის ძლევით ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა, სოფიკო გურამიშვილმა ფაბრიციო მაგის (იტალია) აჯობა, ნაზი პაიკიძემ კი მესამე ნომრად განთესილ უკრაინელ იური სოლოდოვნიჩენკოსთან წააგო.

გუშინ, 7 სექტემბერს მე-4 ტურში არუთინიანის წინსვლა ალბერტო დავიდმა (ლუქსემბურგი) შეაჩერა - 0:1, პაიკიძე ფესტივალის რეიტინგფავორიტ გავიან იონესს (ინგლისი) დაუზავდა, გურამიშვილმა შავი ფიგურებით ბელგიაში მცხოვრებ ალექსანდრე დგებუაძეს გააჩერებინა საათი. მეწინავეთა სამი პარტია ყაიმით დამთავრდა, დაზავდნენ: ალექსანდრ ფიერი (ბრაზილია)-კაიდო კიულაოცი (ესტონეთი), იგორ ხენკინი (გერმანია)-ვასიფ დურარბეილი (აზერბაიჯანი), ლასლო გონდა (უნგრეთი)-იური სოლოდოვნიჩენკო.

ოთხი ტურის შემდეგ არუთინიანსა და გურამიშვილს 3-3 ქულა აქვთ, პაიკიძეს - 2,5 ქულა. დღეს, 8 სექტემბერს მე-5 ტურში არუთინიანი სემ კოლინზს (ირლანდია) შეხვდება, გურამიშვილი - ლასლო გონდას, პაიკიძე - მარინ ბოსიჩიჩს (ხორვატია). ლიდერთაგან ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: კიულაოცი (3,5)-დავიდი (4), კრავცივი (3,5)-ფიერი (3,5), ბერკეში (3,5)-იანკოვიჩი (3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა