ნადირობისას ყველაზე მეტი - შვიდი კურდღელი შერკინების ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა მოინადირა

საქართველოს ნაკრების მორაგბეები ქვინზთაუნთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ვანაკას ესტუმრნენ, რომელიც ძირითადად ფერმერებითაა დასახლებული. აქ ისინი სარაგბო კლუბ "იუპერ რუთას" რეზიდენციაში მიიწვიეს ბარბექიუზე.

მერე გუნდი ორად გაიყო. ნაწილმა იქვე ტბაზე ნავებით სეირნობა და თევზის ჭერა გადაწყვიტა, მერე ჯგუფმა კი კურდღლებზე ნადირობა არჩია.

იხილეთ ვიდეო

მასპინძლებმა ერთ-ერთი თავიანთი მეგობრის ფერმაში მიგვიყვანეს. აქაც ჯგუფი ორად გაიყო, ვინც ადგილზე დარჩა, სასტენდო სროლით გაერთო. მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, დავით კაჭარავა, მერაბ კვირიკაშვილი, გივი ბერიშვილი და ლაშა მალაღურაძე კი კურდღლების "გასანადგურებლად" გაემართნენ.

ერთი საყურადღებო დეტალი: ახალზელანდიელები კურდღლის ხორცს არ გეახლებიან. მიაჩნიათ, რომ ის "სარეველა" ცხოველია და ძროხასა და ცხვარს ბალახს უჭამს. ეს ორი მსხვილფეხა შინაური ცხოველი კი ადგილობრივებისთის შემოსავლის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. კურდღლისგან ხეირი ცოტაა, ამიტომ მუსრს ავლებენ, თუმცა ის მაინც ძალიან დიდი სისწრფით მრავლდება.

ჩვენს მასპინძელს კი ფერმაში სრულიად სხვა ცხოველის ბიზნესი აქვს. ფერმა რამდენიმე ასეულ ჰექტარზეა გაშენებული და საკმაოდ მაღალ მთა-გორებს მოიცავს. აქ ექვსი ათასამდე შველ-ირემი ბინადრობს. ბუნების სილამაზეზე აღარაფერს ვიტყვით, ის უბრალოდ ენით აღუწერელია.

ერთი სიტყვით, ჩვენი გუნდის წამყვანმა მოთამაშეებმა, ნაწილმა ფეხდაფეხ, ნაწილმა კი პატარა ვერტმფრენით კურდღლებზე ინადირა. ყველაზე მეტი კურდღელი შერკინების ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა მოინადირა. მის ანგარიშზე შვიდი კურდღელია. ორ-ორი მიითვალეს, მამუკა გორგოძემ, დავით კაჭარავამ და გივი ბერიშვილმა, ერთიც ჯაბა ბრეგვაძემ. მგეზავებმა მერაბ კვირკაშვილმა და ლაშა მალაღურაძემ, რომლებიც ასევე საქართველოს ნაკრების მთავარი დამრტყმელები არიან, მიზანში ვერ გაარტყეს.

ბესიკ ჯანგავაძე ახალი ზელანდიიდან

უძლევი
ეეეჰ, რა ვერტმფრენი?! ფეხით უნდა გაეკიდნონ კურდღლებს! კარგი იქნება ჩვენები თუ ივარჯიშებენ კურდღლების ფეხით დაწევაში და დაჭერაში, მაშინ ყველას მოვუგებთ! :D
oldcoyot
არა უშავს, სადაც საჭირო იქნება იქ გაარტყავენ მიზანში:)
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს