"ლევერკუზენთან" მიღებული წითელი ბარათის გამო, მარიო გიოტცეს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს მისჯილი
კლოპის დილება: ბლაშჩიკოვსკი თუ პერიშიჩი?

ბუნდესლიგის მე-4 ტურში, "ლევერკუზენთან" მიღებული წითელი ბარათის გამო, მარიო გიოტცეს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს მისჯილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" უახლოეს ორ ტურში ვერ დაეხმარება. 19 წლის შემტევი ნახევარმცველის არყოფნა კი, დორტმუნდელთათვის სერიოზული დანაკლისია, რომელსაც კომპენსირება სჭირდება.

"ბორუსიას" თავკაცი იურგენ კლოპი დილემის წინაშე დგას: ვინ უნდა ათამაშოს მარჯვენა შემტევ ნახევარმცველად, პოლონელი იაკუბ ბლაშჩიკოვსკი თუ ხორვატი ივან პერიშიჩი?

მომზადების დონითა და ფორმით თუ ვიმსჯელებთ, კლოპმა უპირატესობა აუცილებლად ბლაშჩიკოვსკის უნდა მიანიჭოს, რადგან "კუბამ" შუა კვირაშიც დაამტკიცა, რომ შესანიშნავ ფორმაშია. გერმანიასთან ამხანაგურ მატჩში უსწრაფესმა ნახევარმცველმა შესანიშნავად იასპარეზა და თანაც, ანგარიშზე გოლი და საგოლე პასიც ჩაიწერა.

სამშობლოდან დორტმუნდში დაბრუნებულ ბლაშჩიკოვსკის ფეხი სტკიოდა და ოთხშაბათს არ უვარჯიშია, მაგრამ გუშინ გუნდთან ერთად მზადება განაახლა და ამბობს, შაბათს, "ჰერტასთან" სათამაშოდ მზად ვარო. თუმცა იურგენს პერიშიჩიც ჰყავს, რომელიც ასევე ფლანგის ნახევარმცველია, თუმცა ბლაშჩიკოვსკიზე გაცილებით მრავალმხრივი ფეხბურთელი გახლავთ.

თუკი კუბა ტიპური გარემარბია, პერიშიჩს წინა ხაზის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში, თუკი პოლონელი მხოლოდ პასის მიმცემია, ხორვატი უფრო შეტევების დამგვირგვინებელი გახლავთ. ასე რომ, ფაქტია, კლოპი ამ კრიტერიუმებითაც იხელმძღვანელებს.

ბენდერმა ვარჯიში დაიწყო

ამასობაში, გამოჯანმრთელდა და სავარაუდოდ "ჰერტასთანვე" ითამაშებს დორტმუნდელთა ახალგაზრდა საყრდენი ნახევარმცველი სვენ ბენდერი, რომელიც გერმანიის ნაკრებში გამოძახებული კი იყო, მაგრამ ვერც ავსტრიასთან (6:2) და პოლონეთთან (2:2) ვერ იასპარეზა. ახლა კი ჯანზეა და ლევან კობიაშვილის გუნდის წინააღმდეგ თამაში შეუძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"