ვის როგორ ქომაგობენ გულშემატკივრები ლიტვაში მიმდინარე ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე
7 სექტემბერს ვილნიუსში მეორე ეტაპის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. მასპინძელი ლიტვის ნაკრები მესამე შეხვედრას (ადგილობრივი დროით 21 საათზე) თამაშობდა. დარბაზის ღებვა ნელ-ნელა დაიწყო და 21 საათისთვის მთლიანად დასრულდა - გულშემატკივრებმა "სიმენს არენა" პირამდე გაავსეს, გამწვანეს და გამოგიტყდებით, ტრიბუნების თვალიერება არანაკლებ საინტერესო იყო, ვიდრე მატჩი - ხან ლიტვის უზარმაზარი დროშა გადმოფინეს, ხან გერბი, ხან პლაკატები წარწერით "შარას"... ვფიქრობ, სერბების დამარცხებაში გულშემარტივარმაც დიდი წვლილი შეიტანა.

ცხადია, კლაიპედაში ქართველები იმდენი არ იყვნენ, რომ დარბაზი პირამდე გაევსოთ, მაგრამ 1500-მდე ჩვენიანს ქომაგობაში ლიტველებიც ეხმარებოდნენ და თამამად შეიძლება ითქვას - კლაიპედური ტური ქართულმა გულშემატკივრობამ გაალამაზა.

ჩვენები საყვირებითა და თეთრ-წითელი მაისურებით შეიჭრნენ კლაიპედას ქუჩებიდან არენაზე და თვით სლოვენიელებიც გაკვირვებულები დატოვეს: უკრაინა-ბელგიის მატჩის შესვენებაზე დარბაზის ფოიეში ბანქოს მოთამაშე სლოვენიელებს ჩავუარე. გამაჩერეს და მკითხეს, თქვენი თამაში ხომ ორი საათის წინ დასრულდა, გულშემატკივარი კი ახლაც იმდენია, რაც საქართველოს მატჩისას. რაშია საქმეო?

ავუხსენი, რომ ჩვენი გუნდის მომდევნო ეტაპზე გასვლა უკრაინაზე იყო დამოკიდებული. ამიტომ ქართველი გულშემატკივრები უკრაინის დროშის ფერებში გამოეწყვნენ და მხურვალედ ქომაგობდნენ ლურჯ-ყვითლებს. მანამდე ერთი დღით ადრე, უკრაინა-საქართველოს მატჩის ბოლოს ჩვენი ქომაგები ამხნევებდნენ როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას.

მთავარი შეძახილი კი ასე ჟღერს: "გაუმარჯოს, გაუმარჯოს, სა-ქარ-თვე-ლოს გაუმარჯოს!"

ქომაგებმა ყველაზე მეტად კალათბურთელებს შეაყვარეს თავი, 6 სექტემბერს, როცა ჯგუფიდან გასვლის საკითხი დადებითად გადაწყდა, მოთამაშეებმა ფანებთან ერთად გაიხარეს, იცეკვეს და იმღერეს საქართველოს ჰიმნი. ავტობუსი რომ დაიძრა, წინ დიდი დროშა გაშალეს და ისე გააცილეს.

4 სექტემბერს ერთმა ლიტველმა გულშემატკივარმა დანანებით მითხრა - ორი დღეც და კლაიპედა დაცარიელდება, ვეღარ გავიგონებთ საყვირების ხმას, ვეღარ შევხვდებით ქართველებსო...

...მაგრამ მთავარია, რომ გუნდი მომდევნო ეტაპზე გავიდა და ახლა ქართული დღეები ვილნიუსში იწყება.

უკრაინელებს კლაიპედაში საკუთარ ქომაგებზე მეტად ქართველები გულშემატკივრობდნენ, ბულგარელებს ფანები სულ არ ჰყავდათ, ხოლო ბელგიელთა ერთი ჯგუფი მეორე მატჩიდან ორგანიზებულად ყვიროდა: Let’s go Belgium, let’s go!

რუსებისა და სლოვენიელების რიცხვი კი ლიტვაში დღითი-დღე მატულობს. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მათი გუნდები რეგულარულად პლეი ოფში თამაშობენ და ქომაგიც უფრო გადამწყვეტი მატჩებისთვის ემზადება.

რუსებს ხახადაფჩენილი დათვის გამოსახულებიანი დროშა "ამშვენებდათ" და ისე გაიძახოდნენ: Мы едины, мы не победимы! Вперед Россия мы с тобой! ამას მოსდევდა სხვადასხვა სიმღერები. "კატიუშათი" დაწყებული, ჰიმნით დამთავრებული.

ყველაზე მეტად მაინც სლოვენიელი ქომაგებით მოვიხიბლე. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში ფეხზე დგანან და ხელაწეულები მღერიან: "მი ი სლოვენცი!"

სლოვენიასთან მატჩის მიმოხილვაში დავწერე, შეხვედრის წინ როგორ დამიძახეს "მწვანეებმა" ზურგსუკნიდან - წარმატებას გისურვებთო. სად არ შეხვდებოდით სლოვენიელებს: "სუხიშვილების"'კონცერტზე ლუდით ხელში მოცეკვავეებს, კლაიპედასთან მდებარე კუნძულის უკიდურეს სამხრეთში, სადაც საოცარი ხედი იშლება... მოულოდნელად საშუალება მომეცა ცნობილი ლუდი "შვიტურისის" ქარხანა დამეთვალიერებინა, იქაც სლოვენიელთა ოცკაციანი ჯგუფი დამხვდა, რომელსაც გიდი მიუძღოდა. მოკლედ, სლოვენიელებმა კარგად იციან, რა აკეთონ დარბაზში და მის გარეთ.

ვაჟა სიმონიშვილი ლიტვიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დევიდ აირონს
მსგავს პროვოკაციას არ აყვეთ თანამემამულენო! მსგავსი- გაცნობის, თუ პორნო საიტების ბმული ხშირ შემთხვევაში შეიცავენ ვირუსს, რომელნიც "ამტვრევენ" დისკებს... ევროპაში უკვე ხშირია მსგავსი რამეები. აბა წარმატებები ყველას და მოერიდეთ ამისთანა "გამოწვევებს"...Jigaro-საბოზეთი მაგარი იყო! :) :D
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია