2014 წლის შემდეგ "რედ ბულის" ბოლიდებზე "რენოს" 1.6-ლიტრი მოცულობის V6 ტიპის ძრავები დამონტაჟდება
"რედ ბულ რეისინგმა" და "რენომ" გუშინ ოფიციალურად გამოაცხადეს თანამშრომლობის გახანგრძლივების შესახებ. მხარეებმა მიმდინარე კონტრაქტი ხუთი წლით გააგრძელეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2014 წლის შემდეგ "რედ ბულის" ბოლიდებზე "რენოს" 1.6-ლიტრი მოცულობის V6 ტიპის ძრავები დამონტაჟდება.

ახალი კონტრაქტი აგრეთვე ითვალისწინებს 2012-13 წლებში V8 ტიპის ძრავებისა და KERS-ის სისტემისთვის ძრავა-გენერატორების მიწოდების გაგრძელებას.

როგორც გავრცელებულ პრეს-რელიზში წერია, თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავა. ხელშეკრულების მიხედვით, ჩაფიქრებულია ერთობლივი ტექნიკური საწარმოს შემქნა ინოვაციური გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელსაც V6-ის ტურბოძრავებისთვის გამოიყენებენ. როგორც იცით, სწორედ ამ ტიპის ძრავებით იქნება აღჭურვილი 2014 წლიდან ფორმულა 1-ის ყველა მანქანა.

"რენო" ყოველთვის საიმედო პარტნიორი იყო, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს საერთო წარმატებაში. ჩვენ ერთად მოვიგეთ 22 გრანპრი, მოვიპოვეთ 32 პოული და 1180,5 ქულა და გავიმარჯვეთ ორ ჩემპიონატში", - განაცხადა "რედ ბულის" შეფმა კრისტიან ჰორნერმა.

გუშინ კი მონცაზე იტალიის გრანპრი ორი თავისუფალი პრაქტიკით დაიწყო. პირველი ვარჯიში "მაკლარენის" პილოტმა ლუის ჰემილტონმა მოიგო, რომელმაც მთელი ცხრა მეასედით გაუსწრო თანაგუნდელ ჯენსონ ბატონს. ცხრილის შუაში კი საკმაოდ მჭიდრო შედეგები იყო - მე-5 და მე-18 ადგილს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი წამი გახლდათ.

მეორე პრაქტიკის დროს კი ყველაზე სწრაფი ჩემპიონატის ლიდერი და მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი იყო. თუმცა "რედ ბულის" პილოტმა ჰემილტონის დილის შედეგზე უარესი დრო აჩვენა.

I პრაქტიკა

1. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი) - 1:23.865 (18 წრე); 2. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი) - +0.921 (19); 3. სებასტიან ფეტელი (რედ ბული) - +1.366 (25); 4. მარკ უებერი (რედ ბული) - +1.594 (24); 5. ადრიან სუტილი (ფორს ინდია) - +2.685 (23); 6. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო) - +2.760 (20); 7. ფერნანდო ალონსო (ფერარი) - +2.782 (20); 8. ფელიპე მასა (ფერარი) - +2.811 (24); 9. სერხიო პერესი (ზაუბერი) - +2.829 (28); 10. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო) - +2.831 (15); 11. მიხაელ შუმახერი (მერსედესი) - +2.834 (21); 12. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია) - +2.961 (21); 13. რუბენს ბარიკელო (უილიამსი) - +2.971 (25); 14. კამუი კობაიაში (ზაუბერი) - +3.131 (29); 15. პასტორ მალდონადო (უილიამსი) - +3.500 (25); 16. ბრუნო სენა (ლოტუს-რენო) - +3.520 (23); 17. სებასტიან ბუემი (ტორო როსო) - +3.568 (25); 18. ნიკო როსბერგი (მერსედესი) - +3.627 (24); 19. ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი) - +5.674 (10); 20. კარუნ ჩანდჰოკი (ლოტუსი) - +6.283 (19); 21. დანიელ რიკარდო (HRT) - +6.744 (27); 22. ვიტანტონიო ლიუცი (HRT) - +6.754 (24); 23. ტიმო გლოკი (ვირჯინი) - +7.187 (12); 24. ჟერომ დ’ამბროზიო (ვირჯინი) - +8.034 (22).

II პრაქტიკა

1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული) - 1:24.010 (37); 2. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი) - +0.036 (21); 3. მიხაელ შუმახერი (მერსედესი) - +0.337 (39); 4. ფელიპე მასა (ფერარი) - +0.356 (33); 5. ფერნანდო ალონსო (ფერარი) - +0.423 (31); 6. მარკ უებერი (რედ ბული) - +0.458 (32); 7. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი) - +0.498 (30); 8. სერხიო პერესი (ზაუბერი) - +1.87 (39); 9. კამუი კობაიაში (ზაუბერი) - +1.172 (37); 10. ბრუნო სენა (ლოტუს-რენო) - +1.315 (38); 11. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო) - +1.440 (31); 12. ადრიან სუტილი (ფორს ინდია) - +1.486 (39); 13. პოლ დი რესტა (ფორს ინდია) - +1.673 (37); 14. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო) - +1.748 (29); 15. რუბენს ბარიკელო (უილიამსი) - +2.192 (36); 16. პასტორ მალდონადო (უილიამსი) - +2.343 (40); 17. სებასტიან ბუემი (ტორო როსო) - +4.337 (5); 18. იარნო ტრული (ლოტუსი) - +4.549 (32); 19. ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი) - +4.595 (32); 20. ტიმო გლოკი (ვირჯინი) - +4,794 (25); 21. ვიტანტონიო ლიუცი (HRT) - +5.152 (34); 22. ნიკო როსბერგი (მერსედესი) - +5.174 (29); 23. ჟერომ დ’ამბროზიო (ვირჯინი) - +5.612 (34); 24. დანიელ რიკარდო (HRT) - +5.831 (7).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად