ევროპის 2015 წლის ჩემპიონატს, შესაძლოა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიიმ და ხორვატიამ ერთად უმასპინძლონ
ევრობასკეტის ორგანიზატორებმა სერიოზული სკანდალის შესახებ გამოაცხადეს. საბერძნეთის ნაკრების წარმომადგენელი სტავროს ელინიადისი პირველ ჯგუფურ ტურნირზე, საბერძნეთისა და ჩერნოგორიის მატჩის წინ გერმანელი მსაჯის რობერტ ლოტერმოსერის მოსყიდვას ცდილობდა. არბიტრმა სასწრაფოდ მიიღო სათანადო ზომები - შესაბამისი განცხადება დაწერა FIBA-Europe-ის მთავარი მსაჯის სახელზე.

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ახსნა-განმარტება მოსთხოვა საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციას, თუმცა ბერძნულმა მხარემ უარყო მოსყიდვის ფაქტი და განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ არბიტრზე ზეწოლას.

საბოლოოდ, FIBA-მ ბერძნების დელეგაცია 15 ათასი ევროთი დააჯარიმა, ხოლო ელინიადისი აკრედიტირებულთა სიიდან ამოშალა. ტურნირის დირექტორატმა ეს ფაქტი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გაახმოვანა.

შეგახსენებთ, რომ ბერძნებმა ჩერნოგორიას 71:55 მოუგო და ევრობასკეტის მეორე ეტაპზე გავიდა.

ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი, შესაძლოა, ოთხ ქვეყანაში ერთად გაიმართოს. უკვე მზად არის საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და ხორვატიის ერთობლივი განაცხადი. ორგანიზატორთა ჩანაფიქრით, ტურნირს შვიდმა ქალაქმა უნდა უმასპინძლოს. სამი ქალაქი იქნება საფრანგეთიდან (პარიზი, რომელიც პლეი ოფის თამაშებს უმასპინძლებს, სტრასბური, ლიონი და დუნკერკი), ორი გერმანიიდან (ბერლინი და აგრეთვე, კიოლნი ან დიუსელდორფი), და თითო ხორვატიიდან (ზაგრები) და იტალიიდან (მილანი).

ადრე ასეთი ვარიანტი წარმოუდგენელი იქნებოდა, მაგრამ ახლა, როცა ევროპის ჩემპიონატის ფინალისტთა რიცხვი 16-დან 24-მდე გაიზარდა, ოთხქვეყნიანმა განაცხადმა, შესაძლოა, მოწონება დაიმსახუროს.

ევრობასკეტზე მხოლოდ საქართველოს ნაკრები არ დაზარალებულა წამყვანი მოთამაშეების ტრავმების გამო. ორ კალათბურთელს მოუწევს ხანგრძლივი დროით დასვენება. ერთ-ერთია უკრაინის ნაკრების ცენტრი კირილ ფესენკო, რომელმაც ბელგიასთან მატჩში მიიღო მძიმე ტრავმა. მან მუხლის ჯვარედინა მყესები გაიწყვიტა და სამკურნალოდ ოპერაცია დასჭირდება. ფესენკოს მინიმუმ ორი თვის გამოტოვება მოუწევს.

ეს კალათბურთელი ევროპის ჩემპიონატზე საშუალოდ 5.0 ქულასა და 2.4 მოხსნას აგროვებდა.

კიდევ ერთი დაზარალებულია ხორვატი მცველი მარკო ტომასი. მანაც მუხლი დაიზიანა მაკედონიის წინააღმდეგ. ტურნირზე ტომასის წვლილი მოკრძალებული იყო -

საშუალოდ 3.5 ქულა.

უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვოლკოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებას აწარმოებს ეროვნული ნაკრების ამერიკელ დამრიგებელთან მაიკ ფრატელოსთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე.

"ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ფრატელოსთან. მისგან ნაკრების განვითარების ახალ პროგრამას ველოდებით. ლაპარაკია მუდმივ თანამშრომლობაზე - ის უკრაინაში მხოლოდ ზაფხულობით არ უნდა ჩამოდიოდეს, არამედ მუდმივად უნდა ადევნებდეს თვალს და აკონტროლებდეს ნაკრების კალათბურთელთა თამაშს მთელი საკლუბო სეზონის განმავლობაში", - განაცხადა ვოლკოვმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი