“არსენალის” სტატისტიკოსმა ჯოშ ჯეიმსმა მისი გუნდის შემადგენლობას თვალი გადაავლო და საინტერესო დეტალები დააფიქსირა
ამ კვირაში “არსენალის” სტატისტიკოსმა ჯოშ ჯეიმსმა მისი გუნდის შემადგენლობას თვალი გადაავლო და საინტერესო დეტალები დააფიქსირა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ “მეთოფეთა” შემადგენლობაში 21 ისეთი ფეხბურთელი აღმოჩნდა, ვინც თავისი ქვეყნის ნაკრებში (ეროვნული თუ ასაკობრივი) თამაშობს. ამას გარდა ლონდონელებს 4 ასეთი მოთამაშე იჯარით ჰყავთ გაშვებული (ნიკლას ბენდტნერი, სამუელ გალინდო, კარლოს ველა და ჯოელ კემპბელი).

21 ფეხბურთელის ანგარიშზე ნაკრებებში ჩატარებული 746 შეხვედრაა (საშუალოდ 35,5). მათ ანგარიშზეა 152 გატანილი გოლი. ფეხბურთელი, ვისაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს ამ მხრივ, იოსი ბენაიუნია - 85 მატჩი. ის ერთ-ერთია იმ სამ არსენალელს შორის, ვისაც ხანდახან ნაკრების კაპიტნობას ანდობენ ხოლმე. ტომაშ როსიცკი, ანდრეი არშავინი, პარკ ჩუ ენი, აარონ რემსი და ტომას ვერმაელენი კი დროებითი კი არა, ნამდვილი კაპიტნები არიან. ჟერვინიო ერთი პერიოდი კოტ დ’ვუარის ოლიმპიური გუნდის თავი იყო.

ბენაიუნს “არსენალის” ფეხბურთელის რანგში მხოლოდ ორი საერთაშორისო შეხვედრა აქვს ჩატარებული. ამ მხრივ ყველა დროის რეკორდსმენი ტიერი ანრია. ფრანგმა 123-დან 81 შეხვედრა ნაკრებში “მეთოფეობის” ჟამს ჩაატარა.

“არსენალში” 45 ქვეყნის წარმომადგენელს უთამაშია. ყველა მათგანს თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში არ უასპარეზია. ერთი ქვეყნიდან ყველაზე მეტს ლონდონელთა ღირსება ფრანგებს დაუცავთ - 16, მე-17 თავის რიგს ელის - ლორან კოშელნი ლორან ბლანმა რამდენჯერმე მიიწვია, მაგრამ მას ჯერ “მამლების” ღირსება არ დაუცავს. ლეგიონერთა საერთო რიცხოვნობით 6 ფეხბურთელით მეორე ადგილზე ჰოლანდიაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"