"ქვეყანა თქვენია - ერთმანეთზე უკეთესი ღვინოები გაქვთ, ლიტვაში კი ვაშლისა და ფორთოხლისგან რაღაცას ხარშავენ..."
ევრობასკეტის დაწყების პირველ დღეს კლაიპედას დარბაზიდან გვიან გამოვედით. ტაქსს დიდხანს ველოდეთ. მოლოდინმა გაამართლა და შორიდან მომავალ თეთრ შუქურიან ტრანსპორტს ხელი გავუქნიეთ. მოგვიახლოვდა და თეთრზე შავად ეწერა: ოლიციჯა. გასაკვირია, მაგრამ ქართულისგან განსხვავებით ლიტვის პოლიციის მანქანებს წითელ-ლურჯი ფერები არასოდეს უნთიათ.

იმ დღეს საინტერესო მძღოლი შეგვხვდა. რომ გაიგო, საქართველოდან ვიყავით, გადაირია:

- ქვეყანა ისაა, თქვენ სადაც ცხოვრობთ - ერთმანეთზე უკეთესი ღვინოები გაქვთ, აბა ესაა საქმე: ლიტვაში ვაშლისა და ფორთოხლისგან რაღაცას ხარშავენ და ღვინოს უწოდებენ. ეჰ, ნეტავ კიდევ როდის მოვხვდები საქართველოში...

მესამე დღეს ჟურნალისტებს ექსკურსია მოგვიწყეს და ლიტვური ღვინო გაგვასინჯეს. ბოლი კი ასდიოდა, მაგრამ რას მოვიფიქრებდი, ისე ცხელი თუ იქნებოდა, პირს რომ დამწვავდა. მას მერე ერთ ლიტველს ვუხსენე ადგილობრივი ცხელი ღვინო და ისეთი სახე მიიღო, გეგონებოდათ ძმარი გაახსენდაო.

ასაკოვანი მძღოლები ლიტვაში არ სვამენ, ახალგაზრდები კი არ ერიდებიან: ვილნიუსში ჩამოსულებს ერთმა გვითხრა - გუშინ ღამით 6 ბოთლი ლუდი დავლიე და ამ დილას ჩიტივით წამოვხტიო. კარგი ბიჭი იყო, რომ გაიგო ქართველები ვიყავით, ჩვენებურად მოგვესალმა.

დაკვირვების შედეგს გაგანდობთ. კლაიპედაში თუ ვილნიუსში საქართველოს ნაკრების მაისურის ზემოდან მოსაცმელი მქონდა მოხურული. თუ გავიხსნიდი და გეორგია გამოჩნდებოდა, ყველა მიღიმოდა. თუ ეს წარწერა არ ჩანდა, ყურადღებას არავინ მაქცევდა.

თუმცა, სახის ფერით ბევრი ხვდებოდა საიდან ვარ. მარშრუტული ტაქსის ერთმა მძღოლმა მითხრა - კავკასიიდან ხარ, საქართველოდან ან აფხაზეთიდანო. იქვე შევუსწორე - აფხაზეთი საქაქრთველოა-მეთქი.

- რუსეთმა ვანია ჩააყენა და საქართველო აღარ არის, - მიპასუხა და დავა-მტკიცება მანამ გავაგრძელეთ, სანამ საკალათბურთო დარბაზს არ მივუახლოვდით. მძღოლმა ასე დაასრულა: - ახლა თქვენი ჩასვლის დროა. სამწუხაროა, რომ ხალხის ნაცვლად ყველაფერს პოლიტიკოსები წყვეტენო...

თემა აზერბაიჯანელმა ტაქსისტმა განაგრძო, რომელმაც ყველაფერი მის კარის მეზობელს (მიხვდებით ვისაც) დააბრალა.

- ლიტვიდან აზერბაიჯანში ძირითადად ოდესა-ფოთის გემით ვბრუნდები. ერთხელ ჩემი ძმა ამიტყდა, აფხაზეთზე წავიდეთო. მივადექით საზღვარს და რუსებმა გამოგვიცხადეს - მხოლოდ რუსებსა და აფხაზებს ვუშვებთო... გავბრაზდით, მაგრამ რას ვიზამდით, აზერბაიჯანში დაღესტანიდან შევედით.

აზერბაიჯანელმა ტაქსისტმა დაკარგული ტელეფონის ასაღებად წაგვიყვანა (დაკარგული ნივთების თემას ერთი პუბლიკაცია აუცილებლად დაეთმობა). ტელეფონი ავტობუსის მძღოლს ჰქონდა, რომელიც ეზოში გველოდა, საქართველოში მოკითხვა მოკითხვაზე დაგვაბარა.

ნამდვილად არ მეგონა, ლიტველებს ქართველები ასე თუ უყვარდათ. "მსოფლიო სპორტის" ჟურნალისტი საინტერესო ფაქტს შეესწრო: ტაქსის მძღოლმა ფული არ გამოართვა - დღეს აქცია მაქვს, ქართველებს ფულს არ ვართმევო. არადა, რამდენი ჩვენიანი იყო კლაიპედაში...

მას შემდეგ, რაც გაიგო, საქართველოდან ვიყავით, ერთ ასაკოვან მძღოლს ნოსტალგია მიეძალა:

- კარგი დრო იყო საქართველოში რომ ვმსახურობდი. გავიცანი ქართველი გოგონა, ძალიან ლამაზი. შემიყვარდა, მასაც მოვწონდი. თუმცა ლიტვაში რომ გამოვბრუნდი, ცოლად სხვა მოვიყვანე... ამ ნაბიჯს ახლაც ვნანობ.

ვაჟა სიმონიშვილი ლიტვიდან

დავითი (საბერძნეთი)
რუსეთიდან წამოსული ღვარძლის ნიაღვარის პირველი ჯებირი საქართველოა და ამას კარგად ხვდებიან,რატომაც არ ეყვარებათ,თავისი ქვეყნის სიყვარულის ერთერთი გამოხატვაა ეს!
levani kaxeti
ვაა, რა ძალიან ვყვარებივართ კაცო, პირდაპირ გიჟდებიან თურმე ჩვენზე, ასე უთქვიათ: "არც ფული გადავახდევინოთ და ჩვენი ცოლებიც ქართველებს დავატ....... თო." თუ ჩემი არ გჯერათ, ჯიჯის ჰკითხეთ, ალფაიძეს!..
rezi
ძალიან მაგარი სტატიაა...
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე