ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

U17: სლოვენიისთვის ბრძოლას მოლდოვიდან დავიწყებთ

U17: სლოვენიისთვის ბრძოლას მოლდოვიდან დავიწყებთ

21 სექტემბერს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაერთვება
21 სექტემბერს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაერთვება და ფინალური ეტაპისკენ მიმავალ რთულ და გრძელ გზას დაადგება. ვასილ მაისურაძის გუნდი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვაში ითამაშებს და მასპინძელთა გარდა, მეტოქეებად ბულგარეთი და შვედეთი ეყოლება.

პირველ რაუნდში 9 ჯგუფია, ყოველი ჯგუფიდან ელიტრაუნდში ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა, რასაც ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატება.

ელიტრაუნდში შვიდი ოთხგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება, რომლის გამარჯვებულები ფინალურ რაუნდში მასპინძელ სლოვენიასთან ერთად ითამაშებენ.

უკვე ცნობილია საქართველოს ნაკრების განრიგიც. 21 სექტემბერს ჩვენი 17-წლამდელები ტირასპოლში ბულგარეთს შეხვდებიან, 23 სექტემბერს ვადულ ლუი ვოდაში მოლდოვას დაუპირისპირდებიან, 26 სექტემბერს კი ორჰეიში საქართველოს ნაკრების მეტოქე შვედეთი იქნება.

მაისურაძეს მოლდოვაში წასაყვანი 18-კაციანი შემადგენლობა ჯერ არ შეურჩევია, თუმცა 21-კაციანი გაფართოებული სია უკვე შეადგინა. სამწუხაროდ, დანაკლისს ვერ ავცდით - დაშავდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, რუსთავის "მეტალურგის" თავდამსხმელი ალეკო მზევაშვილი და მისი მოლდოვაში გამგზავრება გამოირიცხა.

ქართველი 17-წლამდელები დასკვნით შეკრებას, რომელიც 17 სექტემბრამდე გასტანს, ურეკში გადიან, 21-კაციანი შემადგენლობა კი ასეთია:

მეკარეები: ნიკა შერმადინი, ალექსანდრე ადამია (ორივე - "მეტალურგი", რუსთავი);

მცველები: გიორგი გაბაძე, ნიკა ჭანტურია, გიორგი გოროზია (სამივე - "ლოკომოტივი", თბილისი), ლაშა დვალი, ალეკო ჩაკვეტაძე, ცოტნე ქებურია (სამივე - "მეტალურგი", რუსთავი), ზურაბ მალანია ("ბაია", ზუგდიდი);

ნახევარმცველები: ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი პაპუნაშვილი, თორნიკე მაჭავარიანი (ყველა - "დინამო", თბილისი), ნიკოლოზ ახვლედიანი ("ბაია", ზუგდიდი), მათე ცინცაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი აბურჯანია, ბექა მელიქიძე (ორივე - "მეტალურგი", რუსთავი);

თავდამსხმელები: რომან ჭანტურია ("ლოკომოტივი", თბილისი), ილია კერძევაძე ("მეტალურგი", რუსთავი), დავით დარციმელია ("ლოკომოტივი", თბილისი), დავით მაკარაძე ("დინამო" თბილისი).

შეგახსენებთ, აგვისტოში საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ წარმატებით იასპარეზა პალანგის თასზე, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. მანამდე სხვა საერთაშორისო ტურნირებშიც მოსინჯა ძალები და სამწვრთნელო შტაბს ჰქონდა იმის საშუალება, რომ გუნდის პლუს-მინუსები პრაქტიკაში დაენახა, შესარჩევ ტურნირამდე იმის დროც იყო დარჩენილი, რომ ხარვეზები შეძლებისდაგვარად გამოსწორებულიყო.

მწვრთნელები ყველაზე დიდ ნაკლად ფიზიკურ მომზადებას მიიჩნევდნენ, რამაც საერთაშორისო ტურნირებში ყველაზე თვალნათლივ იჩინა თვალი. შეკრებებზე ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი სწორედ ამ კომპონენტის გაუმჯობესებაზე კეთდება და იმედია, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ფიზიკური მომზადებით არავის ჩამოვრჩებით.

დამაკმაყოფილებელი არ იყო ფეხბურთელთა ტექნიკურ-ტაქტიკური მომზადების დონეც და პრაქტიკული თუ თეორიული საფეხბურთო ცოდნის გაღრმავება ბიჭებს პირდაპირ ნაკრებში უწევდათ.

მაისურაძე "ლელოსთან" შარშანდელ ინტერვიუში საერთაშორისო გამოცდილების აუცილებლობაზეც საუბრობდა. ფეხბურთელთა უმრავლესობა საზღვარგარეთ ნაკრებთან ერთად პირველად გავიდა და საკმაო დრო გახდა საჭირო იმისთვის, რომ ჩვენს 17-წლამდელებს სახელიანი მეტოქეების წინააღმდეგ მღელვარების გარეშე ეთამაშათ. ნაკრებმა, როგორც აღვნიშნეთ, არაერთი უცხოური ტურნირი თუ შეკრება მოიარა და ეს შედეგებზეც აისახა. სხვა რომ არაფერი ვახსენოთ, ბაქოში გამართულ "კასპიის თასზე" ესპანეთის ნაკრებთან მიღწეული ფრეც კმარა.

მოუგვარებელ პრობლემად კი საკმაოდ მწირი კონკურენცია და საკადრო არჩევანი რჩება. იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის ამბიცია აქვთ, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში ყველა პოზიციაზე რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელი ჰყავთ, ჩვენთან კი კონკურენცია დაბალია და ზოგ პოზიციაზე ორი სრულფასოვანი მოთამაშეც არ მოგვეძებნება.

სამწუხაროა ისიც, რომ 17-წლამდელთა ამ ფორმაციის ნაკრებში რეგიონებიდან სულ რამდენიმე ფეხბურთელია წარმოდგენილი და ნაკრების წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა დედაქალაქელია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს რეგიონებში ბავშვთა ფეხბურთში არსებულ მწვავე პრობლემებზე.

თუმცა მაისურაძე მიიჩნევს, რომ არც ეს თაობაა ხელწამოსაკრავი და სწორი მუშაობისა და განვითარების შემთხვევაში, ამ ფეხბურთელებსაც ბევრის მიღწევა შეუძლიათ. ქართველ ბავშვებს საფეხბურთო ნიჭი აშკარად აქვთ და ტალანტებისა და პოტენციური ვარსკვლავების აღმოჩენა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი.

რაც შეეხება ჩვენს უახლოეს მეტოქეებს, ბრძოლა სამივესთან რთული გველის, თუმცა ელიტრაუნდში გასვლის სერიოზული შანსი გვაქვს. სამწვრთნელო შტაბმა მოწინააღმდეგეთა მატჩების ვიდეოჩანაწერები მოიპოვა, გააანალიზა და სათანადო დასკვნებიც გამოიტანა.

შეგახსენებთ, ბოლო წლებში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ყოველთვის ახერხებს პირველი შესარჩევი ბარიერის გადალახვას და იმედია, ეს გუნდი ამ სასიამოვნო ტრადიციას გააგრძელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• jimi

წარმატებებს გისურვებთ უფალი გფარავდეთ

U17 | უელსი 2:2 საქართველო - პირველი ადგილი B ლიგის ჯგუფში

U17 | ანდორა 0:1 საქართველო

U17 | სან მარინო 1:4 საქართველო

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე

[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა

ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო

ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა

თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა

ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება

კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა

[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო

[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში

"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ

ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება

"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა

"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა