ბელგიასთან მატჩის წინ პოლონეთის ნაკრები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა - წაგების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის შანსი მინიმუმამდე შემცირდებოდა...

თუ ფაჩულიას შევაჩერებთ, ყველაფერი კარგად იქნებაო

ბელგიასთან მატჩის წინ პოლონეთის ნაკრები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა - წაგების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის შანსი მინიმუმამდე შემცირდებოდა. სიტუაციას სასტარტო გამთამაშებლის კრისტოფ შუბარგას ტრავმაც ამძიმებდა. ამიტომ მწვრთნელი იგორ გრიშჩუკი იძულებული გახდა, რეფორმები განეხორციელებინა: რიგ ეპიზოდებში გამთამაშებლის ფუნქციები მსროლელ ტომას კელატის დაავალა, ხოლო აქცენტი ფარქვეშ თამაშზე გადაიტანა. საბოლოოდ კელატიმ 5 პასი მიითვალა, ხოლო სამქულიანის სასროლად მხოლოდ ორჯერ მოიცალა. ტანმაღლებმა, მაცეი ლამპემ და მარცინ გორტატმა ერთობლივად 53 ქულა მოაგროვეს და გამარჯვებაშიც ლომის, უფრო სწორად, "არწივის" წილი დაიდეს.

- ვიცოდით საქართველოს ნაკრების ბულგარეთში გამარჯვების ამბავი და გვესმოდა, რომ ბელგიასთან ლოძში წაგება არ შეიძლებოდა. ტრავმების გამო გვაკლდნენ შუბარგა და ჩილინსკი, მაგრამ ჩემმა შეგირდებმა გუნდური კალათბურთი უჩვენეს. გამარჯვებას კი მას შემდეგ მივაღწიეთ, რაც ბელგიელებს პერიმეტრი გადავუკეტეთ, - განაცხადა "არწივების" მწვრთნელმა იგორ გრიშჩუკმა.

შესარჩევ ტურნირში პოლონელთა მომავალზე ილაპარაკა ლუკაშ კოზარეკმა (იტალიური "კაზერტა"):

- წაფორხილების უფლება აღარ გვაქვს. 17 აგვისტოს საქართველოს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მატჩი გევლის. გვინდა, თბილისში წაგების გამო რევანში ავიღოთ. ამისთვის სხვებთან ერთად მეც მზად ვარ. ვიცით, როგორ ვითამაშოთ ქართველთა წინააღმდეგ. ისინი ბელგიელებზე უკეთესად დაიცავენ თავს, თუმცა ამისთვისაც მზად ვართ. იმედი მაქვს, ქომაგი 17-შიც ისევე დაგვეხმარება, როგორც ბელგიის ნაკრებთან. ყოველი მომდევნო შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. არავის არაფერი უნდა დავუთმოთ.

იტალიური "აველინოს" წევრი ფილიპ დილევიჩი პრეტენზიას პირველობაზე აცხადებს:

- ბელგიის ნაკრებთან მატჩამდე რთულ სიტუაციაში ვიყავით - თითქოს დანა ყელზე გვქონდა მობჯენილი. ბელგიის ძლევამ დაგვანახა, რომ ორ მეფარეზე თამაშის აწყობა სწორი ნაბიჯი იყო და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია. მეორე ადგილზე არ ვფიქრობ - ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ. კარგია, ბელგიის ნაკრების თავკაციც მთავარ ფავორიტად რომ მიგვიჩნევს. გვჯერა ჩვენი შესაძლებლობებისა. ბოლოს შემოგთავაზებთ ნატურალიზებული პოლონელის ტომას კელატის მცირე ინტერვიუს.

- რისი წყალობით დაამარცხეთ ბელგია 20-ქულიანი სხვაობით?

- წინა შეხვედრებისგან განსხვავებით მეტად დავტვირთეთ ტანმაღლები ლამპე და გორტატი. სწორედ ეს იყო გამარჯვების გასაღები.

- მაინცდამაინც მეოთხე მატჩში რატომ გადაწყვიტეთ ლამპესა და გორტატის დატვირთვა?

- ყოველი შეხვედრისთვის კარგად ვემზადებოდით, თუმცა ზოგჯერ ჩვენი ტაქტიკურ მონახაზი არ ამართლებდა. ამასთან, მხოლოდ 2 კალათბურთელზე თამაშის აწყობა ცოტა ეგოისტურია, თუმცა საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ, როცა ასეთი დონის მეფარეები გყავს, მათ ბოლომდე უნდა დაეყრდნო.

- იყო გარკვეული პრობლემები პერიმეტრზე...

- ჩვენი მთავარი ამოცანა ვან დენ შპიგელისა და ბეგინის შეჩერება იყო. ამ საქმეს თავი კარგად გავართვით. მეტოქის უკანახაზელებს პირველ ტაიმში მართლაც ბევრის უფლება მივეცით, თუმცა მეორე ნახევარში გუნდური თამაშის წყალობით სოლიდურ უპირატესობას მივაღწიეთ.

- შუბარგას ტრავმის შემდეგ პლეიმეიქერობა დაგევალათ...

- ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის ძალიან ნაცნობი პოზიციაა, თუმცა, როცა გარშემო დიდებული თანაგუნდელები გყავს, ყველაფერი იოლდება.

- თბილისში 19 ქულის სხვაობით წააგეთ. შინ როგორ აპირებთ ქართველთა დამარცხებას?

- 17-შიც ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც ბელგიასთან. თბილისში დაგვამცირეს. ამიტომ ქართველებთან განმეორებით მატჩს მოუთმენლად ველით. ფსიქოლოგიურად კარგად ვართ მომზადებულნი. 19-ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა ძნელი იქნება, მაგრამ სავსე ტრიბუნების დახმარებით ეს შესაძლებელია. მთავარია ზაზა ფაჩულიას განეიტრალება. პირველ შეხვედრაში მან 26 ქულა ჩააგდო და მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. თუ ფაჩულიას შევაჩერებთ, ყველაფერი კარგად იქნება.

ვაჟა სიმონიშვილი

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა