მარტინ გორტატისა და ზაზა ფაჩულიას თბილისურ დაპირისპირებას ორლანდოს გაზეთ "სენტინელში" ერთი სტატია მოჰყვა, რომელშიც აღნიშნული იყო...

მხოლოდ გორტატის და ლამპეს შეჩერება ვერ გვიშველის

მარტინ გორტატისა და ზაზა ფაჩულიას თბილისურ დაპირისპირებას ორლანდოს გაზეთ "სენტინელში" ერთი სტატია მოჰყვა, რომელშიც აღნიშნული იყო კალათბურთელთა მონაგარი და ეწერა - ყოფილმა ორლანდოელმა ამჟამინდელ ორლანდოელს აშკარად აჯობაო. გარდა ამისა, პოლონეთთან 19-ქულიანი გამარჯვება ევროპულმა საკალათბურთო საიტებმა სენსაციად მიიღეს და საქართველოს ნაკრებზე როგორც ფავორიტზე ისე ალაპარაკდნენ.

იგორ კოკოშკოვის კრებულს სწორედ დღეს ეძლევა იმის დამტკიცების შანსი, რომ პოლონეთზე ძლიერიცაა და ჩ ჯგუფის ფავორიტიც, ხოლო ზაზა ფაჩულიას შეუძლია პოლონუირ საზოგადოებასაც დაანახვოს მარცინ გორტატის რეალური ძალა.

რას დაუპირისპირებს საქართველო "არწივებს", ითამაშებს თუ არა ზაზა ფაჩულია, როგორი განწყობით ხვდება საქართველოს ნაკრები ლოძში გასამართ შეხვედრას, ამაზე ეროვნული გუნდის მეორე მწვრთნელი დავით უსტიაშვილი გვესაუბრება. მასთან ინტერვიუ ბულგარული შეხვედრით დავიწყეთ.

- სოფიაში გამარჯვება სატურნირო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მთავარი კი ის არის, რომ წარმატებას მივაღწიეთ იმ გუნდთან, რომელიც შინ დიდი ხანია არ დამარცხებულა.

- რის ხარჯზე მოახერხეთ ბულგარელთა ძლევა?

- რამდენიმე კომპონენტის შერწყმის ხარჯზე: გუნდი დამაჯერებლად გამოიყურებოდა დაცვაში, სოფიაში გუნდური თამაში უჩვენა, მატჩს საკმარისად მობილიზებული შეხვდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შორეული ტყორცნები წაგვივიდა. მანუჩარ მარკოიშვილი კარგი მსროლელი რომ არის, ყველას კარგად მოეხსენება. თუმცა, შეიძლება ამა თუ იმ კალათბურთელს ერთ თამაშში წაუვიდეს სროლა, მეორეში - ვერა. მანუს ბულგარეთში ყველაფერი კარგად გამოუვიდა და მისმა თამაშმა გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.

- ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ გუნდი მატჩს ფიზიკურად კარგად მომზადებული შეხვდა.

- ფიზიკურადაც კარგად იყო მზად და ფსიქოლოგიურადაც. იყო ეპიზოდები, როცა ბულგარელებმა გაგვასწრეს, თუმცა ქართველი კალათბურთელები წონასწორობას ინარჩუნებდნენ და მშვიდად თამაშობდნენ. სწორედ ეს გახლდათ გადამწყვეტი. რაც შეეხება ფიზიკურ სიძლიერეს, ამ მხრივ ბულგარელებსაც არაფერი დაეწუნებოდათ.

- პირველი წრე სამი მოგებით დავასრულეთ. მეორე წრეს პოლონეთში თამაშით გავხსნით.

- მძიმე ბრძოლას ველით. პოლონეთის ნაკრებმაც კარგად იცის, რომ მისთვის წაგება არ შეიძლება. მათ დარჩებათ პორტუგალიასა და ბელგიაში გასვლითი შეხვედრები, ხოლო პოლონეთში ბულგარეთს უმასპინძლებენ. გამარჯვება საქართველოს ნაკრებისთვისაც მნიშვნელოვანია - წარმატების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილს განვიმტკიცებთ, დაგვრჩება ორი საშინაო მატჩი და პორტუგალიაში გასვლა... ასე რომ, პოლონეთში გასამართი მატჩი ორივე გუნდისთვის ბევრს ნიშნავს.

- პოლონეთი-ბელგიის დაპირისპირება თუ ნახეთ?

- მწვრთნელებმაც ვნახეთ და კალათბურთელებთან ერთადაც გავაანალიზეთ. პოლონეთის ნაკრებს თბილისში 19 ქულის სხვაობით კი მოვუგეთ, მაგრამ ბელგიასთანაც დაამტკიცა, რომ სერიოზული გუნდია. მას ჰყავს NBA-ს ცენტრი მარცინ გორტატი, მაცეი ლამპე, ტომას კელატი...

- სხვათა შორის, კელატიმ ბელგიასთან გამთამაშების ფუნქციები იკისრა.

- შუბარგას დაშავების შემდეგ პოლონელთა მწვრთნელმა გამთამაშებლად კელატიც მოსინჯა. ამერიკელმა პლეიმეიკერობა ბელგიასთან შეხვედრის ბოლო ხუთ წუთში იკისრა. მანამდე ბურთს ლუაშ კოზარეკი ათამაშებდა.

- ბელგიელებთან მასპინძლებს ტანმაღლებმა, ლამპემ და გორტატმა მოაგებინეს. ქართველთა მთავარი ამოცანაც სწორედ მათი შეჩერება უნდა იყოს.

- მაღლებიც გასაჩერებლები არიან და დაბლებიც. პოლონეთის ნაკრები თანაბრად დაბალანსებული გუნდია და თუ მხოლოდ მეფარეების შეჩერებაზე იზრუნე, ხიფათი პერიმეტრის მოთამაშეებისგან შეიქმნება. ასე რომ, მეტოქის ყველა კალათბურთელს სიფრთხილით ვეკიდებით.

- ზაზა ფაჩულიას მუხლი ისევ აწუხებს?

- მას ბულგარეთთან შეხვედრის შემდეგ ტკივილები ჰქონდა, თუმცა ახლა ცოტა დაუცხრა და გუნდთან ერთად პოლონეთთან შეხვედრისთვის ემზადება.

- ლოძის დარბაზზე რას იტყვით?

- მატჩის წინა საღამოსაც ვივარჯიშეთ და 17 აგვისტოს დილასაც მსუბუქად წავივარჯიშებთ. ლოძის არენა დიდი ტევადობისაა, დაახლოებით 11 ათასი გულშემატკივარი ეტევა...

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს