"კრასნოდარის" ქართველმა მცველმა ამ გუნდის მაისურით თავისი პირველი გოლი "რუბინთან" შეხვედრაში გაიტანა
ხდება ხოლმე, რომ ქართული ლეგიონის გოლთა მონაგარის დასათვლელად ორივე ხელის თითები არ გვყოფნის, მაგრამ ამ უქმეებზე, ასე სულაც არ იყო - შედარებით მოწინავე ჩემპიონატებიდან მხოლოდ ალექსანდრე ამისულაშვილმა გამოიჩინა თავი - "კრასნოდარის" მცველმა პირველი გოლი ამ გუნდის მაისურით გაიტანა, მან თავი "რუბინთან" 3:1 დასრულებულ შეხვედრაში გამოიჩინა.

სანამ ამ მატჩს დავუბრუნდებით, ვიტყვით, რომ რამდენიმე ქართული გოლი სუსტ საფეხბურთო პირველობებზეც გავიდა - აზერბაიჯანში ვალერი აბრამიძემ "ინტერს" "სიმურგზე" მოაგებინა, გოლი შეაგდო ლიტვური "კრუოიას" თომა ტაბატაძემ, მოლდოვაში "მისლამის" კარში გაიტანა "ისკრა-სტალის" შემტევმა სანდრო შუღლაძემ, ლატვიაში "გულბენის" 23 წლის ლეგიონერმა ირაკლი არველაძემ გამოიჩინა თავი. სულ ეს არის - მეტისმეტად მწირი მონაგარია...

სერია A-ს სეზონის პირველი მატჩი ითამაშა კახა კალაძემ, პირველ ტურში "ჯენოა" 2:2 დაუზავდა "ატლანტას". ჩვენებურს არგენტინელი დენისის მეურვეობა დაეკისრა და მოვალეობას თავი ნორმალურად გაართვა. იყო შეცდომებიც, თუმცა ერთხელ გუნდიც იხსნა აშკარა გოლისგან. ჩვენი კაპიტნისთვის რიგით მე-12 სერია A დაიწყო (სულ 221 მატჩი). არა გვგონია, ეს მაჩვენებელი მალე დაამხოს რომელიმე ქართველმა.

დავუბრუნდეთ რუსეთსა და "კრასნოდარს", ამისულაშვილს თანამემამულე ოთარ მარცვალაძე ვერ ეხმარებოდა, ის სათადარიგო იყო. "კრასნოდარის" თავკაცმა მუსლინმა თამაშის შემდეგ შეაქო მარცვალაძე, მას მაღალი დონის ფეხბურთელი უწოდა და თქვა, რომ მისი დროც მოვა. ამისულაშვილმა 61-ე წუთზე გაიტანა, როცა დრინჩიჩის ჩამოწოდებულს პირველი გამოეხმაურა და ახლო მანძილიდან გაიტანა [იხილეთ ვიდეო]. სტუმართა მცველი საბა კვერკველია სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მიზეზი "რუბინში" ესპანელი მცველის, სესარ ნავასის გამოჯანმრთელებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა