დღეს, 12 სექტემბერს 19:00-ზე საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ბოლო მატჩს საბერძნეთის ძლიერ გუნდთან ჩაატარებს

- კლაიპედაშიც ხომ გითხარით, საქართველოს ნაკრებისთვის ზაზა ფაჩულია დიდი ძალაა. მის გარეშე მწვრთნელს ახალი ტაქტიკის გამოყენება უწევს. ამის მიუხედავად, მაინც შეგეძლოთ მეტის მიღწევა: მაკედონიასთან მოგებასთან ახლოს იყავით. იმ მატჩში რომ გაგემარჯვათ, ფინეთთან სულ სხვა თამაში იქნებოდა, - გვითხრა რუსეთის ნაკრების თავკაცმა დევიდ ბლატმა.

მართლაც, ზაზა ფაჩულიასა და გიორგი ცინცაძის არყოფნა გუნდს ძალიან დაეტყო. მაკედონიასთან ფარქვეშ პრობლემები ნაკლებად შეინიშნებოდა, მაგრამ ფინეთთან მოხსნებში 35:37 წავაგეთ. რაც ყველაზე მინიშვნელოვანია, სუომელებმა ქართველთა ფარზე ბურთი 17-ჯერ მოხსნეს. ზაზა რომ ყოფილიყო, ამ კომპონენტში მეტოქე ნამდვილად ვერ გვაჯობებდა.

მოხსნებისა და სხვა ციფრების თვლაზე მთავარია აღინიშნოს, რომ შაბათის მატჩს ფინეთის ნაკრები უფრო ენერგიულად შეხვდა, ვიდრე საქართველო. ესეც გარკვეულწილად ზაზასა და "ბუს" არყოფნის ბრალია - 12-კაციანი შემადგენლობა ათამდე შემცირდა. ევრობასკეტის მსგავს ურთულესი მარათონისას ძალების გადანაწილება აუცილებელია. ამის საშუალება ჩვენს მწვრთნელს არ ჰქონდა, მით უმეტეს მას შემდეგ რაც სასტარო ხუთეულის ორი კალათბურთელი გამოაკლდა.

გუნდის მთავარი მოქმედი მექულეები მანუჩარ მარკოიშვილი (საშუალოდ 12.4 ქულა), ვიქტორ სანიკიძე (12.9) საშუალოდ მატჩში 32-ზე მეტ წუთს თამაშობენ (მათ გარდა მხოლოდ ფაჩულიას ჰქონდა 10-ზე მეტი ქულა) და წარმოუდგენელია ბოლომდე ისევე ენერგიულად ითამაშონ, როგორც ტურნირის დასაწყისში. ასეთ დროს საჭიროა სხვამ ჩააგდოს. ფინეთთან მარკოიშვილისა და სანიკიძის გარდა 10-ქულიან ნიშნულს ახალგაზრდები გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია ასცდნენ, მაგრამ ფინელთა დამარცხებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. საინტერესო ფაქტის მომსწრენი გავხდით ჩვენი თამაშის მეორე დღეს - საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ესპანეთთან ტონი პარკერი და იოაკიმ ნოა დაასვენა. ჰქონდა ამის საშუალება...

იკითხავთ, ფინეთი არ იყო დაღლილი? მოგახსენებთ: მაშინ, როცა ქართველები მაკედონელებს ბოლო წამებამდე ეომნენ, სუომელებმა რუსებთან დიდი სხვაობით წააგეს, დაისვენეს, რათა ორი გადამწყვეტი მატჩისთვის მომზადებულნი ყოფილიყვნენ. ქართველებთან მოგების შემდეგ ხომ მათ სლოვენიასთან ელით გადამწყვეტი ბრძოლა - ვინც მოიგებს, მეოთხედფინალშიც ის ითამაშებს.

საქართველოს ნაკრებისგან განსხვავებით ფინელთა გუნდში სათამაშო დროც თანაბრად ნაწილდება და ქულებიც. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ჩრდილოელთა მთავარმა მწვრთნელმა ჰენრიკ დეტმანმა:

- ევრობასკეტის საგზური აგვისტოში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირში მოვიპოვეთ. ძალიან რთულია თვენახევრის განმავლობაში სათანადო კონდიციების შენარჩუნება, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით, რადგან საქმე თორმეტივე კალათბურთელზე თანაბრად ნაწილდება. ამის დასტური საქართველოს ნაკრებთან მატჩია: ქულათა მაჩვენებლებში ორნიშნა რიცხვი ერთბაშად ექვს კალათბურთელს ჰქონდა.

მას მერე, რაც ფინეთთან B დივიზიონში გვიწევდა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლები, ჩვენმა გუნდმა პროგრესი განიცადა, მაგრამ არც ფინელები ყოფილან უმოქმედოდ, იმდენად კარგ თამაშს უჩვენებენ, რომ მაკედონელებთან ერთად ევრობასკეტის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად ითვლებიან.

დღეს, 12 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ბოლო მატჩს ჩაატარებს - საბერძნეთის ძლიერ გუნდს დაუპირისპირდება. თამაში თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

ნამატჩევს

ვიქტორ სანიკიძე (საქართველოს ნაკრების ფორვარდი):

- პირველ რიგში მივულოცავ ფინელებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს. სტატისტიკიდან ჩანს იმის მიზეზი, თუ რატომ წავაგეთ თამაში. თითქმის ყველა მაჩვენებელში თანაბარი შედეგები გვაქვს, მხოლოდ სამქულიანებშია ფინეთის დიდი უპირატესობა. ეს კალათბურთია, ხან ჩააგდებ სამქულიანებს, ხან – ვერა. რას ვიზავთ. ჩვენს ნაკრებს დიდი ძალა აკლდა 2 ტრავმირებული მოთამაშის სახით, რამაც მატჩის შედეგზე გავლენა იქონია.

მიკო კოივისტო (ფინეთის ნაკრების უკანახაზელი):

- ეს მატჩი ძალიან დიდი მნიშვნელობის იყო ორივე გუნდისთვის. გამარჯვებით ჯგუფიდან გასვლის შანსები შევინარჩუნეთ. რა თქმა უნდა, სამქულიანების ფაქტორი უმნიშვნელოვანესი იყო. კარგად ვესროდით და თავსაც კარგად ვიცავდით.

იგორ კოკოშკოვი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

- დავეთანხმები სანიკიძეს, რომელმაც ჩვენი ძირითადი ხუთეულის ორ ტრავმირებულ მოთამაშეზე ილაპარაკა. ზაზა ფაჩულია და გიორგი ცინცაძე ჩვენთვის დიდი დანაკლისია. ფაჩულიაზე გუნდის სათამაშო სისტემის უდიდესი ნაწილი გვქონდა აწყობილი. ჩვენმა გუნდმა მაინც გულიანად ითამაშა, რაც შეეძლო, გააკეთა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ფინეთმა სწრაფი კალათბურთი ითამაშა და ამას ზუსტი შორი სროლებიც რომ დაემატა, ვეღარაფერს გავხდით. ჩვენმა ნაკრებმა ამ წაგებიდან დასკვნები უნდა გამოიტანოს. დებიუტანტები ვართ და ყოველი შეხვედრიდან გამოცდილება უნდა მივიღოთ.

ჰენრიკ დეტმანი (ფინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

- ფინეთი და საქართველო დამეგობრებულები ვართ, უკვე იმდენჯერ მოგვიწია ამ ბოლო წლებში ერთმანეთთან თამაში. დღევანდელ მატჩში რაც დავგეგმეთ, გამოგვივიდა. გვინდოდა, მეტოქისთვის ჩვენი თამაშის სტილი მოგვეხვია და საკუთარი პლუსების გამოსაყენებლად საშუალება არ მიგვეცა. ექვსმა კალათბურთელმა ქულათა ორციფრიან ნიშნულს მიაღწია, რაც გუნდურ თამაშზე მიუთითებს. ეს ჩვენი ნაკრების ფილოსოფიაა, რომ ყველამ უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი გამარჯვებაში.

ვაჟა სიმონიშვილი ლიტვიდან

გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
საქართველოს ნაკრებმა დახურული ტიპის, სავარჯიშო ხასიათის მატჩში ლიბანი დაამარცხა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა