საქართველოს ჩემპიონატი: თბილისის "დინამომ" გორის "დილას" სტუმრად ლექვთაძისა და ალვაროს გოლებით 2:1 სძლია
10. 09. გორი. თ. ბურჯანაძე. 3000 მაყურებელი

დილა - დინამო 1:2

0 : 1 ლექვთაძე (26), 1 : 1 პ. ხორგუაშვილი (90+2), 1:2 ალვარო (90+3. კოშკაძის პასით)

დილა (4-5-1) დინამო (4-3-3)

მერლანი ლორია

ლომიძე ოდიკაძე

ქარქუზაშვილი კაკუბავა

ბაქრაძე თომაშვილი

გველესიანი რეხვიაშვილი

რაჟამაშვილი კვეკვესკირი

პ. ხორგუაშვილი კოშკაძე

ჯოჯუა თექთურმანიძე

ვ. ხორგუაშვილი ლექვთაძე

გოგინაშვილი ჩისკო

დ. ჩაგელიშვილი კოტო

მწვრთნელი გ. ცეცაძე მწვრთნელი ა. გარსია

დილა

48. გოგინაშვილი - სადაღაშვილი

60. ვ. ხორგუაშვილი - ნემსაძე

78. ჩაგელიშვილი - ახალკაცი

სათადარიგოები: შეყრილაძე, ნოზაძე, ლ. ჩაგელიშვილი, ჭითანავა

დინამო

46. რეხვიაშვილი - ჰომოლა

61. თექთურმანიძე - ალვარო

71. ჩისკო - იაგუე

სათადარიგოები: გრიშიკაშვილი, ჯიღაური, რობერტინიო, ფანცხავა

გაფრთხილება: კაკუბავა (11), გოგინაშვილი (25), კოშკაძე (65), ჯოჯუა (77), კვეკვესკირი (78)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

მართალია, გია ცეცაძის გუნდს ჩემპიონტის სტარტზე, არცერთი შეხვედრა ურიგოდ არ ჩაუტარებია, მაგრამ გორელებისათვის სამწუხაროდ, ჯერჯერობით "დილა" ქულებზე გაცილებით წარმატებით... სიმპათიებს აგროვებს.

დიახ, სწორედ ამ გუნდის მიმართ სიმპათიით და პატივისცემით განმსჭვალულმა დატოვა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენა სამი ათასამდე მაყურებელმა. ქულების შეგროვებაში საქართველოში ყველაზე გამოცდილმა გუნდმა კი თავისი საქმე გორშიც კარგად შეასრულა. ალექს გარსიას შეგირდებმა მთავარი ამოცანა მიზანმიმართულად და დინჯად გადაჭრეს, მაგრამ ვინც ამ დღეს გორში თამაშს უყურა, დაგვეთანხმება, რომ "დილა" მარცხს ნამდვილად არ იმსახურებდა.

გორელები მრისხანე მეტოქეს არც ბურთის ფლობაში ჩამორჩენია, არც კომბინაციურ თამაშსა და შემართებაში, საგოლე მომენტების სიმრავლით კი აჯობეს კიდეც ვიზავის. თუმცა, ალბათ, ლოგიკური იყო, რომ ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონთან სათამაშოდ გამოსული მასპინძლები თავდაპირველად, ცოტა არ იყოს, ღელავდნენ. ვადაჭკორიას პირველი სასტვენიდან ათიოდ წუთში "დილა" "დაწყნარდა", თუმცა ამ დროში "დინამომ" მცირე სათამაშო უპირატესობის მოპოვება და მერლანის კართან რამდენიმე კუთხურის მოწოდება მაინც მოასწრო. მაგრამ თბილისელთა სასტარტო მონდომებას მოწინააღმდეგის კართან ხიფათი არ მოუტანია; მეტიც: ჩისკო, ბევრმა, ალბათ, მხოლოდ მაშინ შენიშნა, მეორე ტაიმში იაგუე რომ ცვლიდა.

მიუხედავად ამისა, მოედანზე მყოფთაგან ყველაზე სახელოვან მოთამაშეს არანაკლები საქმე უბურთოდაც გამოუვიდა. კერძოდ, მასპინძელი მცველები მასთან ცოტა გადამეტებული ყურადღებით იყვნენ, რაც სხვებს მერლანის კართან სივრცეებს უტოვებდა. თითქმის ამის გამო, იყო, რომ გოლმა, რომელიც "დინამომ" გაიტანა გარკვეულწილად კურიოზულის შთაბეჭდილებაც დატოვა. თავად განსაჯეთ: ირაკლი ლეკვთაძე ბურთიანად ისე მიუახლოვდა დასარტყამ პოზიციას, რომ მეტოქეთაგან წინააღმდეგობა არ შეხვედრია - მასპინძელთა მცველები ამ დროს ჩისკოსა და სხვა დინამოელთა განეიტრალებით რომ იყვნენ დაკავებულნი. ლეკვთაძემ კი მეურვე იოლად ჩამოიცილა და ანგარიში გახსნა.

ამის მიუხედავად, "დილამ" ქომაგს უმალ დაანახა, რომ უბრძოლველეად დანებებას არ აპირებდა. იქამდე კონტრშეტევებზე ორიენტირებულმა გორელებმა ე.წ. პირველ ნომრად სათამაშოდ გადაწყობა სცადეს და მოედნის ცენტრში გააქტიურებასთან ერთად იერიშების დროს ფლანგებიც ენერგიულად აამოქმედეს. 34-ე წუთზე მარჯვენა ფრთაზე რაჟამაშვილმა და ლომიძემ სწრაფად გაითამაშეს ბურთი, რომელიც ამ უკანასკნელმა მეკარის ბაქანზე ჩააწოდა, იქ სტუმარმა მცველებმა ვალტერ ხორგუაშვილი შეატოვეს ლორიას უყურადღებოდ, მაგრამ ხუთიოდ მეტრიდან დარტყმული არაზუსტი აღმოჩნდა. მორიგი შეტევისას "დინამოს" მცველებს გოგინაშვილი დაუსხლტათ, რომელიც გააზრებული პასით პავლე ხორგუაშვილის მეკარესთან პირისპირ გაყვანას ცდილობდა და საჯარიმოდან მოშორებით, მცველების დასახმარებლად წინ გამოსული ლორია რომ არა, სტატუს ქვო ალბათ შესვენებამდე აღდგებოდა.

ტაიმის მიწურულს გარსიას შეგირდებმა თამაში დაამშვიდეს, მსგავსმა ვითარებამ მეორე ნახევრის საწყის ათ წუთსაც გასტანა. "დინამო" თავდაჯერებულობით ჯობდა მეტოქეს, განსაკუთრებით თბილისელთა შუა ხაზელების კარგი გარჯა უნდა აღვნიშნოთ, თუმცა მერე სტუმართა მცველებმა შეცდომებს უმატეს. მათ ზედიზედ ორჯერ ოლეგ გველესიანი "გაეპარათ", მერე კი მასპინძელთა კაპიტანი გივი ქარქუზაშვილი, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა.

მალე, სტუმართა კაპიტანი ალექსანდრე კოშკაძე ცდილობდა მერლანისთვის ბურთის თავზე გადაგდებას; შეხვედრის დასასრულს, "დინამოს" ნახევარმცველთა მონდომებით, ორივე კართან ისევ იკლო ხიფათმა. სტუმრები საფინალო სასტვენამდე აუღელვებლად მისვლას ცდილობდნენ, მაგრამ ფინიშის სწორზე გორელებმა გადამწყვეტი შტურმი მაინც მოაწყვეს, რომელიც პავლე ხორგუაშვილის გოლით დამთავრდა - 1:1.

ამ დროს მეორე დამატებული წუთი მიდიოდა და "დილას" თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგში ასახვა რომ უნდა ეზეიმა, პირიქით დრამა მიიღო. ცენტრიდან დაწყებისთანავე კოშკაძემ ჯიქურ შეუტია და კუთხური მოინადირა, მისივე მოწოდებული სტანდარტული ალვაროს ზუსტი თავური დარტყმით დამთავრდა - 1:2!

ფეხბურთის გორელი გულშემატკივარისთვის მტკივნეულია, რომ ტრადიცულად შინ წარმატებით მოთამაშე მათი გუნდი ჯერჯერობით "თენგიზ ბურჯანაძეზე" ხელმოცარული რჩება, თუმცა ცეცაძის შეგირდების რიგიანი თამაში ოპტიმიზმის საფუძველს უთუოდ იძლევა. სხვათა შორის, დიდი ხანია არ გვახსენდება ისეთი სიტუაცია, როცა გორელი ქომაგები "დილას" მომდევნო მატჩის მოლოდინში არიან...

ვასილ ბალახაძე გორიდან

დავით ასპანიძის ფოტოები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
მიეცემა თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას ძმას "დინამოს" ძირითად გუნდში თამაშის შანსი - ქეცბაიამ ამ თემაზე ისაუბრა
ოფიციალურად: თემურ ქეცბაია თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელია
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!