წელს ATP-ის ტური მდიდარია ხმაურიანი სენსაციებით. აქამდე ტურნირი ისე არ ჩაივლიდა, რომელიმე ფავორიტი ადრეული ეტაპიდან არ გამოთიშულიყო ბრძოლას.

წელს ATP-ის ტური მდიდარია ხმაურიანი სენსაციებით. აქამდე ტურნირი ისე არ ჩაივლიდა, რომელიმე ფავორიტი ადრეული ეტაპიდან არ გამოთიშულიყო ბრძოლას. ამ მხრივ, სასიამოვნო მოულოდნელობა გახლდათ ტორონტოს მასტერსის ნახევარფინალში რეიტინგის წამყვანი ოთხი ჩოგბურთელის გასვლა. ნახევარფინალებში კლასიფიკაციაში დაბლა მყოფმა ჩოგბურთელებმა გაიმარჯვეს: მეოთხე ჩოგანმა ენდი მიურეიმ პირველ ნომერ რაფაელ ნადალს აჯობა, მესამე ნომერმა როჯერ ფედერერმა - მეორე განთესილ ნოვაკ ჯოკოვიჩს (ორშაბათიდან ამ ჩოგბურთელებმა ადგილები გაცვალეს და შვეიცარიელი კვლავ მეორე ჩოგანი გახდა).

მიურეი ფედერერისთვის ყოველთვის უხერხულ მეტოქედ მიიჩნეოდა. ბრიტანელმა შვეიცარიელი პირველად ჯერ კიდევ 2006 წელს დაამარცხა - ეს ის პერიოდია, როცა როჯერის დამარცხებათა ჩამოსათვლელად ერთი ხელის თითებიც საკმარისი იყო. ნახევარი წლის შემდეგ, დუბაიში ენდიმ ისევ მოუგო მაშინდელ პირველ ნომერს, მაგრამ შვეიცარიელისგან კრიტიკა დაიმსახურა ზედმეტად დაცვითი სტილის გამო. ამის შემდეგ მათ შორის სიტუაცია ოდნავ დაიძაბა. ბრიტანელისთვის ფედერერთან მატჩებმა პრინციპული ხასიათი მიიღო, რისი დასტურიც გახდა 2008 წელს სეზონის შემაჯამებელი ტურნირი. ენდის სატურნირო მდგომარეობა არ ავალდებულებდა როჯერის დამარცხებას, მაგრამ კორტზე თავი დადო და შვეიცარიელი ტურნირს გამოთიშა, თავად კი იმდენი ენერგია დახარჯა, რომ მეორე დღეს ნახევარფინალში წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია ნიკოლაი დავიდენკოს. თუმცა ვალში არც ფედერერი დარჩენილა - მიურეი ორჯერ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში და ორივეჯერ შვეიცარიელთან წააგო.

ერთ მომენტში მიურეის უპირატესობა საკმაოდ დიდი შახლდათ, მაგრამ ფედერერმა ბოლო სამი მატჩი მოიგო და გუშინდელ ფინალამდე ურთიერთშეხვედრათა ანგარიში იყო - 6:5 ბრიტანელის სასარგებლოდ.

წვიმის გამო ფინალი 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ბრიტანელს ბრწყინვალე სტარტი გამოუვიდა - რამდენიმე წუთში ორი ბრეიკით 3:0 წაიყვანა ანგარიში. თუმცა აქ თავი იჩინა ბრიტანელის მთავარმა ნაკლმა - არასტაბილურობამ. გავიხსენოთ თუნდაც ამავე ტურნირზე გაელ მონფილსთან წაგებული სეტი - 0:6. ასეთი ჩავარდნა ფინალში არ ჰქონია, მაგრამ ენდიმ რამდენიმე უხეში შეცდომა მაინც დაუშვა და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა - 5:5. თუმცა ენდიმ სწრაფად შეძლო მობილიზება, მესამედ აიღო მეტოქის მოწოდება და მეორე ცდაზე სეტზე წარმატებით ჩააწოდა - 7:5.

მეორე პარტიაში საქმეში კვლავ წვიმა ჩაერია. ჩოგბურთელებს სამი გეიმი ჰქონდათ ნათამაშები, როცა მათ გასახდელისკენ მიუთითეს. პაუზა 45 წუთს გაგრძელდა. თამაშის განახლებისთანავე ენდიმ ბრეიკის აღება მოასწრო და მსაჯებს კიდევ ერთხელ მოუწიათ ფინალის შეწყვეტა. ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ, მატჩი გაგრძელდა და ფედერერმა ძალიან მალე გამოასწორა სიტუაცია. ამის შემდეგ მეტოქეები საკუთარ გეიმებს იოლად იღებდნენ. მიურეიმ მე-11 გეიმში შეტევაზე წასვლა გადაწყვიტა, როჯერმა ვერ გაძლო და მეორე ბრეიკი დათმო. ფედერერმა სიტუაციის გამოსწორება შემდეგ გეიმში სცადა, ბრეიკ-პოინტიც მიიღო, მაგრამ ენდის კარგმა მოწოდებამ უშველა - 7:5, 7:5. მათი პირადი შეხვედრების ანგარიშიც ანალოგიურია - 7:5.

მიურეისთვის ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რადგან ბრიტანელს 10 თვეა ტიტული არ მოეგო. თანაც ენდიმ ერთმანეთის მიყოლებით ნადალი და ფედერერი დაამარცხა, რაც მოახლოებული აშშ-ის ღია პირველობის წინ მეტ დამაჯერებლობას მოუტანს.

წყვილთა თანრიგში 70-ე ტიტული მოიგეს ძმებმა - ბობ და მაიკ ბრაიანებმა. ამერიკელებმა ჟულიან ბენეტოსა და მიკაელ ლოდრას ფრანგული დუეტი დაამარცხეს - 7:5, 6:3. ეს ტყუპი ძმების მეშვიდე ტიტულია ამ სეზონში, თუმცა ისინი მაინც ჩამორჩებიან რეიტინგში ნენად ჟიმონჟიჩისა და დანიელ ნესტორის დუეტს.

ATP

Rogers Cup

ტორონტო (კანადა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 430 000 დოლარი

ფინალი

ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 3) 7:5, 7:5.

ლელო

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს