თუ ზუგდიდურ გუნდს უფრო კარგად მიხედავენ და დააფინანსებენ, "ბაიას" ლიდერებში ადგილის შენარჩუნების პოტენციალი უდავოდ გააჩნია
11.09. თბილისი. მიხეილ მესხი. 500 მაყურებელი

სპარტაკი-ბაია 1:2

0:1 გუგუჩია (19), 0:2 გუგუჩია (53), 1:2 ჯიქია (57. მეტრველის პასით)

სპარტაკი ბაია

4-1-4-1 4-1-4-1

ძაგანია სომხიშვილი

ციმაკურიძე რიგვავა

ბოიომო აფაქიძე

ლომაია მგელაძე

ხუბუა აკობია

თიბილაშვილი ნ. შონია

შალამბერიძე გუგუჩია

თ. შონია ტყემალაძე

ვ. კილასონია ეხვაია

ჯიქია წურწუმია

მეტრეველი ქობალია

მწვრთნელი მწვრთნელი

ბ. კვარაცხელია ე. ქომეთიანი

სპარტაკი

54. კილასონია - ნ. მაისურაძე

80. თიბილაშვილი - დ. გელაშვილი

სათადარიგოები: ნ. დაუშვილი, კაკაშვილი, ბურძენაძე, ქანთარია, მამუჩიშვილი.

ბაია

62. ეხვაია - სიხარულია

70. წურწუმია - შ. ლომია

80. გუგუჩია - პაჭკორია

სათადარიგოები: ჯომიდავა, სვირავა, სამუშია, კუკავა.

გაფრთხილება: ბოიომო (24), თ. შონია (31), ციმაკურიძე (49), გუგუჩია (56), აკობია (81), მგელაძე (65), აფაქიძე (78), აკობია (81).

გაძევება: აკობია (82)

არბიტრი: ა. კრიჭაშვილი

რაც არ უნდა მოულოდნელად ჟღერდეს, ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი ზუგდიდის "ბაია" გახდა. ელგუჯა ქომეთიანის გაწვრთნილებმა თბილისში მორიგი სამი ქულა დამსახურებულად მოიპოვეს, ცხინვალის "სპარტაკს" თამაშითაც აჯობეს და მონდომებითაც.

პირველ ტაიმში მასპინძლებმა აქტიურად კი დაიწყეს, მაგრამ ზუგდიდელებმა პირველი შეტევები მოიგერიეს და უფრო და უფრო თამამად შეუტიეს.

მე-19-ე წუთზე მასპინძლებმა საჯარიმოსთან წესი დაარღვიეს. `ბაიას" ნახევარმცველმა ლუკა გუგუჩიამ კარგად შენიშნა, რომ მეკარე ლაშა ძაგანიას ახლო კუთხე ბოლომდე არ ჩაკეტა და უძლიერესი დარტყმით ანგარიში გახსნა - 0:1.

"სპარტაკმა" ვითარების გამოსწორება კი სცადა, მაგრამ ქაოტურად თამაშობდა და ზუგდიდელებს ვერას უხერხებდა. მასპინძლები მეორე ტაიმში გამოცოცხლდნენ, მაგრამ ეს უკვე დაგვიანებული გამოდგა: 53-ე წუთზე იმავე გუგუჩიამ მეორე საჯარიმოც ულამაზეს გოლად გარდაქმნა - 0:2. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ეს ახალგაზრდა ნახევარმცველი ხშირად და რაც მთავარია, ძალზედ ეფექტურად იტანს.

მატჩი დაიძაბა, ორივე გუნდი ხისტად თამაშობდა, რის გამოც მეტოქეები ორჯერ წაკინკლავდნენ, მაგრამ სერიოზულ ჩხუბამდე საქმე არ მისულა, თუმცა მსაჯმა რვა ყვითელი და ერთი წითელი ბარათი ჩამოარიგა.

"სპარტაკმა" ანგარიშში სხვაობა სწრაფად შეამცირა: 57-ე წუთზე მასპინძლებმა სწრაფად შეუტიეს, საჯარიმოში ზვიად მეტრეველმა მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ რევაზ ჯიქია დატოვა, რომელმაც მეკარეს შანსი არ დაუტოვა - 1:2.

"სპარტაკმა" ამის შემდეგ მთელი მონდომებითა და შემართებით შეუტია, მაგრამ დაცვა მოაშიშვლა და ზუგდიდელებს რამდენჯერმე შეეძლოთ ეხეირათ: 62-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ ირაკლი ქობალია დარჩა, მაგრამ მახვილი კუთხიდან დარტყმას მოერიდა და ბურთი ლევან წურწუმიას გადააწოდა, რომლის დარტყმაც ძაგანიამ მოიგერია.

"სპარტაკში" განსაკუთრებით მეტრეველი აქტიურობდა: 67-ე წუთზე "სპარტაკის" მცველმა "ბაიას" მცველები ცრუ მოძრაობით ჩამოიტოვა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და დაარტყა, მაგრამ მეკარე გიორგი სომხიშვილმა ჩინებული რეაქცია გამოავლინა.

82-ე წუთზე "ბაია" კაცნაკლული დარჩა: ლაინსმენმა მთავარ არბიტრს აცნობა, რომ ლევან აკობიამ (რომელმაც ერთი წუთით ადრე ყვითელი ბარათი მიიღო) შეაგინა. მთავარმა არბიტრმა ალექსანდრე კრიჭაშვილმა ზუგდიდელთა მცველს პირდაპირ წითელი ბარათი აუფრიალა და მოედნიდან გააძევა.

"სპარტაკს" მეორე სუნთქვა გაეხსნა და უკანმოუხედავად შეუტია: 84-ე წუთზე საჯარიმოში კობა შალამბერიძე დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა და კარში დაარტყა, ბურთს კი მცველი გადაეფარა - მასპინძელთა აზრით, ამ ეპიზოდში ზუგდიდელმა უკანახაზელმა ბურთი ხელით მოიგერია. სპარტაკელები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, მაგრამ მათ პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია.

ზუგდიდელებმა მორიგი კონტრშეტევა განახორციელეს და ისევ გუგუჩიამ სცადა მეტოქის კარის აღება, მაგრამ ძაგანიამ საიმედოდ ითამაშა.

"სპარტაკის" შეტევის დაგვირგვინებას ცდილობდა თემურ შონია - ამჯერად თავი სტუმართა მეკარემ გამოიჩინა.

მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი ზვიად სიხარულიამ მშვენივრად ითამაშა, მცველს სამაგალითო ფინტი ჩაუტარა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.

საბოლოოდ, ზუგდიდელებმა დამსახურებულდ გაიმარჯვეს და ეროვნული ჩემპიონატის ცხრილს სათავეში მოექცნენ. და თუ გუნდს უფრო კარგად მიხედავენ და დააფინანსებენ, "ბაიას" ლიდერებში ადგილის შენარჩუნების პოტენციალი უდავოდ გააჩნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

malxazi
დიდის ამბით რომ მიულოცა პოლოლიკაშვილმა დინამოს დუბლებს გამარჯვება შარშან სადარიან ახლა იმ ბიჭების უმრავლესობა? სად არიან და დევდარიანმა გაყარა.დატოვა მხოლოდ ისინი ვისაც პატრონი ყავს ვაი ჩვენ პატრონს ამათ ხელში
japaneze
და სულ არ უმარლებს ამ კარგ გუნდს? ზუგდიდმა არ აჯობა არა? "ბაიამ" რა მომენტები გააფუჭა, ის გამართლება იყო? კარგით რა!
gigi1984
როგორ აჯობა ბაიამ თამაშს უკუგმა უყურებთ?სპარტაკი კარგი გუნდია მაგრად არ გაუმართლა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა