ჰოლანდიის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და კვლავ დაგვიტოვა ის შეგრძნება, რომ წარმატებას ძალების დაზოგვით მიაღწია. ვფიქრობთ, ბერტ ვან მარვიიკის გუნდს თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ჯერ არ წარმოუჩენია და მერვედფინალიდან კიდევ უფრო მძლავრად ათამაშდება. ფლეი იფის დაწყებამდე ბევრი დრო აღარ დარჩა და ნარინჯისფერთა რეალურ ძალას სულ მალე გავიგებთ, მანამდე კი...

E ჯგუფი

24 ივნისი. კეიპტაუნი. გრინ პოინტი. 60 000 მაყურებელი

კამერუნი-ჰოლანდია 1:2

კამერუნი (4-4-2): ჰამიდუ - ჯერემი, მბია, ნკულუ (74. რ. სონგი), ასუ-ეკოტო - ნგემო, მაკუნი, შეჯუ, ბონგი (56. აბუბაქარი) - ეტოო, ჩუპო-მოტენგი (72. იდრისუ)

ჰოლანდია (4-2-3-1): სტეკელენბურგი - ბულაჰრუზი, ჰეიტინგა, მატიისენი, ვან ბრონკჰორსტი - ვან ბომელი, დე იონგი - კუიტი (66. ელია), სნეიდერი, ვან დერ ვაარტი (73. რობენი) - ვან პერსი (59. ჰუნტელაარი)

გოლები: 0:1 ვან პერსი (36. ვან დერ ვაარტის პასით), 1:1 ეტოო (65. პენ.), 1:2 ჰუნტელაარი (84)

გაფრთხილება: კუიტი (17), ნკულუ (25), ვან დერ ვაარტი (65), ვან ბრონკჰორსტი (70), მბია (81)

მატჩი დაიწყო: კამერუნი; დარტყმა: 16(3)-14(7); ჯარიმა: 18-15; კუთხური: 6-1; ბურთის ფლობა: 52%-48%.

არბიტრი: პაბლო პოსო (ჩილე)

საინტერესო მომენტები

19' - რობინ ვან პერსის დარტყმულს სულეიმანუ ჰამიდუ დაეუფლა.

26' - კამერუნელთა მეკარე რაფაელ ვან დერ ვაარტის მიერ შესრულებულ ჯარიმასაც გაუმკლავდა.

31' - დირკ კუიტმა მახვილი კუთხიდან ააცილა.

36' - ჰოლანდიელთა ეფექტური მრავალსვლიანი კომბინაცია ვან პერსის გოლით დასრულდა - 0:1.

52' - ჟან მაკუნის დარტყმა მარტენ სტეკელენბურგმა მოიგერია.

64' - კამერუნელთა მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა ცოცხალ კედელში მდგომ ვან დერ ვაარტს ხელზე მოხვდა და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა.

65' - სამუელ ეტოომ პენალტი უნალოდ შეასრულა - 1:1.

84' - არიენ რობენმა ვესლი სნეიდერის გამოზომილი გადაცემა მიიღო და ძლიერად დაარტყა. ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი ყველას კლაას-იან ჰუნტელაარმა დაასწრო - 1:2.

ჰოლანდიის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და კვლავ დაგვიტოვა ის შეგრძნება, რომ წარმატებას ძალების დაზოგვით მიაღწია. ვფიქრობთ, ბერტ ვან მარვიიკის გუნდს თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ჯერ არ წარმოუჩენია და მერვედფინალიდან კიდევ უფრო მძლავრად ათამაშდება. ფლეი იფის დაწყებამდე ბევრი დრო აღარ დარჩა და ნარინჯისფერთა რეალურ ძალას სულ მალე გავიგებთ, მანამდე კი ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჰოლანდიელებმა ჯგუფური ბარიერი მეტად დამაჯერებლად და დაუბრკოლებლად გადალახეს.

ჰოლანდიის ეროვნულ გუნდს მუნდიალის მერვედფინალში გასვლა ორი საწყისი მატჩის შემდეგ განაღდებული ჰქონდა და ამიტომაც სულაც არ იყო გამორიცხული, მის თავკაცს ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დაესვენებინა და საქმეში რეზერვისტები ჩაერთო. თუმცა ასე არ მოხდა და ჰოლანდიელთა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ახალი ფეხბურთელი ვიხილეთ - ახალგაზრდა მარჯვენა მცველის, გრეგორი ვან დერ ვილის ადგილი მასზე გაცილებით გამოცდილმა ხალიდ ბულაჰრუზმა დაიკავა. ვან დერ ვილს წინა შეხვედრაში ერთი გაფრთხილება ჰქონდა მიღებული და ვან მარვიიკმა იგი ალბათ, დისკვალიფიკაციის საფრთხის გამო დაასვენა. თუმცა ანალოგიური საშოშროების წინაშე იდგნენ ნაიჯელ დე იონგი და რობინ ვან პერსიც, რომლებმაც გუშინდელი შეხვედრა "სუფთად" ჩაატარეს.

რაც ყველაზე მთავარია, სამხრეთაფრიკულ მუნდიალზე პირველად გამოჩნდა არიენ რობენი, რომელიც თავის გუნდს ერთიორად გააძლიერებს. რობენი მოედანზე შესვლისთანავე ენერგიულად ჩაერთო საქმეში და დაგვანახა, რომ ბოლო ტრავმამ კალაპოტიდან ვერ ამოაგდო. იმის მიუხედავად, რომ მოედანზე მცირე დრო დაჰყო, მაინც უმალ იქცა ერთ-ერთ უმთავრეს მოქმედ გმირად და გამარჯვების გოლის გატანა, რასთანაც ძალიან ახლოს იყო, ყველაზე მეტად მასზე იქნებოდა ალალი...

ზემოთ ძალების ეკონომია ვახსენეთ და ეს მოსაზრება იმ ფაქტმაც განგვიმტკიცა, რომ კამერუნის გოლისთანავე, მანამდე დუნედ მოთამაშე ჰოლანდიამ ტემპი მომენტალურად გაზარდა და დაწინაურებაც შეძლო.

კამერუნელებზე კი სათქმელი ბევრიც არაფერია. აფრიკელებმა შეუპოვრად იბრძოლეს და ცდა არც გუშინ დააკლეს, მაგრამ სულაც არ ყოფილა გასაკვირი, რომ იაპონიასა და დანიასთან განცდილი მარცხის შემდეგ, ჰოლანდიასთანაც ვერას გახდნენ.

კამერუნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეს უკანასკნელი მატჩი იყო პოლ ლე გენისთვის. ახალგაზრდა ფრანგ სპეციალისტს მოქმედი კონტრაქტი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ეწურებოდა, მაგრამ სამხრეთ აფრიკაში წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, ხელშეკრულების გახანგრძლივებას აუცილებლად შესთავაზებდნენ...

საუკეთესო მოთამაშე

ვესლი სნეიდერი (ჰოლანდია)

ჰოლანდიამ გუშინაც გუნდური თამაშით მოიგო, მაგრამ სნეიდერმა ამჯერადაც მაღალ დონეზე შეასრულა გუნდის ლიდერის ფუნქციები. ჩინებულად ჩატარებული სეზონის შემდეგ, მას გადაღლა ოდნავადაც არ ეტყობა და ჰოლანდიის ნაკრებისთვისაც ზუსტად ისევე სასარგებლო და მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორც მილანის "ინტერისთვის".

მატჩის შემდეგ

ბერტ ვან მარვიიკი (ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "მეორე ტაიმი კარგად ჩავატარეთ, რამაც გამარჯვებამდე მიგვიყვანა. ყველა დარწმუნდა, რომ ჰოლანდიის ნაკრებს შედეგზე თამაში შეუძლია".

პოლ ლე გენი (კამერუნის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ვფიქრობდი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე უკეთესი შედეგის მიღწევა შეგვეძლო, მაგრამ სამწუხაროდ, მოვლენები სხვაგვარად წარიმართა. მომხდარში საკუთარი თავის გარდა, არავის ვადანაშაულებ".

ლევან ჯანეზაშვილი

დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ვან დე სარმა თავისი აზრით ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
შევალიეს გარეშე - დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა
მოურინიოს დასაბრუნებლად "რეალს" "ბენფიკასთვის" კომპენსაციის გადახდა მოუწევს
კვარაცხელიასთან და დემბელესთან ერთად შეუტევს - პსჟ-ს ახალი თავდამსხმელი ეყოლება
ლევან კორღალიძე: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო
ალისონი მიდის თუ რჩება და ვინ ჩადგება "ასტონ ვილასთან" კარში? - სლოტმა კითხვაზე უპასუხა
თსუ-ს იოლი გასეირნება ტყიბულში: სტუდენტები ფინალს მიუახლოვდნენ
ქვიზი: შეამოწმე, რამდენად კარგად იცნობ პსჟ-ს ისტორიას?