გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს მსოფლიოს ორი ყოფილი პირველი ჩოგანი - ბელგიელი კიმ კლაისტერსი და რუსი მარია შარაპოვა შეხვდნენ.

კიდევ უფრო დიდი გავლენა მოახდინა წვიმამ ცინცინატის უმაღლესი კატეგორიის ტურნირის ფინალზე. გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს მსოფლიოს ორი ყოფილი პირველი ჩოგანი - ბელგიელი კიმ კლაისტერსი და რუსი მარია შარაპოვა შეხვდნენ.

შარშან, კლაისტერსი დიდი ჩოგბურთში სწორედ ცინცინატის ტურნირზე დაბრუნდა, მარია კი კარიერაში პირველად თამაშობდა ამერიკის ამ ქალაქში. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრების ანგარიში იყო - 4:3 ბელგიელის სასარგებლოდ, თუმცა შარაპოვას ბოლო სამი შეხვედრა მოგებული ჰქონდა. და კიდევ, კიმისთვის ეს იყო პირველი ტურნირი უიმბლდონის შემდეგ, სადაც მეოთხედფინალში წააგო, რუსმა კი ამ პერიოდში სტენფორდის ფინალში გასვლა შეძლო და იქ ბელარუს ვიქტორია აზარენკასთან წააგო.

ფინალამდე კლაისტერსს სეტი არ წაუგია, შარაპოვამ კი თითო პარტია დაუთმო თანამემამულეებს - სვეტლანა კუზნეცოვასა და ანასტასია პავლიუჩენკოვას. ამასთან, ბელგიელს აშკარად მეტი ძალები ჰქონდა შემორჩენილი, რადგან ანა ივანოვიჩთან ნახევარფინალი მხოლოდ 10 წუთს გაგრძელდა.

შეხვედრის დასაწყისი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. გეიმები დიდხანს გრძელდებოდა. პირველმა კიმ კლაისტერსმა წაიფორხილა - სამი ორმაგი შეცდომით მეტოქეს ბრეიკი აჩუქა. ამას მარიას მხრიდან გააქტიურება მოჰყვა - მან 1:2-დან ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო და პირველი სეტი მოიგო - 6:2.

მეორე სეტი კიმის ბრეიკით დაიწყო, თუმცა რუსმა იქვე ანგარიში გაათანაბრა. ეს სეტიც რუსის უპირატესობით მიმდინარეობდა და სულ მალე, შარაპოვა ერთი გეიმის მანძილზე მიუახლოვდა გამარჯვებას. მაგრამ კლაისტერსი არ დანებდა - 5:3-ზე საკუთარ გეიმში სამი მატჩბოლი მოიგერია და როცა ანგარიში "თანაბარი" გახდა, კორტზე თავსხმა წვიმა წამოვიდა.

გამოდარებას ერთი საათი დასჭირდა. კორტზე დაბრუნებულ შარაპოვას ძალიან უნდოდა მატჩის სწრაფად დასრულება, ბელგიელს კი დასაკარგი არაფერი ჰქონდა და შეტევაზე წავიდა. კიმი თითქმის უშეცდომოდ ათამაშდა, რამაც მარია აანერვიულა. შარაპოვამ მატჩზე ჩაწოდება ვერ შეძლო, მაგრამ საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა. იქ რუსმა კიდევ ერთხელ მოიპოვა სოლიდური უპიტარესობა - 3:0, მაგრამ მომდევნო რვა გათამაშებიდან შვიდი წააგო და პარტია დათმო - 6:7(4:7). აუცილებლად უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვან მომენტებში ბელგიელის ბრწყინვალე თამაში.

ფსიქოლოგიური უპირატესობა აშკარად კლაისტერსის მხარეს გადავიდა. მარიამ პაუზისთვის კორტზე ექიმს უხმო და მარცხენა ფეხი შეიხვია. ამან კიდევ უფრო დააგდო მისი თამაშის ტემპი. კლაისტერსი დამაჯერებლად უახლოვდებოდა კარიერაში 38-ე ტიტულს. მართალია, შარაპოვამ ოთხი მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ ეს მისი ბოლო გაბრძოლება იყო. კლაისტერსმა მუხეთე ციდან წერტილი დაუსვა შეხვედრას - 6:2.

კიმმა ამ გამარჯვებით WTA-ის რეიტინგის მეოთხე საფეხურზე გადაინაცვლა, შარაპოვამ - მეთორმეტეზე. ამ კვირას ჩოგბურთელებს ასევე უმაღლესი კატეგორიის ტურნირი ელით მონრეალში, თუმცა იქ მარიას ვერ ვიხილავთ - რუსმა გუშინ განაცხადი გამოიტანა. მისი თქმით, კლაისტერსთან მატჩის მეორე პარტიაში ფეხი დაიზიანა და არ სურს ამერიკის ღია პირველობის წინ რისკზე წასვლა.

WTA

Women's Open

ცინცინატი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 000 000 დოლარი

ფინალი

კიმ კლაისტერსი (ბელ, 4)-მარია შარაპოვა (რუს, 10) 2:6, 7:6(4), 6:2.

ლელო

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა