სანდრო თოდუა, ჯაბა ბრეგვაძე, ვახტანგ მაისურაძე და დიმა ბასილაია მსოფლიოს თასის გათამაშებაში პირველად იასპარეზებენ
საქართველოს ნაკრები წვიმიან და ღრუბლიან ინვერქარგილში მსოფლიოს თასზე გასამართი პირველი შეხვედრისთვის მზადებას განაგრძობს. "ბორჯღალოსნებმა" გუშინ ორჯერ ივარჯიშეს, ჯერ დილით ორმხრივი ბურთაობა გააჩაღეს, დაცვასა და შეტევაში დროულად გადაწყობა დახვეწეს. მერე კი ნასადილევს, გუნდი სამ ჯგუფად დაიყო და ძალოსნობის დარბაზს ცალ-ცალკე სტუმრობდნენ.

ოდნავ მოგვიანებით, როცა ყველა სასტუმროში დაბრუნდა, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შეხევდრა გამართა მედიასთან, სადაც შოტლანდიის ნაკრებთან საბრძოლო რაზმის შემადგენლობა გამოაცხადა.

"ბორჯღალოსანთა" ძირითად შემადგენლობაში ოთხი ისეთი მოთამაშეა, რომელიც მსოფლიოს თასზე პირველად იასპარეზებს, ესენია: გარემარბი სანდრო თოდუა, შერკინების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე, მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე და მესამეხაზელი დიმა ბასილაია.

ასევე პირველად ითამაშებენ მსოფლიოს თასზე თადარიგში მყოფი შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი, მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი და მგეზავი ლაშა ხმალაძე.

შოტლანდიის ნაკრებთან პირველად ითამაშებს ოფიციალურ მატჩში ფულბეკის პოზიციაზე ნომინალური შუამარბი რეზო გიგაური. მისი დუბლიორი საათადარიგოთა სკამზე მალხაზ ურჯუკაშვილი იქნება, რომელსაც ნებისმიერ დროს შესწევს ძალა გუნდის თამაში გააძლიეროს.

აღსანიშნავია, რომ თადარიგშია ასევე ორი მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე და ვიქტორ კოლელიშვილი. მეორეხაზის შემცვლელად, სავარაუდოდ, მესამეხაზში მოთამაშე შალვა სუთიაშვილი მოიაზრება.

სხვა დანარჩენ პოზიციებზე ყველა მრავალნაცადი, ძირთადი შემადგენლობის მოთამაშეები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში გუნდის წამყვანი მორაგბეებად მიიჩნევიან და კიდევ ერთხელ წარდგინება არ სჭირდებათ.

თითოეული მათგანი საბრძოლველად მზადაა და ყველაფერს იღონებენ, რათა ღირსეულად იასპარეზონ. შოტლანდიის ნაკრებმა ერთი მატჩი უკვე გამართა. "სკოტებმა" ჩვენთვის კარგად ნაცნობი და მუდმივი მეტოქე რუმინეთის ეროვნული გუნდი, დიდი გაჭირვებით დაამარცხეს - 34:24. ამ შეხვედრისა და შოტლანდიის ნაკრებთან მომავალი დაპირისპირების თაობაზე კომენტარი "ბორჯღალოსნების" თავკაცს ვთხოვეთ.

"მატჩის პირველ ათ წუთს თამაშს შოტლანდიის ნაკრები აკონტროლებდა. რუმინელები, რატომღაც დაბნეულები გამოიყურებოდნენ. "სკოტებმა" ეს კარგად გამოიყენეს. მაგრამ, მერე თამაშის მეორე და მესამე მეოთხედში "სტეჟარი" გონს მოეგო და ნელ-ნელა მატჩის სადავეები ხელთ იგდო. რუმინელებმა ბურთი მოიპოვეს და მეტოქეს საკამოდ სერიოზულ საფრთხეს უქმნიდნენ. მათ შეძლეს თამაშის ტემპის გაკონტროლება, მაგრამ, როგორც კი შოტლანდიელები ბურთს ხელში მოიგდებდნენ სწრაფად თამაშს იწყებდნენ. სწორედ ამის გამო მათ შესანიშნავი ლელოები გაიტანეს.

რუმინელთა თამაში, მიუხდევად მარცხისა, მაინც იმსახურებს შექებას, მათ აჩვენეს, რომ გუნდების დონეებს შორის განსხვავება აღარ არის ისე დიდი, როგორიც აქამდე იყო. თანაც, რუმინელებს არ გაუმართლათ, მათ შეეძლოთ ამ მატჩის მოგება. ახლა ისინი შეგულიანებულები არიან და 28 სექტემბერს "სტეჟარისთან" რთული თამაში გვექნება.

რაც შეეხება შოტლანდიის ნაკრებთან ჩვენ თამაშს, "სკოტების" მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა თითქმის მთლიანად გადაახალისა. შერკინებაში ძლიერი, გამოცდილი მოთამაშეები დაგვიპირისპირდებიან. ცხადია, მათ იციან ჩვენი შერკინების ძალა და, ფიქრობენ, რომ თუ ამ რგოლში დაგვჩაგრავენ, მოიგებენ.

ამასთან ვერ ვიტყვი, რომ უკანა ხაზში ახალგაზრდა მოთამაშეები ჰყავთ. "სკოტების" თავკაცი აქაც ფსონს გამოცდილ მოთამაშეებზე აკეთებს, ესეიგი შეეცდებიან, აქაც გვაჯობონ.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ჩვენი გუნდის შერკინებისა და უკანა ხაზის თამაში დაგვებალანსებინა. არაფერი დავაკელით ჩვენს ძლიერ მხარესაც - შერკინებას. ამიტომ, საინტერესო იქნება, საკუთარი გუნდის თამაშის ნახვა იმ გუნდთან, რომელიც ყველანაირად ემზადება საბრძოლველად, თანაც უფრო გამოცდილიცაა.

ძალიან მნიშვნელოვანია, მატჩს როგორ ფიზიკურ ფორმაში შეხვდებიან ბიჭები. პირველი ოცი წუთი გაძლებაზე ვიქნებით და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ მეტოქეს სათანადოდ დავხვდეთ. Aაუცილებელია თამაში კარგად დავიწყოთ და შეცვლები ჭკვიანურად გამოვიყენოთ" - თქვა რიჩი დიქსონმა.

საქართველო: 15. რეზო გიგაური, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ვახტანგ მაისურაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმა ბასილაია.

16. აქვსენტი გიორგაძე, 17. დავით ქუბრიაშვილი, 18. გიორგი ჩხაიძე, 19. ვიქტორ კოლელიშვილი, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. ლაშა ხმალაძე, 22. მალხაზ ურჯუკაშვილი

ჩვენ და მეტოქეები

14 სექტემბერი

საქართველო-შოტლანდია

18 სექტემბერი

საქართველო-ინგლისი

28 სექტემბერი

საქართველო-რუმინეთი

2 ოქტომბერი

საქართველო-არგენტინა

სატურნირო მდგომარეობა

1. შოტლანდია - 5 ქულა, 2. ინგლისი - 4, 3. არგენტინა - 1, 4. საქართველო - 0, 5. რუმინეთი - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე