ანუ რატომ წააქციეს ფავორიტები

ყოველ ორშაბათს ფრანგული "ეკიპი" ტურის შემაჯამებელ მიმოხილვას აკეთებს, გუშინდელი სტატიის მთავარი საკითხი ჩემპიონატის ფავორიტთა ("მარსელი", "ბორდო" და "ლიონი") კატასტროფული მარცხი იყო. ასევე იმსჯელეს მამადუ ნიანგის ტრანსფერზე თურქეთში და საფრანგეთში ხელოვნურსაფარიანი მოედნების შემოღების ავკარგიანობაზე. გაზეთმა გამოაქვეყნა ტრადიციული სიმბოლური ნაკრებიც, თუმცა ამჯერად ორი ვერსიით - პირველი: ჟურნალისტთა ვერსიით, მეორე: ინტერნეტგამოკითხის საფუძველზე...

"ეკიპი" სამი გრანდის წარუმატებლობის მიზეზად მათი დაცვის ხაზის სუსტ თამაშს მიიჩნევს. "მარსელში" ჯერ არ შემდგარა ცენტრალურ მცველთა დუეტი: მბია-დიავარა, ჰაინცე ძალიან ნერვულად თამაშობს, ნდიაეს კი მცირე ტრავმა არ აძლევს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენის საშუალებას, ჯერჯერობით აჩრდილივით დარბის ესპანელი ასპილიკუეტა... "ლიონში" კითხვებს აჩენს ტულალანის დაცვის ცენტრში გამწესება, კრისი ტრავმირებულია, რევეიერმა კი წითელი ბარათი მიიღო. "ბორდოში" ტიგანა ვერ ათამაშებს სიანი-პლანიუს წყვილს. პირველი დისკვალიფიცირებულია, მეორე - ტრავმირებული. მოკლედ, ფავორიტთა პრობლემები დაცვის ხაზში უნდა ვეძიოთ.

პირველად საფრანგეთის ჩემპიონატის ისტორიაში ლიგა 1-ის ხელმძღვანელობამ ორ ქალაქში დაუშვა ხელოვნურსაფარიანი მოედანი, ლორიანში და ნანსიში. ამ ქალაქებში ზამთარში ცუდი ამინდები იცის (ცივი ქარები), რაც ბუნებრივ გაზონს საშინელ დღეში აგდებს. "ეკიპის" დასკვნა ასეთია: "სინთეთიკა არ არის ფანტასტიკა". უკვე გამოთქვეს პრეტენზიები "ბალახის" სიხისტის გამო ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორებიც ამალფიტანო და გამეირო არიან. უკმაყოფილონი დარჩნენ გამარჯვებული გუნდების ფეხბურთელებიც.

ამ უქმეებზე საფრანგეთის ჩემპიონატი ორი ძალიან კარგი ფორვარდით დაობლდა, ერთი უკვე დაემშვიდობა მშობლიურ გუნდს - მამადუ ნიანგი "მარსელიდან" 8 მილიონ ევროდ "ფენერბაჰჩეში" გადავიდა, მეორე "გზაშია" - ლოიკ რემი მალე "ტოტენჰემისთვის" გაიტანს, მასში კიდევ უფრო მეტს იხდიან.

"ეკიპმა" გაამახვილა ყურადღება იმაზეც, რომ რამდენიმე საინტერესო ახალგაზრდა გამოჩნდა ჩემპიონატის თვალსაწიერზე, ოთხმა მათგანმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი: ნოლან რუმ (ბრესტი), დავიდ პოლემ (ლანსი), იასინ ბრაჰიმიმ (რენი) და ისმაილა ნდიაემ (კაენი).

კოკისპირული წვიმის გამო ჩაშლილი "მონაკო"-"მონპელიე" 17 აგვისტოს გაიმართება.

ახლა კი "ეკიპის" სიმბოლურ ნაკრებებს შემოგთავაზებთ. ჯერ ტრადიციულ, ჟურნალისტთა ვერსიას გთავაზობთ შეფასებებითურთ: მიქაელ ლანდრო (ლილი, 6) - მატიო დებუში (ლილი, 7), რენატო სიველი (ნიცა, 7), ნემანია პეიჩინოვიჩი (ნიცა, 7), ფრანკ ტაბანუ (ტულუზი, 6) - ლოიკ პერენი (სენტ ეტიენი, 7), სამბუ იატაბარე (კაენი, 7), ბენუა პედრეტი (ოსერი, 7) - გრეგორი პუჟოლი (ვალანსიენი, 7), ბაფეტიმბი გომისი (ლიონი, 7), იოან მოლო (კაენი, 8).

ტურის საუკეთესო ფეხბურთელი: იოან მოლო (კაენი, 8). 21 წლის.

ინტერნეტგამოკითხვის სიმბოლური ნაკრები: გრეგორი კუპე (პსჟ, 6,3) - კრისტოფ ჟალე (პსჟ, 6,5), ადილ რამი (ლილი, 6,4), მამადუ სახო (პსჟ, 6,4), გრეგორი ტაფორო (კაენი, 5,7) - იოან მოლო (კაენი, 6,3), მატიო ბოდმერი (პსჟ, 5,9), სამბუ იატაბარე (6,2), ნენე (პსჟ, 6,9) - ბაფეტიმბი გომისი (ლიონი, 7,5), იუსეფ ელ-არაბი (კაენი, 6,7). როგორც ხედავთ, ფანებისა და ჟურნალისტების ვერსიები ძალზე განსხვავებულია. მხოლოდ სამი ფეხბურთელი მოხვდა ორივე გუნდში: მოლო, იატაბარე და გომისი.

ორი ანგელოსი ავინიონში

გუშინ საფრანგეთის ჩემპიონატის დებიუტანტის "არლ ავინიონის" რიგები ორმა ბერძენმა ფეხბურთელმა შეავსო - სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარეს ევრო 2004-ის გმირებმა ანგელოს ხარისტეასმა და ანგელოს ბასინასმა. ხარისტეასი 30 წლის ფორვარდია, მან პორტუგალიასთან ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა. საბერძნეთის ნაკრებში ხარისტეასმა 85 მატჩში 24 გოლი გაიტანა. 2007 წლიდან ბერძენი "ნიურმბერგში" ირიცხებოდა, შარშანდელი სეზონი კი იჯარით "ლევერკუზენში" გაატარა. ხარისტეასმა შარშანდელ ბუნდესლიგაში 13 თამაშში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. 34 წლის ბასინასი შარშან "პორტსმუთში" იყო. ბასინასს ეროვნულ ნაკრებში 100 თამაში აქვს ჩატარებული და 7 გოლი გატანილი. შარშან ბასინასმა ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ საიუბილეო მატჩი ითამაშა და კაპიტნის რანგში დაანება თავი საერთაშორისო კარიერას.

ფაბიანო ჩაიშალა, პავლიუჩენკო?

მას Aშემდეგ, რაც "მარსელმა" მამადუ ნიანგი დათმო, საფრანგეთის ჩემპიონი ფორვარდის ძიებაშია. დიდიე დეშამის გუნდს თითქოს დაბევებული ჰყავდა ბრაზილიელი ლუიშ ფაბიანო, მაგრამ გუშინ "მარსელის" პრეზიდენტმა ჟან-კლოდ დასიემ გაანცხადა, რომ ეს ტრანსფერი ჩაიშალა. "სევილიამ" 30 წლის ფაბიანოს სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო მოითხოვა, ეს კი მეტისმეტია ვეტერანი ფეხბურთელის სანაცვლოდ. "მარსელი" 13 მილიონი ევროს გადახდაზე იყო თანახმა. "დიარიო ასი" მიიჩნევს, რომ ახლა "მარსელი" ცდილობს ხელში "ტოტენჰემის" რუსი ფორვარდი რომან პავლიუჩენკო ჩაიგდოს.

ლელო

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა