საქართველოს ექსჩემპიონმა თორნიკე სანიკიძემ შვიდი შეხვედრიდან 5 პარტია მოიგო და 6 ქულით პირველ ადგილი დაიკავა
ნიურნბერგში (გერმანია) დამთავრდა მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც სამი ქართველი მონაწილეობდა - ორი ჩვენი ქვეყნისა და ერთიც ალემანთა სახელით.

საქართველოს ექსჩემპიონმა თორნიკე სანიკიძემ შვიდი შეხვედრიდან 5 პარტია მოიგო - დაამარცხა როდრიგო მარტინი, იოჩანან აფეკი, კრისტოფერ რენერი, ანა ზოზულია და რომან ვიდონიუკი, ხოლო ოლივერ მიჰოკსა და გერმანელთა სახელით მოასპარეზე დავით ბარამიძეს დაუზავდა, მოაგროვა 6 ქულა და პირველი ადგილი დაიკავა.

ამდენივე ქულით, მაგრამ უარესი დამატებითი მაჩვენებლებით მეორე იყო არიკ ბრაუნი (გერმანია). 5,5 ქულით მესამე ადგილი ხვდა დავით ბარამიძეს, რომელიც ტურნირის რეიტინგფავორიტი გახლდათ.

საგულისხმოა, რომ ბარამიძე საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, აქვე ეზიარა ბრძენთა თამაშის საიდუმლოებას: ის და თორნიკე სანიკიძე კარგა ხანს ერთად მეცადინეობდნენ ცნობილ მწვრთნელ ვალიკო ურიდიასთან.

საქართველოში დიდი არეულობისას ბარამიძეების ოჯახი გერმანიაში გადასახლდა, თუმცა დავითს მწვრთნელთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია - ბატონი ვალიკო რამდენჯერმე მიიწვიეს გერმანიაში კონსულტაციებისთვის.

თბილისში სტუმრობისას დავით ბარამიძე (აქ უამრავი ახლობელი ჰყავს) აუცილებლად შეივლის ურიდიებთან. შარშან ზაფხულსაც ასე იყო - ორივე შეგირდმა ერთდროულად მიაკითხა მოძღვარს და მათი ამხანაგური `მატჩიც~ მაშინ აღვბეჭდე ფირზე.

რაც შეეხება გერმანიის ტურნირის კიდევ ერთ ქართველ მონაწილეს, საერთაშორისო ოსტატ დავით ლობჟანიძეს, 5 ქულით მან მე-17 ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს