ოლიმპიური სოლიდარობისა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობით ამჟამად კვალიფიკაციას ფრენბურთელები იმაღლებენ
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ოლიმპიური სოლიდარობისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობით საქართველოში გრძელდება სპორტის ოლიმპიურ სახეობებში მწვრთნელთა სწავლება-ლიცენზირება.

ამჟამად კვალიფიკაციას ფრენბურთელები იმაღლებენ. თბილისში ჩამოვიდა ცნობილი შვედი სპეციალისტი ტონი ვესტმენი, რომელიც 3 სექტემბრიდან 10 დღიანი სწავლების კურსს ხელმძღვანელობს. გუშინ კი გამოცდები დაიწყო. საქართველოს უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში ფრენბურთის მასწავლებლებმა ჯერ პრაქტიკაში ჩააბარეს მოთხოვნები. დღეს კი თეორიაში გამოიცდებიან.

"ლიმიტით 30 ფრენბურთის მასწავლებელს ქალს და ვაჟს უნდა გაევლო სწავლება და ჩაებარებინა I დონის სპეციალისტის გამოცდა, მაგრამ ჩვენი თხოვნით ეს ციფრი - 35-მდე გაიზარდა. ლიცენზირებული მასწავლებლები უკვე თავად დაეხმარებიან ჩვენი სკოლების სხვა მასწავლებლებს ცოდნის ამაღლებაში. ეს ძალზე საჭიროა, რადგან სპორტის გაკვეთილების პროგრამაში საქართველოში 1400-მა სკოლამ აირჩია ფრენბურთი.

ორი წლის შემდეგ ლიცენზირებულ პედაგოგებს უფლება ეძლევათ ჩააბარონ II დონის, ბოლოს კი III დონის გამოცდა, რაც საზღვარგარეთ მუშაობის უფლებას იძლევა" - გვითხრა საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან ახვლედიანმა.

თენგიზ თომაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
ქამბექი და მოგება - საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ევროპირველობაზე ითამაშებს
ბრაზილიური საფრენბურთო გოგონათა კლუბის წევრები დაქორწინდნენ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"