ბულგარულ ალბენაში გუშინ 8-18 წლის მოჭადრაკე გოგონათა და ვაჟთა ევროპის პირველობის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა
ბულგარულ ალბენაში გუშინ 8-18 წლის მოჭადრაკე გოგონათა და ვაჟთა ევროპის პირველობის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.

შეჯიბრებაში, შეგახსენებთ, საქართველოს 29 წარმომადგენელი მონაწილეობს. სამწუხაროდ, მათ მე-2 ტურში უარესი შედეგი აჩვენეს (13 მოგება, 6 ყაიმი, 10 წაგება), ვიდრე სტარტზე (15, 7, 7).

ტურნირზე უდანაკარგოდ პაექრობას განაგრძობენ თანატოლებში სამგზის ევროპის ჩემპიონი მერი არაბიძე, ასევე, თამარ ესაძე, გვანცა მარგველაშვილი, ანა შამათავა, ნიკოლოზ კაჭარავა, ირაკლი ბერაძე და ზურაბ ჯავახაძე.

საბოლოო მონაგარზე, ცხადია, ჯერ ნაადრევია ლაპარაკი, რადგან წინ კიდევ შვიდი ტურია გასავლელი და ამ მარათონში არავინ იცის, რა მოხდება, თუმცა ქულების სტარტიდანვე მომარაგება უმჯობესია. კარგად გვესმის, რომ საპრიზო ადგილებისთვის ალბენაში მყოფი ყველა ქართველი მოჭადრაკე ვერ იბრძოლებს, მაგრამ ფავორიტებმა წინა წლების მონაგარი აუცილებლად უნდა ამრავლონ. იმედია, ასეც იქნება.

8-წლიანები: ნინო დარჩიაშვილი-ანაიდ მკრტიჩიანი, დომინიკა ტომჩიკოვა-თამარ ესაძე; გრიგორიოს ვარდაკასი-ნიკოლოზ კაჭარავა.

10-წლიანები: ანტი-მარია ვოზინაკი-ელენე კოსტავა, გვანცა მარგველაშვილი-ელენა ბაძგარაძე; აბდულა გადიმბაილი-ლუკა ობოლაძე, დანილ ორელი-მათე თოდაშვილი, ნიკოლოზ პეტრიაშვილი-ამონ ნეიკი.

12-წლიანები: გუნაი მამადზადე-ნინო ჯალაღონია, ანა მილტონი-ნატა ჯიბუტი, მარგარიტა ბალიმეზოვა-თეა ჭოლაძე, ნინო დახუნდარიძე-ეიბჰია ნი; ფლორიან მესაროსი-ირაკლი ახვლედიანი, ლუკა ლიჩელი-დმიტრის ტოკრანოვსი.

14-წლიანები: მარიამ ჭოლაძე-იულია ოსმაკი, ნინო ხომერიკი-ჰანდენურ შაჰინი, მაია მუმლაძე-ლუიზ ჰიდი, ანა თედოშვილი-ლიანა ტემირბიევა; ონურ ტასკი-ნოე თუთისანი, ნიკა ღვამბერია-რობერტ სისოევი.

16-წლიანები: ალექსანდრა ლაჩი-ლიკა კობეშავიძე, მარია კერატო-დეა გოგიშვილი, ბუსრა სოიდანი-ნანი უნაფქოშვილი, ამალია არანაზი-ანა შამათავა, ირაკლი ბერაძე-მელიჰ იურტსევენი, რადუ-მარიან დოროსი_შალვა ნადირაშვილი.

18-წლიანები: ლაურა კოლადო-მერი არაბიძე 0:1, მაგდალენა მიტუროვა-მარიამ დანელია 1:0, ზურაბ ჯავახაძე-ანარ ალიაკბაროვი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kopala
ისე ზოგიერთი მგონი სასეირნოდ უფროა წასული ვიდრე შედეგის საჩვენებლა.ყოველ შემთხვევაში აქედან ასე ჩანს
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...