ნაკრების ყოფილი მეკარე ნუკრი რევიშვილის, გიორგი ლორიასა და როინ კვასხვაძის პერსპექტივაზე საუბრობს
ბაქოს "ინტერის" მეკარე, საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი გიორგი ლომაია ამბობს, რომ საქართველოს სამი ძლიერი მეკარე ეზრდება და დარწმუნებულია, რომ მათ დიდი პესპექტივა გააჩნიათ.

"საქართველოს ნაკრებიდან იმიტომ არ წავსულვარ, რომ ეს ძალიან მინდოდა, ან მიხაროდა. ქვეყნის ღირსების დაცვა ყველაზე ძვირფასი გრძნობაა. წარსულის გახსენება აღარ მსურს, მაგრამ მეკარეების შეცდომებზე იმდენი ილაპარაკეს, რომ თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი; ჩავთვალე, რომ ჩემი გაჩერება აღარ შეიძლებოდა...

დრო გავიდა და მიხარია, ჩემი ამ ნაბიჯით უნიჭიერეს მეკარეებს გაეხსნა გზა - ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლორია და როინ კვასხვაძე ძალიან ნიჭიერი ბიჭები არიან. ნაკრებში პირველ ორს ათამაშებენ, კვასხვაძე ჯერ არ ჩანს, მაგრამ არავისზე ნაკლები პერსპექტივა არ აქვს.

სამივემ მაღალ დონეზე გამოიჩინა თავი, რევიშვილმა რუსეთის პრემიერლიგასა და ნაკრებში, ლორიამ "დინამოსა" და ეროვნულში, კვასხვაძემ კი "ზესტაფონში". მიზეზი კი ისაა, რომ ჩვენ ნიჭიერი მეკარეები არასოდეს გვაკლდა, მაგრამ ნდობა და გასაქანი არ ჰქონიათ. ახლა კი, მოხდა სასწაული და ნდობა გამოუცხადეს, ჯერ კლუბში მისცეს თამაშები და თავდაჯერებულები ნაკრებშიც გამოჩნდნენ. ახლა თითოეული მათგანი კარგად დგას.

ჩვენს ნაკრებში თუკი ადრე მეკარე იყო პრობლემა, ახლა ყველა აღიარებს, რომ ეს პრობლემა მოგვარდა. მიმაჩნია, რომ ლატვიის ნაკრებთან დაშვებული შეცდომის გამო ლორიას გვერდში უნდა დავუდგეთ, რადგან მსგავსი რამ ბევრად ცნობილ მეკარეებსაც მოსვლიათ, მაგრამ ხელი არ უკრავთ და ამის გამო არც უნანიათ. ბევრი ქართველი მეკარე კი სწორედ ასეთმა სტრესმა გადაიყოლა. დარწმუნებული ვარ, ლორია ძალიან მაღალ დონის კლუბშიც მოახერხებს თავის დამკვიდრებას", - ამბობს ლომაია.

გიორგის თქმით, ჯერ საქართველოში დაბრუნებაზე არ ფიქრობს: "აზერბაიჯანში საკმაოდ კარგ და ძლიერ გუნდში ვარ, მწვრთნელები ქართველები არიან და ფეხბურთელებიც ბევრნი ვართ. აქ თავს კარგად ვგრძნობ და ჯერ დაბრუნებაზე არ ვფიქრობ. თუმცა სამშობლოში თამაში ყოველთვის იყო ჩემი ოცნება და გამიხარდება, გუნდები თუ გაძლიერდებიან.

სხვათა შორის, ჩემთვის და აზერბაიჯანელებისთვისაც მოულოდნელი იყო, წელს ორი ქართული გუნდი ევროპის ლიგის პლეი ოფში რომ მოხვდა. ცხადია, ეს ამბავი ძალიან გამიხარდა, როგორც ჩანს, ორი ძლიერი კლუბი გვყავს და თუ მათ სხვებიც დაემატება, ჩემპიონატის დონე მნიშვნელოვნად გაიზრდება.

"ინტერის" შეკრებების დროს "დინამო"-აეკ-ის შეხვედრას დავესწარი და გამიკვირდა, ჩვენები ასეთ ცნობილ და ბევრად მდიდარ კლუბს ტოლსწორად რომ ეთამაშნენ.

აზერბაიჯანის კლუბებს ბევრად მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ, ფეხბურთელები რომ მოიწვიონ, მაგრამ საქართველოს გუნდები მაინც მეტს აღწევენ და ეს უკვირთ. თუმცა, იმას აღიარებენ, რომ კავკასიაში საქართველო წამყვანი საფეხბურთო ქვეყანაა და პოტენციალიდან გამომდინარე, ბევრად მეტიც შეუძლია.

სიმართლე გითხრათ, საქართველოში სიამოვნებით დავბრუნდები. მაგრამ ისეთ ასაკში ვარ, პირობებს დიდი მნიშვნელობა აქვს. საწყენია, რომ დღეს აზერბაიჯანის მსგავსი პირობები საქართველოში რომ არ არის. თორემ, ბევრი მოთამაშე სიამოვნებით დაბრუნდებოდა და დარწმუნებული ვარ, საკმაოდ კარგი ჩემპიონატი გვექნებოდა".

ლომაიას აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში "ბაქისთან" მომხდარ სკანდალსა და გაძევებაზეც ველაპარაკეთ. შეგახსენებთ, რომ 0:0-ზე მთავარმა არბიტრმა ქართველი მეკარე მოედნიდან გააძევა და "ინტერის"კარში პენალტი დანიშნა.

"შესაძლოა, კარიდან გამოსვლის დროს მეც ვერ მოვზომე და თავდამსხმელისკენ ფეხი ცუდად მოვიქნიე, მაგრამ ეს შეგნებულად არ გამიკეთებია. რაც მთავარია, თავდამსხმელმაც კარგად "გამიფორმა" მომენტი და იმ დღეს მსაჯიც ისე უცნაურად გვექცეოდა, არ გამკვირვებია, რომ გამაძევა. ჩვენს წინააღმდეგ მსაჯობა მას დავალებული ჰქონდა და რომ არ მეუხეშა, ჩვენს წინააღმდეგ მაინც რამეს მოიფიქრებდა. თუმცა უხეში მოთამაშის სახელი არ მქონია და არც იმ ფორვარდისთვის მსურდა მკერდში ფეხის მირტყმა", - ამბობს ლომაია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ