საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს სოსო ჭედია ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს
დღეს, 13 სექტემბერს"მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც გაირკვა, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად თემურ ქეცბაიას ასისტენტი სოსო ჭედია დაინიშნა. ჭედია ახალგაზრდულ ნაკრებს ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უმთავრესი ნაკრების მთავარ მწვრთნელთან თემურ ქეცბაიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებდა, რაც გააკეთა კიდეც.

ქეცბაიამ ფეხბურთის ფედერაციასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება 2+2 სისტემით არის დადებული.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას თქმით, თემურ ქეცბაიას ქვეყნის ყველა ასაკობრივი ნაკრების კოორდინირებაც დაევალება.

janela
Geo-4ever***-ს რაც ვთქვი ნამდვილად მასე იყო. ეჭვი კი არა, ფაქტი იყო, რომ იდგა იმ დღეს ქეცბაია მოედანზე. მასეთი ცუდი თამაში ემ არ მახსოვს ქეცბაიასგან. მარტლა მასე იყო, შეიძლება მართლა არ გახსოვდეს შენ, ხდება, არა პრობლემა და კითხვე სხვებს. ნამდვილად მასე იყო. ეს მხოლოდ ფაქტი მოვიყვანე, რაც მაგან თვითონ გააკეთა. ადამიანი არასოდეს უნდა მოიქცეს ცუდად... რაც შეეხება შვილის ინტერვიუს, აი ეს ალბათ უკვე მე არ მახსოვს სწორედ. მე მახსოვს, რომ ბერძნულად საუბრობდა მისი ქალიშვილი თუ არ ვცდები და გულზე არ მომხვედრია იმიტომ, რომ ის ბავშვები იქ დაიბადნენ და იქ მიიღეს განათლება. და ისე ეგ ბავშვების პრობლემაც არაა, თუ ისურვებე ქართველობას, ისწავლიან კიდეც, არ ვიცით ის მიზეზი, რის გამო მისცეს მშობლებმა რუსული განათლება, ამიტომ ოჯახურ საქმეზე ვერაფერს ვიტყვი პირადად მე ჩემო კეთილო ადამიანო. ისე კი პირველი რაც იყო ქეცბაიას დანიშვნისას, ზუსტად ალბანეთთან ის თამაში გამახსენდა და გუცაევთან მისი მოქცევის წესი. გულსატკენია და ვიცოდი, რომ ცუდად დაუბრუნდებოდა ეგ. ამ კომენტარებს კითხულობს ხოლმე ბატონი ზვიად სიჭIნავაც და ნუ გაკვირდება, თუ ერთ მშვენიერ დღეს თავად მას აიძულებენ ჩვენი ფეხბურთელები, რომ ქეცბაია გაანთავისუფლოს, თორემ მე ნაკრების გულშემატკივარი ვარ ყველას ხელში და მინდა ქეცბაიაც წარმატებული ქართველი მწვრთვნელი იყოს. გულით მინდა ნამდვილად! P.S. აუ რამდენი დავწერე
xaldei
ეს რა მაგარი რამ გასწავლეს,შემსრულებლები არ ყავს და თვითონ ხო არ ითამაშებსო. მალტას ჩვენზე უკეთესი შემსრულებელი ჰყავს? თუ ლატვიელი ვერპაკოვსკია მარადონა? ან ქეცბაიას მონახაზს ხედავთ ვინმე მოედანზე? ყრუ დაცვის დაყენება ყველამ იცის.
უძლევი
ისე ჩანს თითქოს სფფ-ს დღევანდელი ხელმძღვანელობა ისევ წინამორბედის შეცდომას იმეორებს: ქართული ფეხბურთის განვითარება ერთი პიროვნების ხელით უნდა გააკეთოს. ადრე ეს პიროვნებები ჟირესი, ტოპმიოლერი, კუპერი იყვნენ; ახლა - ქეცბაია. რატომ ვიწყებთ სახლის შენებას სახურავიდან? მივხედოთ ბავშვთა ფეხბურთს, საბავშვო სკოლების ინფრასტრუქტურას და მწვრთნელთა კვალიფიკაციას! ერთჯერადი აქციები და პიარკომპანიები არ უშველის ამ საქმეს, არც ბურთების და სპორტული ინვენტარის დარიგება ათასშიერთხელ! დროას სერიოზული სახელმწიფო დახმარება ფეხბურთისთვის და არა კინკილა ორი მოედნის საფარის გამოცვლა. ვერავინ მოგვატყუებს! იაფი ხელოვნური საფარის ეზოს მოედნები არ ნიშნავს ფეხბურთის განვითარებას!
Geo-4ever***
janela ეგ ალბათ ეჭვის დონეზე,თორემ ეგ სერიოზული რაღაცაა,მე არ გამიგია ეგეთი რამე,ქეცბაიასი ერთადერთი რაც არ მომწონს ეგ არის ,რომ მისმა სვილმა რუსულ ენაზე მისცა ინტერვიუ,და არა ქართულ ენაზე,აი მაშინ დამეკარგა შთაბეჭდილება ქეცბაიაზე,მაგრამ რა ქაქიდანაც ამოიყვანა საქართველოს ნაკრები და სწორი გზით ,რომ წაიყვანა ის ფაქტი დავივიწყე,ეხლა შენ რაც თქვი,ეს კაცობას ცოტა ეჭვქვეშ აყენებს.
janela
არც ვლანძღავ არავის და არც ცასჰი ავიყვან. ერთი ფაქტის კონსტატაციას მოვახდენ მხოლოდ: ქეცბაიამ ფეხბურტელობისას გუცაევი "ჩაუშვა" ალბანეთთან მატჩში, როდესაც პირველ ტაიმში უბრალოდ იდგა მოედანზე. მერეში კი შეცვალა გუცაევმა ნაკომფლიქტარი ქეცბაია, მაგრამ ამ უკანასკნელმა თავის შედეგს მიაღწია - გუცაევი იმ თამაშის მერე მოხსნეს. ეს ისე, უბრალოდ, იმის შესახსენებლად, რომ ყველა იმკის თავის დანათესს.
Geo-4ever***
თემურ ქეცბაიას წარმატებას ვუსურვებ,მან სწორი გზით წაიყვანა ქართული ფეხბურთი,პრაგმატული ფეხბურთი,გრანდთან მთლიანად ჩაკეტილი( ნუ ხორვატიასთან ნამეტანი იყო,მთლად ეგრე ჩაკეტილი არა ბატონო თემურ) , პატარა ქვეყნები ყოველთვის პრაგმატული ფეხბურთით აღწევენ წარმატებას და არა ისე ქინქლაძეს,არველაძეს და ძველი დინამო რომ თამაშობდა,ეგ ბრაზილიის ძალუძს (კრიზისის დროს 1994 ბრაზილიაც იძულებული გახდა პრაგმატული ფეხბურთით მოეგო მსოფლიოს ჩემპიონატი),სამწუხაროდ ეგ ჟურნალისტებსაც კი არ ესმის,მაგალითად ილია ნანობაშვილი,და ფორუმზე ,როდესაც ამის გამო გავაკრიტიკე,ცოტა ხიტად მაგრამ ზრდილობის ფარგლებში,ეგრევე დამბლოკეს,ანუ ეგ გონებაშეძღუდული სატია არ უნდა გამეკრიტიკებინაგა,გამეკებინა როდესაც თქვა ,რომ ჯობდა 3:0 წაგვეგო და ფეხბურთი გვეთამაშაოი,ეს შეიძლება კლუბზე თქვა,დინამომ ითამაშოს ნანობაშვილის ფეხბურთი და 3:0 წააგოს ,მაგრამ არა ნაკრებმა ,რომელიც ქვეყნის პრესტიჟს იცავს,აქ ჯობია მთლად ჩაკეტილებს რისვაივაგლახიდ მოგვიგონ ხორვატებმა ვიდრე გავიხსნათ და გაიგულავონ.წარმატებები ქეცბაიას,მე მწამს მისი.
lasha
ეს მოსალოდნელიც იყო და ღმერთმა ხელი მოუმართოს , მაგრამ ეს ყბადაღებული "შემსრულებელი არ ჰყავს" რა უბედურებაა? იმიტომაც არის მწვრთნელი, რომ აღმოაჩინოს ტალანტები და გუნდს საკუთარი ხელწერა დაატყოს, არც ლატვიაში,მალტაში და ჩვენსავით პატარა ბევრ ქვეყანაში არ არის "ვარსკვლავთცვენა",მაგრამ შედეგს აჩვენებენ.
lady gaga
აქ 1 პოტენციური პრობლემაა - ბოსკამპის ეფექტი არ მოხდეს, როდესაც გინების გამო ფეხბურთელებმა ჩუმი საბოტაჟი მოუწყვეს მწვრთნელს. ქეცბაია რომ ჯერ დაეჯარიმებინათ ბილწსიტყვაობისთვის და მერე გაეგრძელებინათ კონტრაქტი უკეთესი შეიძლება ყოფილიყო.
თემო
მინდა პირველი კომენტარს გამოვეხმაურო. მართალია ყველას შედეგი გვინდა და მალტასთან უნდა მოგვეგო, მაგრამ შემსრულებელი არა ყავს და ქეცბა ვეღარ გაიტანს.როცა თამაშობდა მაშინ ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა. და მეორე ყოველ კვირაში მწვრთნელების შეცვლა კარგს არაფერს მოგვცემს უმჯობესია თემურას ვადროვოთ "ჟილკიანი" კაცია და მჯერა საწადელს მიაღწევს. აბა "ანორთოსისი" გაიხსენეთ სანამ ჯგუფში მოხვდებოდა მანამდე ბევრმა იცოდა მაგ გუნდის სახელი? მე მგონი ახლა ის დროა ყველამ დაუდგეთ გვერდით თემურს და ყველაფერი კარგათ იქნება. ღმერთი ფარავდეს საქართველოს. სულ წინ-წინ გევლოთ ბიჭებო. მიდი თენურ შენი იმედი გვაქვს.
xaldei
ეხლა ამას ვერ მოიშორებ კიდე,რა გინდა ძმაო,წააგე და წადი რა! მალტას ვერ უგებ და რა პროგრესზეა ლაპარაკი? სიჭინავა იდიოტი ხარ!
დავითი (საბერძნეთი)
გია გეთანხმები რომ მომთხოვნია ქართველი გულშემატკივარი და ასეცაა საჭირო,მაგრამ ობიექტურობაზე რა მოგახსენო,ან უნდა ლანძღონ და ან აქონ ეს არა მგონია ობიექტურობა
GIA
თემურს, ვულოცავ, ვიცი რომ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზეა, იმაზე მეტი ვიდრე მას წარმოუდგენია. რადგანაც ჩვენი გულშემატკივარი ძალიან მომთხოვნია და ობიექტური. განვლილ, 2 წელიწადში თემურმა შედეგი გვაჩვენა, (ვიდრე მისმა წინამორბედებმა), მაგრამ ვუსურვებ ნაკრებმა გააუმჯობესოს თამაშის ხარისხი. რადგან ხარისხის გარეშე შედეგი ყოველთვის არ გექნება.ეს კარგათ დავინახეთ ლატვიასთან და მალტასთან შეხვედრებში.მე პრადად, თემურისგან ველი უკეთეს შედეგებს. აბა შენ იცი თემურ!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!