ორ კვირაზე ცოტა მეტი და ეროვნული ნაკრები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს...

საბერძნეთისთვის კვიპროსზე მოვემზადებით

ორ კვირაზე ცოტა მეტი და ეროვნული ნაკრები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ 3 სექტემბერს ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტ საბერძნეთს სტუმრად ვეთამაშებით, 7 სექტემბერს კი ისრაელის ნაკრებს ვუმასპინძლებთ. ამ მატჩებისადმი ინტერესი დიდია და გარკვეული ცნობები უნდა მოგაწოდოთ.

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, საბერძნეთთან მატჩისთვის გუნდის მომზადება კვიპროსზე გადაწყვიტა. როგორც ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა ნიკა ჩხეიძემ გვითხრა, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. მისი ინფორმაციით, ეროვნული გუნდი 30 აგვისტოს კუნძულზე ჩაფრინდება და ნიქოზიაში, იმ ტექნიკურ ცენტრში მოემზადება, სადაც კვიპროსის მთავარ ნაკრებს არაერთხელ ჩაუტარებია მოსამზადებელი შეკრება. 30 და 31 აგვისტოს, ასევე 1 სექტემბერს, ჩვენი ეროვნული ნიქოზიაში, სანაკრებო ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშებს. ქეცბაიას გუნდი 2 სექტემბერს დილით კუნძულიდან ათენში ჩაფრინდება. 3 სექტემბერს კი საბერძნეთ-საქართველოს მატჩი, პირეოსში, თემურ ქეცბაიას ყოფილი კლუბის, "ოლიმპიაკოსის" მშობლიურ არენაზე, "გეორგიოს კარაისკაკისზე" გაიმართება.

თამაში ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩს ესპანელი მსაჯები მოემსახურებიან. მატჩის არბიტრი კარლოს კლოს გომესი იქნება. მატჩის მომდევნო დღეს, 4 სექტემბერს, ჩვენი ნაკრები საბერძნეთიდან სამშობლოში დაბრუნდება და ისრაელის ეროვნულ გუნდთან თამაშისთვის თბილისში გააგრძელებს მზადებას. ისრაელის ნაკრები 5 სექტემბერს გვეწვევა და ფრანგი მწვრთნელი ლუის ფერნანდესი იმავე საღამოს უკვე ჩვენთან ავარჯიშებს ისრაელის ნაკრებს. საბერძნეთისა და ისრაელის ნაკრებებთან მატჩებისთვის, ეროვნულში გამოძახებულთა შემადგენლობას, თემურ ქეცბაია მაქსიმუმ, მომდევნო კვირაში დაასახელებს.

ახალგაზრდულის ნაკრები გეგმებსაც გაგაცნობთ. ერევანში, სომხეთის 21-წლამდელთა ძლევის შემდეგ, ოთარ გაბელიას გუნდი ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს. ჩვენს ახალგაზრდულს 4 სექტემბერს კიდევ ერთი გადამწყვეტი მატჩი ელის, თურქეთი 21-წლამდელებთან სტუმრად. ეს შეხვედრა საქარიაში, ათათურქის სახელობის სტადიონზე, ჩვენი დროით 19 საათზე დაიწყება.

sisi
მიდი ტემურ დაანგრიეტ ბერზნები! მაგარი ხარ,სჰენი იმედი გვაქვს!
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"