საქართველოს ახალგაზრდული გუნდი იგივე სტრატეგიით მოემზადება, როგორითაც ეროვნული ნაკრები ემზადება
13 სექტემბერს, "მიხეილ მესხის" სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, სფფ-ის პრეზიდენტმა და ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ახალ კონტრაქტს მოაწერეს ხელი.

კონტრაქტის ხელმოწერამდე კი, თემურ ქეცბაიამ ჟურნალისტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

ეროვნული გუნდის თავკაცმა ვრცლად ისაუბრა განვლილ შესარჩევ ციკლზე:

თემურ ქეცბაია: "გუნდი ორი წლის წინ ჩავიბარე და დღეს, ვთვლი, რომ იმასთან შედარებით ნაკრებში წინსვლა შესამჩნევია. თუმცა, ნამდვილი სამუშაო ახლა იწყება; ძალიან ბევრი რამაა დასალაგებელი და გამოსასწორებელი. ჩვენი მიზანია, ამიერიდან იმ ბიჭებზე გავაკეთოთ აქცენტი, რომლებიც დღესდღეობით ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობენ. დრო საკმარისად გვაქვს, რომ ამ ახალგაზრდებს დავაკვირდეთ, მათთან ვიმუშაოთ...

ჩემთვის ბევრს რამეს ნიშნავს, რომ ფეხბურთის ფედერაცია ნდობას მიცხადებს და ჩემთან მუშაობის სურვილი აქვს. მზად ვარ სერიოზული გამოწვევებისთვის. რაც მთავარია, ხალხის ნდობისა და იმედების გამართლება მინდა. ქართული ფეხბურთი გაცილებით მეტის ღირსია და ამისთვის, მე და ჩემი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ. რა საქმეც დამიწყია ცხოვრებაში, არც ერთი არ მიმიტოვებია შუა გზაზე და ახლაც, ვეცდებით, ჩვენი მაქსიმუმი გავიღოთ ქართული ფეხბურთის განვითარებისა და წინსვლისთვის.

მომდევნო 2 წელი ახალი გუნდის შექმნაზე უნდა ვიმუშაოთ და მუშაობას დღესვე შევუდგებით. ჩვენი უპირველესი მიზანი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა იქნება. ვინც ღირსია, ის საქართველოს ნაკრებში აუცილებლად ითამაშებს. შანსი ბევრს მიეცა და ახლაც მიეცემათ.

რაც შეეხებათ დღევანდელი ნაკრების "ვეტერანებს", წლების განმავლობაში ეს ბიჭები იყვნენ და არიან ბევრისთვის სამაგალითო სპორტსმენები. მე მათ პირადად შევხვდები და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებთ - რას აპირებენ, რას ფიქრობენ...

პასუხისმგებლობას არ გავურბივარ და პირდაპირ გეუბნებით, რომ ამ შესარჩევში 10 კი არა, 15 ქულაც უნდა გვქონოდა, თუმცა, შესაძლოა, შეცდომები მეც დავუშვი... ერთი რამ ცხადია და ალბათ, ყველამ დაინახა, რომ ამ დროის განმავლობაში, საქართველოს ნაკრები იოლი მეტოქე არავისთვის ყოფილა."

ახალი კონტრაქტის დეტალებზე კი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დაწვრილებითი განმარტებები გააკეთა. კონტრაქტი 2+2 სისტემითაა შედგენილი. სფფ-ის აზრით, თემურ ქეცბაიამ პირადად უნდა აიღოს კონტროლი ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებზე. ასევე, იმ ასაკობრივ ნაკრებებზე, რომლებიც ფიფა-უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებში მონაწილეობენ. თემურ ქეცბაიას პრეროგატივა იქნება ასაკობრივ ნაკრებებში მწვრთნელების შერჩევა და მათთან კოორდინირებული მუშაობა. ანუ, ამიერიდან, საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრები ერთიან სისტემაზე გადავა.

რაც შეეხება ახალგაზრდულ ნაკრებს და მიმდინარე შესარჩევ ციკლს, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, გუნდს სოსო ჭედია უხელმძღვანელებს, რომელიც ეროვნულ ნაკრებში თემურ ქეცბაიას ასისტენტია.

ჭედიას თქმით, ახლა, მთავარია გუნდი დალაგდეს, დაწყნარდეს და ესპანეთთან გამართული მძიმე თამაშების შემდეგ, ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

"გარწმუნებთ, რომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფიდან გასასვლელად იბრძოლებს. ახალგაზრდებიც იგივე სტრატეგიით მოემზადებიან, როგორც ეროვნული ნაკრები ემზადება" - განაცხადა ჭედიამ.

ბოლოს კი, მედიის თანდასწრებით, ზვიად სიჭინავამ და თემურ ქეცბაიამ ახალ კონტრაქტს მოაწერეს ხელი.

gff.ge

GIA
ზვიად, მესმის შენი. მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო არ გამოდის მიხიჩას დანიშვნა. მაგრამ, მე თუ მკითხავთ, მიხიჩა მშვენიერ ადგილზე მუშაობს კერძოდ ნორჩ დინამოელში. ჩვენ ვიცით, თუ რა კარგათ მუშაობს მიხიჩა სელექციაში და აქვს შანსი საქართველოს გაუზარდოს ახალი ვარსკვლავები.
zviadi
წარმატებებს გისურვებ თემურ, თუმცა მიხიჩა ვიდრე არ ჩაიბარებს ნაკრებს არაფერი გამოვა. იმედია ჩემს მოსაზრებას ყოველგვარ საფუძველს გამოაცლის შენი მოღვაწეობა. ვნახოთ.
daviti
ამათი ვერაფერი გავიგე,რავქნა ფეხბურთელები არაა და მესის მე ხომ არ გავაჩენო ყვიროდა ქეცბაია მალთასთან თამაშის მერე და რამოდენიმე ვდღეში მესი და ხავი გაჩნდა საქართველოში თუ რის იმედად გაახანგძლივა კონტრაქტი?რა უნდა ითქვას,ფეხბურთელების დეფიციტს ,რომ დააბრალებს მწვრთნელი ლატვიასთან და მალტასთან სამარცხვინო თამაშით აღებულ 1 ქულას {ესპანეთი ბრაზილიასნაირ გუნდებთან რაღა უნდა დაგვემართოსა}.ისე უნჯობესი იქნებოდა ფედერაციის მხრიდან იმ კაცს მოეწერა ხელი კონტრაქტზე ვინც მართლა იღებს ამ ქვეყანაში ფეხბურთში გადაწყვეტილებებს,ვინაა პასუხისმგებელი ის მაინც გვეცოდინიბოდა,თორე სიჭინავა რისი გადამწვეტიაა,სფფ-ში და საერთოდ ქარტულ ფეხბურთში რა "გრანდიოზული" ფიგურაა ეს გასაგებია.
GIA
მართალია თემური, ახალი გუნდი უნდა გაკეთდეს. მაგრამ, ეს ძალიან რთული პროცესია. ჩვენი, გულშემატკივარი მხოლოდ შედეგს ითხოვს და ამ პროცესის ჩატარება შედეგთან ერთად შეუძლებელია.ჩვენ იმისთანა, ჯგუფში ვართ, მომდევნო შესარჩევ ციკლში, რომ იქ შედეგს ნაკლები ყურადღება უნდა მიექცეს. უნდა ვიმუშაოთ, ახალი გუნდის ჩამოყალიბებაზე.
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს