ევრობასკეტიდან სამშობლოში დაბრუნებულ გუნდს აეროპორტში უამრავი ქომაგი დახვდა
საქართველოს ნაკრები ლიტვაში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. ევრობასკეტიდან, რომელზე მოხვედრასაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არაერთი ნიჭიერი თაობა ცდილობდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ზაზა ფაჩულიას კაპიტნობით კი ეროვნულმა გუნდმა ევროპის უმთავრეს ფორუმზე დებიუტანტის კვალობაზე ბევრისთვის მოულოდნელად პირველი ჯგუფური ეტაპი გადალახა და 12 საუკეთესოს შორის მოხვდა.

თვითმფრინავში მეგობარ ჟურნალისტს გიორგი ცინცაძის თანდასწრებით ვუთხარი - შემდეგი ევრობასკეტისთვის ისე გავთვალოთ, რომ მესამე ეტაპზეც დავრჩეთ-მეთქი. ცინცაძემ ლაშა გამყრელიძეს ხუმრობით უთხრა - ხედავ, ჟურნალისტები მაინც უკმაყოფილოები არიან, მეოთხედფინალში გასვლას გვთხოვდნენო.

სხვისი არ ვიცი, მაგრამ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების გამოსვლით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. კარგად მახსოვს თუნდაც შარშან ბევრს არ სჯეროდა, რომ ქართველები შინ პოლონეთს დაამარცხებდნენ. თუმცა ჩვენმა გუნდმა მაშინაც დაამტკიცა, რომ ის დრო დასრულდა, როცა ევროპაში აუტსაიდერად ვითვლებოდით. ჩვენი გუნდი ევრობასკეტზე საბერძნეთთან, მაკედონიასთან, სლოვენიასთან და რუსეთთან ბოლო წუთებზე დამარცხდა, მაგრამ ყველამ დავინახეთ, რომ თითოეულის ძლევის შნო ნამდვილად გვქონდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები ელიტის ღირსეული ნაწილია.

ჰოდა, ლოგიკურია, რომ ევრობასკეტიდან თბილისში დაბრუნებულ გუნდს აეროპორტში უამრავი ქომაგი დახვდა. როგორც ლიტვის დარბაზებს, გულშემატკივრებმა ქართული საყვირებით ჭერი აეროპორტსაც ახადეს. ისინი ესალმებოდნენ კალათბურთელებს, ავტოგრაფებს ართმევდნენ და სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ.

მომქანცველი მარათონიდან დაბრუნებულმა მოთამაშეებმა კიდევ ერთხელ იგრძნეს, რომ საქართველოსთვის დიდი საქმე გააკეთეს. ისინი გულშემატკივრებს მადლობას უხდიდნენ როგორც ლიტვაში ქომაგობისთვის ასევე დახვედრისთვის.

- რთული იყო ერთმენეთის მიყოლებით რვა მატჩის ჩატარება. ასეთი გრაფიკით ჯერ არ გვითამაშია, მაგრამ ევრობასკეტზე გამოვდიოდით და ადრე თუ გვიან ასეთი სისტემით თამაშიც უნდა გამოგვეცადა. რაც მთავარია, არც ერთი მეტოქისთვის მიგვიცია იოლად მოგების შანსი, პირიქით, წაგებული მატჩების უმეტესობა ბოლო წუთებზე დავთმეთ. დებიუტანტების კვალობაზე ურიგოდ არ გვითამაშია. მთავარია, რომ ახალგაზრდებმაც დაინახეს - ქართველებს ევროპაზე თამაში შეგვიძლია, რაც მათ სტიმულად უნდა გამოადგეთ, - აღნიშნა მანუჩარ მარკოიშვილმა.

გიორგი შერმადინი დაგვპირდა, რომ გუნდი ყველაფერს გააკეთებს ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად:

- ლიტვაში ძლიერ გუნდებს ვეთამაშეთ და დიდი გამოცდილება მივიღეთ. ბევრი რამ ვისწავლეთ, რაც მომავლისთვის აუცილებლად წაგვადგება. მომავალ წელს შესარჩევი ტურნირია, შემდეგ ევრობასკეტი, ყველა ღონეს ვიხმართ, რომ სლოვენიაში გასამართ ევროპის 2013 წლის ჩემპიონატს არ გამოვაკლდეთ.

აეროპორტიდან გამოსული კალათბურთელები მანქანებში დანაწილდნენ და შინისკენ გასწიეს. საქართველოში მხოლოდ მარკიზ ჰეინსი, ლაშა ფარღალავა და ვლადიმერ ბოისა არ ჩამოსულან. მარკიზმა ესპანური "გრან კანარიისკენ" გასწია, ბოისამ - სლოვენიისკენ, ხოლო ფარღალავა ბალტიისპირეთში დარჩა, სადაც მისი "სოხუმი" შეკრებას გადის.

საქართველოში ჩამოსული ნაკრების წევრები 3-4 დღეში აიღებენ გეზს დასავლეთისკენ და საკუთარ კლუბებს მიაშურებენ. რაც შეეხება გიორგი ცინცაძეს, იგი ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში 18 სექტემბერს გაფრინდება და 20-ში მუხლის ოპერაციას გაიკეთებს.

ვაჟა სიმონიშვილი ვილნიუსი-თბილისი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია