გავრცელებული ხმებით, ნიჟნინოვგოროდელთა ნახევარმცველის, გოჩა ხოჯავას დამატება თბილისის "დინამოს" გადაუწყვეტია
მახაჭყალის "ანჟისთან" 1:2 წაგებული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მთავარ მწვრთნელ დმიტრი ჩერიშევს ჰკითხეს, თუ რატომ მოკვეთა ძირითადი გუნდიდან ქართველი ფეხბურთელები (გოჩა ხოჯავა, გოგიტა გოგუა, ლაშა სალუქვაძე).

პასუხი იყო ძალიან "დამაჯერებელი" - ამ კითხვაზე არ გიპასუხებთო. მოკლედ, და ვითომ თავი დაიძვრინა, მაგრამ ამით კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვი, რომ ქართველებთან დაკავშირებულ ამბებში კლუბი პირნათელი არ არის და საერთოდაც, "ვოლგაში" კარგი არაფერი ხდება.

სხვათა შორის, "სპორტს.რუ" ამტკიცებს, რომ დუბლებში არა ლაშა სალუქვაძე, არამედ ზაფხულში ჩარიცხული ზურაბ არზიანი გადაიყვანეს. რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოც იგივეს წერს, თუმცა გარიცხვის მეორე დღეს ძირითადი და დუბლშემადგენლობების შეხვედრა არზიანმა ძირითადში დაიწყო და 20 წუთის შემდეგ გამოცვალეს.

უცნაურია, რომ თავად "ვოლგას" ოფიციალურ ვებგვერდზე ქართველების მოკვეთაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ გოგუა მოთამაშეთა სიიდან ამოიღეს, ბოლო დღეებში კი ვრცელდება ხმები, თითქოს თბილისის "დინამოს" გოჩა ხოჯავას დამატება გადაუწყვეტია. თუმცა ჯერ ამ ხმების რეალობა არ მტკიცდება.

ფაქტია, რომ სამეულის არყოფნით ისევ "ვოლგა" ზარალდება, რაზეც "ჩემპიონატ.რუ"-ს მიმოხილვაც ადასტურებს.

"ნიჟნი ნოვგოროდულ კლუბში არსებული ვითარება მძიმეა - უცნაური საკადრო პოლიტიკა ჯერ მწვრთნელის შეცვლით დასრულდა, შემდეგ კი მის გზას პრეზიდენტიც გაუყოლეს. ამ ყველაფერმა გუნდი იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ "ვოლგას" ადგილის შენარჩუნებისთვის, ნებისმიერ მეტოქესთან კი თითოეული ქულისთვის ბრძოლა სჭირდება.

ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა გუნდის ძირითადი შემადგენლობიდან გოგიტა გოგუასა და გოჩა ხოჯავას მოკვეთის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაც. აქამდე მოპოვებულ ქულებს ხომ გუნდი უმთავრესად მათ და სანჟარ ტურსუნოვს უნდა უმადლოდეს" - წერს "ჩემპიონატ.რუ".

ამასობაში "სოვეტსკი სპორტმა" გამოაქვეყნა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეების რეიტინგი. სამწუხაროდ, ამ გაზეთის მონაცემებით, ქართველებმა პოზიციები დათმეს და მოწინავეთა შორის არ არიან, მაგრამ "ვოლგაში" საუკეთესოებად მაინც ჩვენი მოთამაშეები რჩებიან - 5-ბალიან სისტემაში გოჩა ხოჯავას საშუალო ქულათა ჯამი 3,45 (11 მატჩი) აქვს, გოგუას - 3,38 (13), ზემოთნახსენებ უზბეკ ტურსუნოვს კი - 3,27 (22).

აქვე გეტყვით: თუ ფეხბურთელმა რეჟიმი დაარღვია და გუნდი არია, ქართველიც რომ იყოს, მას ხელს არ დავაფარებთ, მაგრამ "ვოლგას" ძირითადიდან დათხოვნილი ქართველები მომხდარით გაოგნებულები არიან და ვერ გაუგიათ, რას ერჩოდა გუნდის ხელმძღვანელობა, რამ გამოიწვია მათი დათხოვნა; რადგან დანამდვილებით შევიტყვეთ, რომ რეჟიმი არ დაურღვევიათ და ბოლო დროს გუნდმა ქულები თუ დააგროვა, სწორედ ხოჯავამ და გოგუამ შეიტანეს ამაში დიდი წვლილი.

"სოვეტსკი სპორტის" რეიტინგი ვახსენეთ და გეტყვით, რომ საუკეთესოებში კიდევ რამდენიმე ჩვენიანია: საუკეთესო მარჯვენა ცენტრალურ მცველთა სამეულში 3,47 (19) ქულით მესამე ადგილზეა "კრასნოდარის" კაპიტანი ალექსანდრე ამისულაშვილი.

"ანჟისა" და საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილს "ჩემპიონატ.რუ" წყალობს: ოთხჯერ ტურის სიმბოლურში დაასახელა, საერთო მონაცემებით კი - საუკეთესო სამეულში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"