"დინამოს" მცველმა ჯერ არ იცის კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ გააგრძელებს თუ არა სპორტულ კარიერას
საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში გორში ადგილობრივ "დილასთან", "დინამოსთან" დაცვას სამუშაო ნამდვილად არ მოჰკლებია.

მასპინძლებმა განსაკუთრებით აგრესიულად მეორე ნახევარში შეუტიეს თბილისელებს. სწორედ მეორე ტაიმში მოუწია თამაშში ჩართვა "დინამოს" ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელს, გუნდის 31 წლის ჩეხ ლეგიონერს ირჟი ჰომოლას.

ირჟი საფეხბურთო ოჯახიდანაა. მამამისი ჩეხოსლოვაკიის მე-2 ლიგის გუნდებში თამაშობდა. პატარა ჰომოლაც ფეხბურთზე 6 წლის ასაკში მიიყვანეს. ჰომოლას საინტერესო საფეხბურთო კარიერა აქვს. 18 წლის ბიჭი ჩეხეთის უმაღლესი ლიგის "იაბლონეცში" მოხვდა. იანვარში "დინამოში" გადმოსვლამდეც იქ ირიცხებოდა. ირჟის საქართველოში ჩამოსლვლამდეც უთამაშია უცხოურ კლუბში.

მან ერთი სეზონი თურქეთში გაატარა. იგი "მალათიასპორში" 2005-2006 წლების სეზონში თამაშობდა, როდესაც გუნდი თურქეთის ელიტარულ ლიგაში ასპარეზობდა.

საუკეთესო პერიოდად ირჟი პრაღის "სპარტაში" გატარებულ რამდენიმე სეზონს მიიჩნევს, როდესაც გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე და უეფას თასზე სისტემატურად გამოდიოდა. ირჟის ორი მატჩი ახალგაზრდულ ნაკრებშიც აქვს ჩატარებული. ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მაისურით, შვეიცარიასთან ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობა კი მისთვის დაუვიწყარი მოვლენაა.

ჰომოლა ყველა გუნდში დაცვის ცენტრში ასპარეზობდა. კლუბში გადმოსვლამდე ქართული ფეხბურთის შესახებ მისი ინფორმაცია მხოლოდ "დინამო" თბილისით შემოიფარგლებოდა. ირჟი თვლის, რომ პროფესიულ და მაღალი დონის კლუბში ამოჰყო თავი. იგი უსიამოვნოდ განცვიფრებული დარჩა პროვინციებში სტადიონების მდგომარეობით. ქართული და ჩეხური საკლუბო ფეხბურთის შედარებისას, სამშობლოში, სწორედ ინფრასტრუქტურის გამართულობას უსვამს ხაზს.

"დინამოში" კი თვლის, რომ ყველაფერი მაღალ დონეზე კეთდება და ასევე აღნიშნავს იმ მეგობრულ ატმოსფეროს რომელიც "დინამოში" დახვდა.

"ყოველდღიურად ვპროგრესირებთ და შესაბამისად დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს სეზონს ჩემპიონის ტიტულით დავასრულებთ. "დინამოს" სერიოზული კონკურენტები ჰყავს "ზესტაფონის", "ოლიმპის" და "ტორპედოს" სახით, თუმცა ჩვენი გუნდის უპირატესობაში დარწმუნებული ვარ. "დინამოსთან" კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და ვეცდები მაქსიმალურად დავიხარჯო და ალბათ მცველისთვის მთავარია უშეცდომო თამაში ვაჩვენო", - განაცხადა ჰომოლამ

ჰომოლამ ჯერ არ იცის კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ გააგრძელებს თუ არა სპორტულ კარიერას. ხოლო კითხვაზე, ისურვებდა თუ არა მომავალში მწვრთნელობას - უარყოფით პასუხს იძლევა.

ირჟის უყვარს მუსიკა და ძირითადად პოპ-მუსიკას უსმენს. კითხულობს შემეცნებით და სპორტულ ჟურნალებს. ჰომოლას ასევე ძალიან სიამოვნებს გულშემატკივრის დამოკიდებულება და აღნიშნავს, გლადიატორების ხარისხიან და ერთგულ ქომაგობას.

fcdinamo.ge

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"