საქართველო უეფას მიერ ორგანიზებულ კიდევ ერთ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩაერთო, რომელიც მეკარეთა მწვრთნელებს ამზადებს
საქართველოში მწვრთნელთა განათლების საერთაშორისო პროგრამა 2003 წელს დაიწყო. ჩვენს ქვეყანაში სწორედ ამ დროიდან დაიწყო B ლიცენზიების გაცემა, 2009 წლიდან კი ქართველ მწვრთნელებს საშუალება აქვთ A ლიცენზიას სამშობლოში დაეუფლონ.

გარდა ამისა, აქტიურად მუშაობს C ლიცენზიის პროგრამაც, რამაც ბავშვთა მწვრთნელებს შორის უდიდესი ინტერესი გამოიწვია და ამ პროცესში, რომელიც ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა, უკვე 600-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება A და B ლიცენზიებს, პირველს საქართველოში უკვე 100-მდე, მეორეს კი 300-მდე სპეციალისტი დაეუფლა.

ეტაპობრივად მივდივართ პრო-ლიცენზიისკენ, რომელიც ყველაზე მაღალი რანგის სამწვრთნელო სერთიფიკატია და დედამიწის ზურგზე ნებისმიერ სამწვრთნელო თანამდებობაზე მუშაობის უფლებას იძლევა. ამ ლიცენზიას სულ რამდენიმე ქართველი სპეციალისტი ფლობს და ყველა მათგანს საზღვარგარეთულ კურსებზე აქვს მიღებული.

მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ საქართველოში პრო-ლიცენზიის მისაღებ სემინარებს უეფა სულ მალე აუნთებს მწვანე შუქს. აღსანიშნავია, რომ სწავლება მთლიანად ქართულ ენაზე წარიმართება. ამ საკითხით ძალიანაა დაინტერესებული სფფ-ის ხელმძღვანელობა, პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და ფედერაციის მწვრთნელთა განათლების დირექტორი გაიოზ დარსაძე მიზნის მიღწევას ყველა შესაძლო გზით ცდილობენ.

მანამდე კი იქნება ტრადიციულად დატვირთული და შინაარსიანი შემოდგომა, სადაც სამივე ლიცენზიის მისაღებ კურსებზე მიღებაა გამოცხადებული და ინტერესიც საკმაოდ დიდია. სხვათა შორის, მსმენელთა შორის მხოლოდ ქართველი კი არა, საზღვარგარეთიდან ჩამოსული სპეციალისტებიც იქნებიან, რადგან უცხოეთის ქვეყნებთან შედარებით აქ დაბალი გადასახადია.

თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ აქაური საზომებით სემინარების ფასი არცთუ მცირეა - A ლიცენზიის კურსები 3 000 ლარი ღირს, B - 800 ლარი, ხოლო C - 400 ლარი.

ზოგი კლუბი თუ ბავშვთა საფეხბურთო სკოლა მწვრთნელის განათლებას მთლიანად ან ნაწილობრივ კი აფინანსებს, მაგრამ იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც ამ ფუფუნებას მოკლებულნი არიან, ამ თანხის თავმოყრა იოლი ნამდვილად არ არის. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ გადასახადებით იფარება სემინარების მოწყობისთვის აუცილებელი ხარჯები, რომელიც სხვათა შორის, უცხოელი სპეციალისტების მოწვევასაც ითვალისწინებს. ცნობისთვის, ჩვენი უახლოესი სტუმრები ესპანეთის 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრებებთან ერთად უამრავი ტიტულის მომგები ხინეს მელენდესი და იტალიის მწვრთნელთა განათლების ხელმძღვანელი ფრანკო ფერარი იქნებიან.

სულ ცოტა ხნის წინ საქართველო უეფას მიერ ორგანიზებულ კიდევ ერთ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩაერთო, რომელიც მეკარეთა მწვრთნელებს ამზადებს. დავეთანხმებით, ჩვენი ქვეყნისთვის ეს მეტად პრობლემატური საკითხია. მართალია, ბოლო წლებში უკეთესი მეკარეები გვეზრდებიან, მაგრამ ამ კუთხით მეტი

მუშაობაა საჭირო და პროფესიულ კლუბებშიც და ბავშვთა აკადემიებშიც მეკარეების მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლება ჰაერივით აუცილებელია.

უეფამ ეს პროგრამა ცოტა ხნის წინ შეიმუშავა და ამ ეტაპზე რამდენიმედღიან სემინარებს ატარებს. ქართველთა "დებიუტი" რამდენიმე დღის წინ ბელგიაში შედგა, სადაც სემინარს ორი ახალგაზრდა მწვრთნელი, ირაკლი ბალაძე და დავით მიქავა დაესწრო. მათ გარდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ამ ღონისძიებაზე უეფა-ს მოწვევით მწვრთნელთა განათლების მენეჯერი ვაკო დარსაძე მიავლინა, დავით პეტრიაშვილი კი სემინარზე უშუალოდ უეფას წარმოადგენდა.

ეს პილოტური პროგრამა იყო, სადაც მასპინძელმა ბელგიამ სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. სემინარზე ისეთი ცნობილი სპეციალისტები იყვნენ მიწვეულნი, როგორებიც ლარს ლაგერბაკი, პატ ბონერი, მიშელ საბლონი, ალექსეი პრუდნიკოვი, მიხაილ ვერგეენკო და სხვები არიან.

"ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ თანამედროვე ტენდენციებს და აქტიურად ვმონაწილეობთ ყველა საგანმანათლებლო პროექტში. ბელგია პრო-ლიცენზიის გამცემი ქვეყანაა და ევროპაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ინტელექტუალური რესურსისა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გამო. შესაბამისად, ჩვენი მივლინება ძალიან საინტერესო იყო. ღონისძიება წარმოდგენილი იყო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სახით. ყველა თანხმდება, რომ ეს არის დიდებული პროექტი ინფორმაციის გაზიარების მხრივ. ამ ეტაპზე მისი ხანგრძლივობა დიდი არ არის, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია და თავის მიზანს ასი პროცენტით ასრულებს. ამ პროექტში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად მონაწილეობს და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენი მწვრთნელები ძალიან კმაყოფილები არიან, მათთვის ეს კურსები ძალიან საჭირო და დროული იყო, ორივემ საკმაო ცოდნა და გამოცდილება შეიძინა", - გვითხრა ვაკო დარსაძემ.

ბელგიამოვლილი მწვრთნელები გამოცდილებას ქართველ კოლეგებს გაუზიარებენ, უახლოეს მომავალში კი სემინარებზე მეკარეთა სხვა მწვრთნელებიც გაემგზავრებიან, რადგან უეფა ამ პროექტს უაღრესად წარმატებულად მიიჩნევს და გადაწყვეტილი აქვს, მალე პილოტურიდან მუდმივ პროგრამად აქციოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi1991
ზალიან კარგია მაგრამ სად შეიზლება ამ ინფორმაცის ნახვა
[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა