ჯიბრილ სისე შესანიშნავად მოერგო ახალ გარემოს და მოკლე დროში "ლაციოს" გულშემატკივართა კუმირად იქცა
ამბიციური მიზნებით

ჯიბრილ სისე შესანიშნავად მოერგო ახალ გარემოს და მოკლე დროში "ლაციოს" გულშემატკივართა კუმირად იქცა. როდესაც დაიწყო საუბრები იმის შესახებ, რომ კლაუდიო ლოტიტო ფრანგი ფორვარდის შეზენას აპირებდა, ბევრმა გააკრიტიკა კიდეც "ბიანკოჩელესტეს’ პრეზიდენტი, რადგან სისე უკვე დიდი ხანია ჩამოშორებულია ევროპული ფეხბურთის ელიტას.

თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც მოუწონეს ლოტიტოს გადაწყვეტილება და ჯიბრილზე დიდი იმედებიც დაამყარეს. ჯერჯერობით, სწორედ ამ უმცირესობის პროგნოზი მართლდება - აფრიკული წარმოშობის ფრანგი თავდამსხმელი იმ შეხვედრებშიც საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, რომლებშიც "ლაციომ" დადებით შედეგს ვერ მიაღწია, ასეთი კი სულ ორი იყო, ისიც საკონტროლო შეხვედრები და დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებთ.

სერია A-ს მეორე ტურში, რომელიც ჩემპიონატის გამხსნელი გახლდათ, "ლაციომ" "მილანს" გასვლაზე აართვა ქულა და ამაში ლომის წილი სწორედ სისემ დაიდო. მეტად ეფექტური გოლი გაიტანა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტი პრობლემა შეუქმნა "როსონერის’ მცველებს.

სწორედ ამად იყო, რომ იტალიელმა ჟურნალისტებმა სისე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. ბუნებრივია, ჯიბრილის მიმართ აპენინელი ჟურნალისტები დიდ ინტერესს გამოხატავენ - ფრანგი ფორვარდი საკმაოდ საინტერესოდ საუბრობს მისთვის ახალ გარემოზე, კლუბში არსებულ ვითარებაზე და არა მარტო. ასე რომ, სიტყვას სწორედ ჯიბრილ სისეს გადავცემთ.

მილანი-ლაციო

მილანელებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ, რაც გასულ სეზონში ნათლად გამოჩნდა. მხოლოდ იმის გახსენებაც კმარა, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია და ამ სეზონშიც, სკუდეტოს მოპოვების მთავარ ფავორიტად ითვლება.

მიუხედავად ამისა, ჩვენ დამაჯერებლად წარვმართეთ თამაში და ძალიან საჭირო ქულა მოვიპოვეთ. რაც შეეხება ჩემს წარმატებულ ასპარეზობას, ნამდვილად არ გამკვირვებია, რადგან თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, არც ფიზიკურ მომზადებას ვუჩივი და არც მოტივაციას.

იტალიაში გადმობარგება ჩემთვის ახალი ცხოვრების დასაწყისია, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ფეხბურთის თამაში ახალი დაწყებული მაქვს და ყველას უნდა დავუმტკიცო, რომ უმაღლეს დონეზე თამაში ძალმიძს. უკვე მივხვდი, რომ აპენინებზე თავის გამოსაჩენად გაცილებით უფრო მაღალ დონეზე ასპარეზობაა საჭირო, ვიდრე საბერძნეთში, ან თუნდაც საფრანგეთში - ასე რომ, გაორმაგებული ენერგიით ვვარჯიშობ და მჯერა, რომ ეს სასურველ რეზულტატს გამოიღებს.

მიზნები

ძალიან მინდა, რომ "ლაციომ" სკუდეტოსთვის იბრძოლოს, თუმცა დღეს ამაზე საუბარი ნაადრევი მგონია. მხოლოდ ერთი ტური გაიმართა და ბუნებრივია, გუნდებმა ჯერ კიდევ უნდა აჩვენონ რეალური ძალა. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი ვალია, რომ არ გავტყდეთ და თითოეულ მატჩში მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ.

ისე კი, ჩემი ღრმა რწმენით, არავისზე ნაკლები შემადგენლობა არ გვყავს და თავისუფლად შეგვიძლია გავუწიოთ კონკურენცია "მილანს", "ინტერს", "იუვენტუსს" და "რომას". ბევრისთვის ეს ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ მე ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. ჩემი პირადი აზრით, მიროსლავ კლოზეს სახით, "ლაციოს" სულაც თანამედროვეობის საუკეთესო ფორვარდი ჰყავს.

ლაციო-ჯენოა

მომდევნო ტურში "ჯენოასთან" გვიწევს დაპირისპირება და თითოეული ჩვენთაგანი ამ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი.

გენუელთა დამარცხება კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენში იმის რწმენას, რომ უკვე ამავე სეზონში შეგვიძლია მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა. მართალია, "ჯენოა" იტალიური ფეხბურთის გრანდებს არ მიეკუთვნება, მაგრამ ისტორიული გუნდია, საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით და მათი დამარცხება წესით იოლი არ უნდა იყოს.

ნებისმიერ შემთხვევაში, სამი ქულის მოსაპოვებლად ყველაფერი უნდა ვიღონოთ - ეს იქნება ჩვენი პირველი საშინაო შეხვედრა ოლიმპიკოზე და დიდი იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრები მხურვალედ დაგვიჭერენ მხარს.

ედუარდო რეია

მსმენოდა, რომ იტალიაში ტაქტიკა ყველაზე მთავარია, თუმცა ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ყოველ დღე ერთი საათი მაინც გვიწევს სწორედ ტაქტიკურ მონახაზზე თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები.

თითოეული ჩვენთაგანის წინაშე კონკრეტული ამოცანები დგას, რომელთა გადაჭრის შემთხვევაში, მწვრთნელისგან საქებარ სიტყვებს ვიღებთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სრულიად ახალ სამყაროში მოვხვდი, სადაც ფეხბურთი სულ სხვანაირად ესმით.

მწვრთნელი შეიძლება კმაყოფილი დარჩეს მარცხის შემდეგ, თუ მის დავალებებს კარგად შეასრულებ. ამ შემთხვევაში კონკრეტულად ედი რეიაზე არ მაქვს სუბარი, უბრალოდ ამის შესახებ თანაგუნდელებმა მითხრეს. შეიძლება თუ არა წააგო, როდესაც მწვრთნელის დავალებას კარგად შეასრულებ? - რა თქმა უნდა, ეს ხომ ფეხბურთია, ყველაზე ალოგიკური თამაში დედამიწაზე.

რეიას თავისი ხელწერა აქვს, რა ტაქტიკური მონახაზიც არ უნდა აირჩიოს, მუდმივად ერთი და იგივეს გვიმეორებს - ვაკონტროლოთ ჩვენი ზონა და ვეცადოთ, რომ კონკრეტულ მონაკვეთში ბურთი მეტოქეს არ დავანებოთ. ასეთი სტრატეგიით, "ლაციომ" გასულ სეზონში საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა და ვგონებ, კიდევ უკეთესი წინ გველის.

მიროსლავ კლოზე

უნდა ნახოთ როგორი მონდომებით ვარჯიშობს კლოზე და როგორ ასრულებს მწვრთნელის დავალებებს - ზემოთაც აღვნიშნე, რომ ჩემი პირადი აზრით, მირო საუკეთესო თავდამსხმელია მსოფლიოში და ეს მიუხედავად იმისა, რომ კარიერის საუკეთესო წლები უკან მოიტოვა.

ამდენი წელია უმაღლეს დონეზე ასპარეზობს და თითოულ ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება. ამასთან, დიდებული პიროვნებაა, იმდენად უშუალო, რომ მასთან საუბარში ვერაფრით წარმოიდგენ რა დონის მოთამაშესთან გაქვს ურთიერთობა. ჩემთვის დიდი პატივია კლოზეს მხარდამხარ თამაში და დიდი იმედი მაქვს, რომ ერთად "ლაციოს" დიდ წარმატებებს მოვუტანთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია