ამერიკის ჩოგბურთის ასოციაციამ აშშ-ის ღიას ფინალში მომხდარი ინციდენტის გამო 2000 ათასი დოლარით სერენა უილიამსი დასაჯა
ამერიკის ჩოგბურთის ასოციაციამ აშშ-ის ღიას ფინალში მომხდარი ინციდენტის გამო 2000 ათასი დოლარით დასაჯა სერენა უილიამსი.

სამანტა სტოსურთან გადამწყვეტი მატჩის მეორე სეტში სერენამ იქამდე დაიყვირა თავისი საყვარელი: Come on, სანამ ბურთი კორტზე დაეშვეობდა. ამის გამო მსაჯმა ქულა სტოსურს მიანიჭა და მასპინძელმა გეიმი წააგო. საპასუხოდ, უმცროსმა უილიამსმა ორჯერ არც თუ კორექტული ფრაზა ესროლა მთავარ მსაჯს.

ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა არ მიანიჭა სერენას საქციელს "სერიოზული დარღვევის" კატეგორია. შესაბამისად, უილიამსს არ ემუქრება "დიდი სლემის" მომდევნო ტურნირიდან მოკვეთა, როგორც ეს მსგავს შემთხვევებში ხდება ხოლმე. ასე რომ, ამერიკელი პრაქტიკულად მშრალი გამოვიდა ამ რთული სიტუაციიდან.

ეს არ არის ამერიკის ღია პირველობაზე სერენა უილიამსის მონაწილეობით პირველი სკანდალი. ორი წლის წინ, ბელგიელ კიმ კლაისტერსთან ნახევარფინალში აშშ-ის ღიას სამგზის ჩემპიონმა უცენზურო სიტყვები იხმარა ხაზის მსაჯის მისამართით, ბოლოს კი მოკვლით დაემუქრა მას. იმ ეპიზოდმა სერიოზული სკანდალი გამოიწვია და სერენას სოლიდური ჯარიმა გამოუწერეს.

ამასობაში, უმცროსმა უილიამსმა "ტვიტერის" მეშვეობით აცნობა გულშემატკივრებს, რომ ის 2012 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე მიქსტში აპირებს თანამემამულე ენდი როდიკთან ერთად თამაშს.

"მე და ენდიმ გადავწყვიტეთ ავსტრალიაში ერთად ვითამაშოთ. ძალიან გვიყვარს ეს ქვეყანა. შეიძინეთ ბილეთები, არ ვხუმრობ!" - დაწერა სერენამ.

როგორც ჩანს, უმცროსი უილიამსი და როდიკი ლონდონის ოლიმპიადისთვის იწყებენ მზადებას. გაისად, ზაფხულის თამაშების პროგრამაში შერეული წყვილების ტურნირია შეტანილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"