მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ერთ სეზონში მოპოვებული ჰონორარებით აბსოლუტური რეკორდი დაამყარა
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ერთ სეზონში მოპოვებული ჰონორარებით აბსოლუტური რეკორდი დაამყარა.

2011 წელს სერბმა ჩოგბურთელმა კორტზე 10,6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და გააუმჯობესა ესპანელი რაფაელ ნადალის რეკორდი, რომელიც 2010 წლის სეზონის შედეგების მიხედვით 10,17 მილიონ დოლარს უდრიდა. ამ ინფორმაციას ATP-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

10 მილიონის გამოსამუშავებლად ჯოკოვიჩმა 12 ტურნირში მონაწილეობა იკმარა, ნადალმა კი თითქმის იგივე თანხა 17 ტურნირში შეაგროვა. კიდევ ერთი ჩოგბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში 10 მილიონზე მეტი თანხა მიიღო, შვეიცარიელი როჯერ ფედერერია - 2007 წელს მისი მონაგარი 10,13 მილიონი იყო, ტურნირების რაოდენობი კი 16.

ჯოკოვიჩს წელს 10 ტურნირი აქვს მოგებული, მათ შორის, "დიდი სლემის" სამი ჩემპიონატი და ხუთი "მასტერსი".

ATP-სთან კომენტარში ნოვაკმა განაცხადა, რომ ბედნიერი იქნება თუ 2012 წელს იმის ნახევარს მიაღწევს, რაც 2011 წელს აჩვენა. სერბმა ისიც აღნიშნა, რომ ძალიან უნდა საფრანგეთის ღია პირველობის მოგება, მაგრამ ამისთვის დრო არის საჭირო.

კვირის ბოლოს ჯოკოვიჩს დევისის თასის ნახევარფინალში მოუწევს თამაში. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი საკუთარ მოედანზე ეთამაშება არგენტინას, რომელიც ოპტიმალური შემადგენლობით ჩადის ბელგრადში.

ნოვაკი გუშინ უნდა ჩასულიყო ბელგრადში, თუმცა ჯერ ცნობილი არ არის, ითამაშებს თუ არა მსოფლიოს პირველი ჩოგანი არგენტინელთა წინააღმდეგ. სერბული პრესის ინფორმაციით, ჯოკოვიჩმა, შესაძლოა, დაღლილობის გამო გამოტოვოს აღნიშნული შეხვედრა. მასპინძლების კაპიტანმა ბოგდან ობრადოვიჩმა უკვე განაცხადა, რომ მისი გუნდი ნოვაკის გარეშეც მზად არის არგენტინასთან საბრძოლველად.

"მას ორი დღე ექნება მოსამზადებლად, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას მისი შემადგენლობაში დაყენების შესახებ, - ამბობს ბოგდანოვიჩი. - ნოვაკი ნამდვილი პროფესიონალია და დიდი ხანია მიჩვეულია მჭიდრო გრაფიკით თამაშს. მაგრამ მის გარეშეც შეგვიძლია ფონს გასვლა. ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს".

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩის გარდა სერბეთის ნაკრებში შედიან იანკო ტიპსარევიჩი, ვიქტორ ტროიცკი და ნენად ჟიმონჟიჩი.

ანალოგიური პრობლემები აქვს ესპანეთის ნაკრებსაც - ამ გუნდის კაპიტანმა ალბერტ კოსტას ჯერ არ იცის, შეძლებს თუ არა გუნდის ლიდერი რაფაელ ნადალი საფრანგეთის წინააღმდეგ ნახევარფინალში თამაშს.

კოსტას თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება მსოფლიოს მეორე ჩოგანის სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი.

"სიმართლე გითხრათ, სულაც არ ვგრძნობ დაღლილობას, - ამბობს ნადალი სააგენტო AP-სთან კომენტარში. - მცირე დასვენება მჭირდება, მაგრამ გამოფიტული არ ვარ".

"უახლოეს დღეებში შევაფასებთ რაფას მდგომარეობას, - განაცხადა კოსტამ. - თუ ის მწყობრში იქნება, აუცილებლად ითამაშებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო