საქართველოს კალათბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდმა რაც ევრობასკეტზე გააკეთა, მაქსიმუმი არ იყო
ყოველი პრესკონფერენციის შემდეგ რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დევიდ ბლატი მინიმუმ ნახევარ საათს ჟურნალისტებთან საინტერესო საუბარში ატარებდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელ იგორ კოკოშკოვსაც არაერთი კორესპონდენტი აჩერებდა, მაგრამ ძირითადად ექს-იუგოსლავიური ქვეყნებიდან და სერბულ ენაზე ლაპარაკობდა.

ცხადია, კითხვებით ქართველებსაც არაერთხელ მიგვიმართავს, თუმცა ევრობასკეტის ბოლო დღეს პრესკონფერენცია რომ დასრულდა, იგორ კოკოშკოვს ვრცელი ინტერვიუ ჩამოვართვი. ვილაპარაკეთ, როგორც ლიტვაში გუნდის გამოსვლაზე, ნატურალიზებულთა თემაზე, ასევე საქართველოს ნაკრებში მის სამომავლო პერსპექტივებზე.

- როგორ ფიქრობთ, საქართველოს ნაკრებმა ლიტვაში შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა?

- ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გუნდის მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლა იყო. პირველი ეტაპის ბარიერი დავძლიეთ რუსეთთან და სლოვენიასთან ერთად და საუკეთესო 12 გუნდს შორის მოვხვდით. ეს იმას ნიშნავს, რომ შედეგს, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ მივაღწიეთ.

როგორც ყველა მწვრთნელი, მეც ყოველთვის მეტზე ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ რაც ევრობასკეტზე გავაკეთეთ, საქართველოს ნაკრების მაქსიმუმი არ იყო. გუნდს მეტი შეუძლია. ასეა თუ ისე, ლიტვის ევრობასკეტზე გამოსვლა ისტორიაში ჩაიწერება, დებიუტი შედგა.

- რეგულარულად ევროპის 12 გუნდში მოხვედრა გაგვიჭირდება, მაგრამ 24 ნაკრებს შორის კი ნამდვილად ვიმსახურებთ ადგილს.

- ჩვენმა ნაკრებმა უკვე დაამტკიცა, რომ ელიტის ღირსეული წევრია. თუმცა ადგილს შენარჩუნება უნდა, ევროპის ჩემპიონატზე რეგულარულად თამაშისათვის დიდი შრომაა საჭირო. პირველ რიგში მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ახალგაზრდებს.

ახალი თაობის გამორჩეული კალათბურთელები ნაკრებთან ერთად უნდა გაიზარდონ. მაგალითისთვის, თორნიკე შენგელია ნაკრებში რომ გამოვიძახე 16 წლისა იყო (2008 წელს). ამ მიმართულებით საქართველოში მუშაობს ჩემი ასისტენტი დავით უსტიაშილი, რომელიც პარალელურად 20-წლამდელთა ნაკრების თავკაციცაა.

- საინტერესოა თქვენი მოსაზრება ნატურალიზებულ მარკიზ ჰეინსზე. სხვა ნაკრებებში ჩამოყვანილმა ამერიკელებმა გაცილებით უკეთ ითამაშეს.

- ჰეინსი საქართველოში წლეულს ჩამოვიდა. ახალ გუნდთან, ახალ კულტურასთან შესაგუებლად დრო დასჭირდა. ვფიქრობ, მან ლიტვაში შესაძლებლობები სანახევროდაც ვერ გამოავლინა. გაცილებით დიდი პოტენციალი გააჩნია, სწრაფად პროგრესირებს და ვფიქრობ, ამერიკაში თამაშის შანსიც აქვს. საამისოდ სწორ გზას ადგას: საფრანგეთში ჩატარებული ეფექტური სეზონის შემდეგ ესპანეთში გადავიდა, სადაც ევროპის საუკეთესო ლიგაში ითამაშებს.

- მას ხშირად უცვლიდით პოზიციას.

- დიდი საფიქრალი მქონდა, მსროლელად გამომეყენებინა თუ პლეიმეიქერად. ჰეინსს საჭიროებისამებრ ხან ერთ პოზიციაზე ვათამაშებდი, ხან მეორეზე. შესაძლოა, უფრო შედეგიანი ყოფილიყო მხოლოდ ერთ ამპლუაში რომ გარჯილიყო...

- ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი ქომაგი ლიტველთა შემდეგ საქართველოს ჰყავდა. ეს გუნდზე როგორ მოქმედებდა?

- კარგია, ეს კითხვა რომ დასვით. საქართველოში დარბაზი ყოველთვის ბოლომდე ივსება და გულშემატკივარი მოთამაშეებს დიდ მუხტს გადასცემს. სხვა ქვეყანაში ამდენი ქომაგის ხილვა კალათბურთელებისთვის დიდი სტიმული იყო. ცდილობდნენ, მაყურებელთა გასახარად, რაც შეიძლება მეტი გაეკეთებინათ.

- იქნებ ადრეა ამის კითხვა, მაგრამ საქართველოს ნაკრებთან ოთხწლიანი კონტრაქტი წლეულს გიმთავრდებათ და საინტერესოა, რას ფიქრობთ გუნდში დარჩენაზე.

- ევროპის ჩემპიონატი ახლა დასრულდა. ჯერ საკონტრაქტო საკითხებზე არც მიფიქრია, თუმცა ოთხი წელიწადია, საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ და მოხარული ვარ, რომ ასეთ კოლექტივთან მომიწია მუშაობა. ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ფედერაციის წევრთა თანადგომა.

ისინი ყველაფერს აკეთებენ, რაც გუნდს სჭირდება. ამისთვის მათ მადლობას მოვახსენებ. რაც შეეხება სამომავლოდ გუნდში დარჩენა-არდარჩენის საკითხს, ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვიმუშავებ. თუმცა, მთავარი არა მწვრთნელი, არამედ ისაა, რომ გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული და ყოველწლიურად პროგრესირებს.

- საქართველო ევრობასკეტს კი დაემშვიდობა, მაგრამ ჩემპიონატი გრძელდება და საინტერესოა, ვის ქომაგობთ პირველობაზე.

- ფავორიტად ესპანეთი ითვლება. სამართლიანადაც. ამ გუნდს საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს და დომინანტია. თუმცა ესპანელებს არ ვქომაგობ, რადგან პირველობისთვის ჩემი სამშობლო, სერბეთიც იბრძვის. მიმდინარე ევრობასკეტზე სერბეთს კარგი ნაკრები ჰყავს და ვფიქრობ, ბევრის მიღწევა შეუძლია.

- მეოთხედფინალში რუსეთს ხვდება...

- ამ ბარიერის დაძლევა სერბეთის ნაკრებს ნამდვილად შეუძლია, თუმცა იოლი რომ არ იქნება, ამაში ყველა დარწმუნებულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Dito
კოკოშკოვი ყველა ქართველ მწვრთნელზე კარგი მწვრთნელია მაგრამ ამ ტურნირზე მას კომპეტენცია არ ეყო იმისათვის რომ გუნდს უკეთესი შედეგისათვის მიეღწია. დღევანდელი კალათბურთი უპირველესად გუნდური თამაშია და სწორ თამაშს და ტაქტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თვითონ კალათბურთელებს არც მონდომება დაეწუნებათ და არც ოსტატობა. მაგრამ გუნდური თამაში არ იყო იმ დონეზე აწყობილი რომ უკეთესი შედეგისათვის მიგვეღწია. ამას მეტყველებს უპირველესად უამრავი დაკარგული ბურთი, რაც ძირითადად გამოწვეული იყო იმით რომ არ იყო გახსნილი მოთამაშე ვისთვისაც შეიძლებოდა პასი მიეწოდებინათ, გუნდი ვერ ახერხებდა სწრაფ შეტევას რაც უპირველესად გუნდის კარგი გადაადგილებით, კალათბურთელთა კარგი და სწორი მოძრაობით და შემდეგ სწრაფად და ზუსტად პასის მიცემით ხდება, დაცვაში ყოველთვის სასროლ პოზიციაზე ტოვებდნენ მარტო მოწინააღმდეგეს, მაშინ როცა თვითონ ძალზე იშვიათად ახერხებდნენ კარგ სასროლ პოზიციაზე მოწინააღმდეგის გარეშე გასვლას. ეს არის ძირითადი ხარვეზები რამაც განაპირობა ყველა თამაშის წაგება და ამის გამოუსწორებლად უკეთეს შედეგს ვერასდროს მივაღწევთ. კოკოშკოვის გარეშე საერთოდ გუნდური თამაში არ იყო და ჯორდანიც რომ გვყოლოდა შეიძლება ევრობასკეტზეც ვერ მოვხვედრილიყავით მაგრამ კალათბურთი ძალიან არის შეცვლილი საბჭოთა კავშირის დროის შემდეგ და ამას უნდა ფეხი ავუწყოთ, რაც უპირველესად მწვრთნელმა უნდა განახორციელოს. შედეგი არ არის ცუდი თუმცა უკეთესი შეიძლებოდა და უკეთესი შედეგისათვის ან მწვრთნელი უნდა შეიცვალოს ან კოკოშკოვი უნდა გაიზარდოს, ამ ჩემპიონატზე მან მეტი ვერ შეძლო.
დავითი (საბერძნეთი)
კახა ძმაო,ეგ მაკედონელები კი არა სლავები არიან და რო კითხო ალექსანდრე დიდიც თითქმის რუსულად ლაპარაკობდა?!
GIA
დიდი მადლობა, იგორ კოკოშკოვს.ქართულმა კალათბურთმა (ნაკრების დონეზე) უდიდესი პროგრესი განიცადა ევროპულ სარბიელზე.ძალიან გამიხარდება თუ მას კვლავ ვიხილავთ მთავარი მწვრთნელის პოსტზე.ნაკრების თამაშის შეფასებისას მთლიანად ვეთანხმები, ჩვენ გუნდს მეტი შეუძლია.ნეტავ ეგეთი წარმატებები ფეხბურთში გვქონდეს.
zaza sigu
კალადბურთში სწორად გადიდგა ნაბიჯი და სწორად მიდის საქმე , აბა ფეხბურთში რომ წავიდა გვერდულად სანამ არ დაასკდება სახით ძირს მანამ არ ეშველება.
kaxa
ბიჭებს დიდი მადლობა, ამ კომენტატორებს თამაშის გადმოცემა არ შეუძლიათ მაგრამ თქვენ დალოცვილებო რამდენი პატივი გვცა ჩვენმა მოძმე რესბუბლიკამ ლიტვამ. როგორ გვეფერებოდნენ. ჩვენს დროშებს აფრიალებდენ ესენი ლიტვა მაკედონიის თამაშის დროს ვიღაც გადამთიელებს მაკედონიას გულშემატკივრობდნენ, ამას დაუფარავად აკეთებდნენ, სირცხვილია, სირცხვილი, თუ არ შეგიძლიათ კალათბურთის წაყვანა და არ იცით რა უნდა თქვათ შეეშვით
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრებმა იურმალაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
საქართველოს ნაკრები ლატვიაში გაფრინდა: მუნდიალის საკვალიფიკაციოსთვის მზადება იურმალაში გრძელდება
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს