ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე დაიწყო საერთაშორისო ტურნირი - "საქართველოს თასის" გათამაშება
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს და უკრაინის ჩოგბურთის ფედერაციების ერთობლივი ძალისხმვით ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე დაიწყო საერთაშორისო ტურნირი - "საქართველოს თასის" გათამაშება (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) ქალთა შორის.

შეჯიბრებაში 10 ქვეყნის წარმომადგენლები ჩაებნენ. საკვალიფიკაციო ეტაპზე 18 ქართველი ჩოგბურთელი ცდიდა ძალებს. მათგან მხოლოდ ხუთმა გააღწია ძირითად ბადეში, სადაც პირველ ნომრადაა განთესილ უკრაინელი მარინა ზანევსკა (400).

მეორე-მესამე ნომრები არიან სოფიო ქვაცაბაია (458) და თათია მიქაძე (470). სამივემ წარმატებით განვლო ორი წრე: ქვაცაბაიამ იტალიელ გიდა კლერიკისა (6:2, 6:3) და უკრაინელ ოლგა იანჩუკს (884) სძლია (6:4, 6:2). მიქაძემ უკრაინელი მარტა ნატიშინი (6:1, 7:5) და თანამემამულე ანა ჯიქია დაამარცხა (6:0, 6:0), ზანევსკამ მოსკოველ თინა ბოხუას (6:3, 7:5) და მარიამ ქურასბედიანის მძლეველ შახლო საიდოვას მოუგო (6:0, 6:2).

ქართველთაგან პირველ წრეში, ქურასბედიანის გარდა, შეჯიბრებას გამოეთიშნენ მარიამ გოგელაშვილი, ნინო სუჯაშვილი, ბარბარე ერისთავი.

მეორე წრეში მათი ბედი გაიზიარეს ნათია გეგიამ (გუშინ იგი პოლინა მონოვასთან (რუსეთი, 791) დამარცხდა - 5:7, 6:7) და ბაბილინა მაჩაიძემ (გერმანელ ალინა ვესელს (836) დანებდა - 1:6, 2:6), მეორე წრის დანარჩენი სამი შეხვედრა ასე დამთავრდა: ნადია კოლბი (უკრაინა, 676)-ვლადისლავა კუზმენკოვა (ბელარუსი, 988)-6:0, 1:6, 6:3, ანი ამირაჯიანი (სომხეთი, 715)-დარია ბერეჟნაია (ყაზახეთი, 1224)-6:1, 3:6, 6:1, მაია კაციტაძე (რუსეთი)-ვიქტორია კისიალევა (ბელარუსი, 765)-3:6, 6:1, 6:4.

მეოთხედფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ზანევსკა-მონოვა, მიქაძე-კოლბი, ამირაჯიანი-ვესელი, კაციტაძე-ქვაცაბაია.

წყვილთა მეორე წრის შეხვედრათა ანგარიშები: სოფია ქვაცაბაია, თათია მიქაძე (ორივე-საქართველო)-მარიამ დოლაშვილი, თამარ ცხაკაია (ორივე-საქართველო) 6:2, 6:1, ოლგა იანჩუკი (უკრაინა), ვიქტორია კისიალევა (ბელარუსი)-ალიონა ფომინა, ნადია კოლბი (ორივე-უკრაინა) 6:4, 4:6, 10:7, ანასტასია ფრენკო (თურქმენეთი), ვიქტორია იემიალიანავა (ბელარუსი)-დარია ბერეჟნაია (ყაზახეთი), გიდა კლერიკი (იტალია) 6:2, 6:2, ბაბილინა მაჩაიძე, ნინო სუჯაშვილი (ორივე-საქართველო)-თინა ბოხუა (რუსეთი), ან აჯიქია (საქართველო)-6:3, 1:6, 10:8.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა