ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე საფრის დაგებამდე აუცილებელი სამუშაოები უკვე დასრულდა და გუშინ ბალახის პირველი პარტიაც დააგეს
მას შემდეგ, რაც ეროვნული სტადიონი თბილისის "დინამოს" 49-წლიანი იჯარით გადაეცა, მოედანი აიღეს და სამუშაოები სწრაფი ტემპი წარიმართა. საფრის დაგებამდე აუცილებელი სამუშაოები დასრულდა და გუშინ ბალახის პირველი პარტიაც დააგეს.

სტადიონის დირექტორის, სანდრო შახოვის თქმით, ბალახი ასპროცენტიანი ეგრეთ წოდებული "პუა" არის, რომელიც მაღალი ხარისხით გამოირჩევა და აქედან გამომდინარე, ძვირადღირებული სიამოვნებაა.

"საფრის დაგება 20 სექტემბრამდე დასრულდება, თამაში კი ოქტომბერში გახდება შესაძლებელი. საფარი უკრაინულია და ჩვენს პირობებზე ყველა სხვა დანარჩენზე უკეთ არის ადაპტირებული. ის შერწყმულია არა მიწის, არამედ ქვიშის ნიადაგზე და ძლიერი ფესვთა სისტემა აქვს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხშირი დატვირთვა ძველი საფარივით არაფერს დააკლებს, წვიმის დროს კი მოედანი არ ატალახდება" - ამბობს მინდვრის მოვლაზე პასუხისმგებელი დავით ენდელაძე.

"მიხარია, რომ სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება ეროვნულზე მოედნის პრობლემა, უცხოური გუნდებისა და ნაკრებების ჩამოსვლის დროს კი სირცხვილის ნაცვლად, სიამაყის გრძნობა დაგვეუფლება" - ამბობს თბილისის "დინამოს" გენერალური დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

სტადიონზე უკვე აღებულია განათების ძველი სისტემა, ახალს კი სექტემბრის ბოლოსთვის დაამონტაჟებენ.

არის ლაპარაკი, რომ შესაძლოა ეროვნულის გადახურვა შეიცვალოს და ბეტონის ფილების ნაცვლად მსუბუქი კონსტრუქციები დამონტაჟდეს.

"სტადიონის განახლების სხვადასხვა ვარიანტები განიხილება. როდესაც "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფიამ სტადიონის იჯარით აღება გადაწყვიტა, პირველი მოთხოვნა ეს იყო - დაგვეკმაყოფილებინა უეფას სტანდარტები და მაყურებლის მოთხოვნები.

გადახურვასთან დაკავშირებული საკითხიც ამის მიხედვით გადაწყდება, მაყურებელმა თავი, რაც შეიძლება კომფორტულად უნდა იგრძნოს. იმიტომაც დავიწყეთ სტადიონის განახლება, რომ ხალხმა იაროს - ევროპის ლიგის მატჩებისას გამოჩნდა, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ბევრის მიღწევა შეგვიძლია. ამიტომაც მოვუწოდებ გულშემატკივარს, მოვიდნენ "დინამოს" თამაშებზე" - ამბობს პოლოლიკაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დევიდ აირონს
როგორც იქნა! ალბათ გვეშველება! განათება და სახურავი 20 წელია გამოსაცვლელია....ერთი(!!!) სტადიონი რაღა გახდა, რომ ეროვნულმა ნორმალურად ითამაშოს? თუმცა....ნორმალურად.....ეეეჰ!!!
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა