ალბენაში ახალგაზრდა მოჭადრაკეთა ევროპის პირველობაზე 18-წლამდელ ვაჟთა შეჯიბრებაში ზედიზედ მე-4 გამარჯვება ზურაბ ჯავახაძემ იზეიმა
ალბენაში ახალგაზრდა მოჭადრაკეთა ევროპის პირველობაზე გუშინდელმა მე-4 ტურის შეხვედრებმა ლიდერთა რაოდენობა საგრძნობლად შეამცირა.

სასიამოვნოა, რომ 18-წლამდელ ვაჟთა შეჯიბრებაში ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა ზურაბ ჯავახაძემ (რეიტინგი - 2363), რომელმაც შავი ფიგურებით 44-ე სვლაზე ანგელ ლოპეს არიბასი დაამარცხა, არადა, ესპანელს რეიტინგში 77 პუნქტით ჩამორჩება.

ამავე ასაკში შვედმა ნილს გრანდელიუსმა (2536) თურქ ბურაკ ფირატს სძლია და 4 ქულით ჯავახაძესთან ერთად მეწინავეობს. დღეს სწორედ ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და ოქროსთვის პაექრობაში ეს პარტია, შესაძლოა, გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს.

18-წლიან გოგონებში ნახევარი ქულა დათმო მერი არაბიძემ - ლაზიერების ენდშპილში იგი 57-ე სვლაზე დიანა ბასიუს (მოლდოვა) დაუზავდა. აქ 4 ქულით ერთპიროვნულად ფიდეს ოსტატი დარია პუსტოვოიტოვა (რუსეთი) დაწინაურდა. გუშინ მან ეკატერინი პავლიდუს (საბერძნეთი) სძლია. მონაგარი სამ ქულამდე გაზარდა მარიამ დანელიამ, რომელმაც მე-4 ტურში ანა ივეკოვიჩს (ხორვატია) აჯობა.

ქართველთაგან გათამაშების ცხრილში მე-4 ქულა ჩაიწერა თამარ ესაძემ.შავი ფიგურებით მან რუმინელი ელენა ბობოჩი 55-ე სვლაზე დააშამათა და რვაწლიანებში ერთპიროვნულად ლიდერობს. საერთოდ, გუშინდელი ტური ჩვენებისთვის წარმატებული გამოდგა - 29 პარტიიდან 20 მოიგეს და 4 ყაიმით დაამთავრეს.

მე-4 ტურის შედეგები:

8-წლიანები: ელენა ბობოჩი-თამარ ესაძე (3) 0:1, ნინო დახუნდარიძე (1,5)-ქსენია სტრუკოვა 0.5:0.5, ლეონ პაიკენი-ნიკოლოზ კაჭარავა (2) 0:1.

10-წლიანები: ელენე კოსტავა (2,5)-კიგდემ ონური 0:1, მაილის რაგოთი-გვანცა მარგველაშვილი (2) 1:0, ფარიდ ასლანოვი-ლუკა ობოლაძე (1,5) 0.5:0.5, ნიკოლაი კალინცოვი-ნიკოლოზ პეტრიაშვილი (1) 0:1, სტეფან ჯოტანოვიჩი-მათე თოდაშვილი (1) 0:1.

12-წლიანები: სიმონა ლაკინსკა-ნატა ჯიბუტი (2,5) 0:1, ანასტასია პროტოპოპოვა-თეა ჭოლაძე (2) 0.5:0.5, ნინო დახუნდარიძე (2)-ალექსანდრე ივკოვიჩი 0:1, სარა ნაუსი-ნინო ჯალაღონია (1) 0:1; თეო ტომულიჩი-ირაკლი ახვლედიანი (1) 0:1, ლუკა ლიჩელი (0,5)-ანატოლი სოფიჩუკი 1:0.

14-წლიანები: ნინო ხომერიკი (1,5)-ბორიანა პეტროვა 1:0, მარიამ ჭოლაძე (1,5)-სოფია სილვა 1:0, მაია მუმლაძე (0)-ანა მალოვა 0:1, ანა თედიაშვილი (0)-ქრისტინა ესპინოზა 1:0; ნიკა ღვამბერია (2)-ელხან ბაირამოვი 1:0, იონელ ბარბული-ნოე თუთისანი(1) 0:1.

16-წლიანები: ანა ივანოვი-ანა შამათავა (2) 1:0, კურილე მონპერტი-დეა გოგიშვილი (2) 0:1, სედა ალევი-ნანი უნაფქოშვილი (1,5) 0:1, კაროლა ჰუბერი-ლიკა კობეშავიძე (1) 0:1; ირაკლი ბერაძე (2)-შალვა ნადირაშვილი (2) 1:0.

18-წლიანები: დიანა ბასიუ-მერი არაბიძე (3) 0.5:0.5, ანა ივეკოვიჩი-მარიამ დანელია (2) 0:1; ანგელ არიბასი-ზურაბ ჯავახაძე (3) 0:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს