გაირკვა იმ მსაჯების ვინაობა, რომლებიც 21-დან 26 სექტემბრამდე მოლდოვაში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მატჩებს მოემსახურებიან
გაირკვა იმ მსაჯების ვინაობა, რომლებიც 21-დან 26 სექტემბრამდე მოლდოვაში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მატჩებს მოემსახურებიან.

შეგახსენებთ, ჩვენი 17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ და ელიტრაუნდში გასასვლელად ოთხგუნდიანი ჯგუფის ორ საუკეთესო გუნდში მოხვედრა დასჭირდებათ.

21 სექტემბერს ტირასპოლში საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების მატჩს მალტელი პისანი კლეიტონი განსჯის, 23 სექტემბერს ვადულ ლუი ვოდაში ვასილ მაისურაძის გუნდისა და მასპინძელთა დაპირისპირებას ჩერნოგორიელი ნიკოლა დაბანოვიჩი გაუძღვება, 26 სექტემბერს კი ორჰეიში საქართველო-შვედეთის არბიტრი ზემოთ ნახსენები კლეიტონი იქნება.

შეგახსენებთ, ჩვენი ნაკრები ზუგდიდშია შეკრებაზე. სამწვრთნელო შტაბს ჯერ არ დაუსახელებია ის 18 ფეხბურთელი, რომლებსაც მოლდოვაში წაიყვანს.

U19: შემდეგი შესარჩევი ორ თვეშია

ორიოდე სიტყვით საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებსაც შევეხოთ. გიორგი დევდარიანის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 11 ნოემბრიდან ჩაერთვება. იქამდე ჯერ კიდევ არის დრო და იმედია, 19-წლამდელებიც სათანადოდ მოემზადებიან.

საკვალიფიკაციო ტურნირის სისტემა აქაც 17-წლამდელების ანალოგიურია. 11 ნოემბერს საქართველოს ნაკრები პოლონეთს შეხვდება, 13 ნოემბერს მასპინძელ თურქეთს დაუპირისპირდება, ბოლო ტურში კი, 16 ნოემბერს, ქართველები ლუქსემბურგელებს ეთამაშებიან.

მატჩების ჩატარების ადგილი ჯერ არ დაზუსტებულა, თუმცა სავარაუდოდ, ამ ჯგუფის შეხვედრები ანთალიის მხარეში ჩატარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა