ჰაიფას "მაქაბის" მეორე მწვრთნელი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქართველ სპეციალისტს შორის, რომელიც პრო-ლიცენზიას ფლობს
ჰაიფას "მაქაბის" მეორე მწვრთნელი გიორგი დარასელია ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქართველ სპეციალისტს შორის, რომელიც უმაღლეს სამწვრთნელო სერთიფიკატს, პრო-ლიცენზიას ფლობს. ამავდროულად, ამ ლიცენზიის მფლობელ ქართველებს შორის იგი ერთადერთია, რომელსაც მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე არ უმუშავია.

ბუნებრივია, დარასელია პრო-ლიცენზიის მოსაპოვებლად ტყუილად არ გაირჯებოდა. მან ეს რთული პროცედურა ისრაელში, ებრაულ ენაზე გაიარა და უნდა ვივარაუდოთ, რომ ახლო მომავალში რომელიმე გუნდს ჩაიბარებს.

ჰაიფას "მაქაბის" მთავარი მწვრთნელობა ამ ეტაპზე გამორიცხულია. მართალია, დარასელიასა და ლადო დვალიშვილის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ გააღწია და ევროპის ლიგის ჯგუფს დასჯერდა, მაგრამ "მაქაბიში" ელიშა ლევის პოზიციები კვლავ მყარია. როგორც შევიტყვეთ, კლუბის ხელმძღვანელობა ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნით უკმაყოფილო დარჩა და სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები მცირე პრემიას დააჯერეს, მაგრამ როგორც ჩანს, ამაში ლევისა და დარასელიას ნაკლებად ადანაშაულებენ.

გიორგის ბოლო დროს ისრაელის ქვედა ლიგის რამდენიმე კლუბმა შესთავაზა გამზადებული კონტრაქტი, მაგრამ მას მაღალი დონის გუნდის ჩაბარება სურს, თუმცა ლევისთან განშორებას ჯერ არ ჩქარობს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ლევი ისრაელის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების რეალური კანდიდატია და თუ ასე მოხდა, დარასელია იქაც მისი ასისტენტი იქნება. ნაკრებში მუშაობა კი მწვრთნელისთვის დიდი პატივიცაა და კარიერის აწყობის კარგი შესაძლებლობაც.

უმთავრესი მიზეზი, რის გამოც დარასელია "მაქაბიდან" წასვლასა და მთავარ მწვრთნელობას არ ჩქარობს, სწორედ ესაა - ისრაელის ნაკრებში მუშაობის შემდეგ თვით ისრაელშიც და საზღვარგარეთაც დღევანდელზე გაცილებით დიდი "ცნობადობა" ექნება.

ისრაელში ასეთი წესია - ნაკრებიდან წასული მწვრთნელი იქ აღარ ბრუნდება და რაკი ყველაზე ცნობილ ებრაელ სპეციალისტ ავრამ გრანტს სამშობლოს ეროვნულ გუნდში უკვე უმუშავია, ისრაელში ყველა თანხმდება, რომ ახლა ლევის "ჯერია". ლუის ფერნანდესს კი წყალი აქვს შეყენებული - ებრაელებს არ აკმაყოფილებთ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში დაკავებული მესამე ადგილი და ფინალურ ეტაპზე გასვლა სურთ. ფერნანდესს თანამდებობაზე ყოფნა საქართველოს ნაკრებმა "გაუხანგრძლივა" - მარტში თელ ავივში რომ არ წაგვეგო, ისრაელის ეროვნული გუნდის ფრანგ თავკაცს უმალ დაითხოვდნენ.

სწორედ სანაკრებო პერსპექტივის გამო გადაწყვიტა დარასელიამ "მაქაბიში" კიდევ ერთი სეზონით დარჩენა. ვფიქრობთ, იგი მთავარი მწვრთნელობისთვისაც მზადაა - ისრაელში მასპინძელთა და საქართველოს მატჩის გასაშუქებლად ჩასულებმა საკუთარი თვალით ვნახეთ, რომ "მაქაბის" ვარჯიშებს ლევიზე უფრო აქტიურად დარასელია უძღვება და მოედნის მიღმაც უამრავი საქმე აქვს - აწარმოებს ფეხბურთელთა ამომწურავ სტატისტიკას, მოიპოვებს მეტოქეთა ვიდეოჩანაწერებს, სისტემატურად ესწრება სამწვრთნელო სემინარებს და გუნდში ახალ-ახალ ვარჯიშებს ნერგავს.

მოკლედ, დარასელიას სამწვრთნელო კარიერა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის წინ და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში იმაზე გაცილებით უკეთეს თანამდებობაზე ვიხილავთ, ვიდრე ჰაიფას "მაქაბის" მეორე მწვრთნელობაა.

ფოტო: ლადო დვალიშვილი, ელიშა ლევი და გიორგი დარასელია ისრაელის ჩემპიონობას ზეიმობენ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა