"არსენალის" ერთ-ერთი მწვრთნელის პეტ რაისის თქმით, "დორტმუნდთან" შეხვედრაში "მეთოფეები" მიზანთან ახლოს იყვნენ
- ჩვენ თავდადებით ვითამაშეთ, რადგან ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გვექნებოდა. თავის კარგად დაცვა ბევრს ნიშნავს. ეს სწორედ ის არის, რაც ჩვენ "დორტმუნდთან" შევძელით. არ ვფიქრობ, რომ ბევრი გუნდია, რომელიც ჩავა ამ ქალაქში და დაამარცხებს ადგილობრივ გუნდს. ჩვენ კი ამ მიზანთან ძალიან ახლოს ვიყავით.

ვან პერსის ახალი როლი

ვან პერსის გოლში არაჩვეულებრივი არაფერი იყო. ეს იყო რობინის კარგი გაქცევა და თეო უოლკოტის კარგი პასი. გასაკვირი იყო ის, რომ მან გოლი მარჯვენა ფეხით გაიტანა.

აღმოჩნდა, რომ ის არ არის მხოლოდ მემარცხენე ფეხბურთელი. ვან პერსი კაპიტანია, ჩვენ ვახალისებთ მას, რომ მოედანზეც და მის მიღმაც სიტყვაუხვი იყოს, განსაკუთრებით - გასახდელში. მან ორიოდე სიტყვა მითხრა იმის თაობაზე, რასაც ფიქრობდა. რასაც, შეიძლებოდა, რომ ჩვენთვის წარმატება მოეტანა. მეც მოკლედ ავუხსენი, რაც ფაქტობრივად შეგვეძლო გაგვეკეთებინა, იმისთვის, რომ გუნდი უფრო ძლიერი ყოფილიყო.

დორტმუნდი ძლიერი მეტოქე

უკვე ვთქვი, რომ თავის კარგად დაცვა ბევრს ნიშნავს და ჩვენმა ფეხბურთელებმა ამ საქმეს თავი კარგად გაართვეს. არ დაგავიწყდეთ, რომ "ბორუსია" მართლა ძალიან ძლიერი გუნდია. ამაზე ორი აზრი ალბათ არ არსებობს.

კარგი იქნებოდა, რომ მოგვეგო? რა თქმა უნდა. რაღაც ამის მსგავსი დაგვემართა "ტოტენჰემთან", როცა თამაშს ვიგებდით და დენი როუზმა დაახლოებით 35 იარდიდან (იარდი 91 სმ მეტრს უდრის. რედ.) გაგვიტანა. შემიძლია ვივარაუდო, რომ თუნდაც 40-ჯერ სცადოს ბედი, გოლს გაიტანს კი არა შეიძლება კარკასს გაარტყას ან მეკარეს.

ეს ფანტასტიკური შესრულება იყო. "დორტმუნდი" თამაშის სტილით ძალიან გვგავს. ახლა უკვე ვიცით, რანაირ ფეხბურთს ვაჩვენებთ, როცა ფორმაში ვართ. თუმცა ვიმეორებ, ერთი ქულა კარგი შედეგია.

უცნაური შეგრძნება ვენგერის გამო

პირველ რიგში უცნაური ის იყო, რომ მწვრთნელს ჩემ გვერდით ვერ ვხედავდი. ჩვეულებრივ ის ყურში ჩამყვირის ხოლმე, "რატომ გააკეთა მან ეს?" ან "რატომ არ გააკეთა მან ეს"? არა, ჩემი მოწოდება არასოდეს ყოფილა საფეხბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელობა. შეიძლება უცნაურია, მაგრამ ჩემთვის ის ზედმეტად დაძაბული სამუშაოა.

ორი კარგი შედეგი

მეჩვენება, განსაკუთრებით შაბათის თამაშის შემდეგ, რომ რეალურად ეს იყო ჩვენთვის სეზონის დასაწყისი. აქამდე არ ვიყავით დარწმუნებულები ახლადშეძენილი რამდენიმე ფეხბურთელის სამომავლო პერსპექტივაში. ისინი ძალიან, ძალიან კარგი მოთამაშეები აღმოჩნდნენ იმათ ჯინაზე, ვინც მათზე ცუდს ლაპარაკობდა. ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი შემდგომ მატჩებშიც გამოიჩენენ თავს.

ჩემი აზრით, პერ მერტეზაკერი ფანტასტიკური ფეხბურთელია. იმდენი თამაში, რაც მან გერმანიის ეროვნულ გუნდში ჩაატარა, უკვე ნიშნავს, რომ შეუძლებელია, ის ცუდი მოთამაშე იყოს. მან კარგად ითამაშა ლორან კოშელნისთან დუეტში. ვფიქრობ, ის უკეთ და უკეთ ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა