"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა უეინ რუნის "თეთრი პელე" უწოდა
თეთრი პელე

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი გუნდის ჯილა უეინ რუნის "თეთრი პელე" უწოდა. შეგახსენებთ, რომ რუნიმ პრემიერლიგის ბოლო ორ ტურში 6 (!) გოლი გაიტანა.

"იუნაიტედის" ბოსმა "სანთან" ინტერვიუში თქვა: "მე ვფიქრობ, იგი ტიპიური ბრიტანელი მოთამაშეა და ისეთ ვარსკვლავებს მაგონებს, როგორებიც იყვნენ პოლ გასქოინი, ჯორჯ ბესტი, ბობი ჩარლტონი, დენის ლოუ... განსხვავება ის არის, რომ რუნის უფრო გამძლეა. ვისაც პელეს თამაში უნახავს, აუცილებლად ეხსომება, რომ იგი ისეთივე აგრესიული გახლდათ - უბრალოდ, რუნი თეთრია, თორემ ისინი აბსოლუტურად გვანან ერთმანეთს".

ტორესის შინაური ინტერვიუ

"ჩელსის" 50-მილიონიანმა შენაძენმა ფერნანდო ტორესმა ესპანური პროფესიული ფეხბურთის ლიგის ოფიციალურ საიტს განუცხადა, ჩემი თანაგუნდელები ძალიან "ბებრები" არიან და საკმაოდ ნელ ტეპმში ასპარეზობენო. მოდი, მოვისმინოთ დაწვრილებით, რას ამბობს იგი: "ჩემი თანაგუნდელები ძალიან ბებრები გახლავან და საკმაოდ ნელ ტეპმში თამაშობენ.

ფრენკ ლამპარდი რასაკვირველია, უდიდესი მოთამაშეა, მაგრამ დაბერდა და ძველებურად ვეღარ თამაშობს. კიდევ კარგი, ხუან მატა შევიძინეთ - მან გუნდს სისწრაფე აშკარად შემატა. კლუბის მფლობელს წლევანდელ სეზონში ტიტულების მოგება აქვს მიზნად დასახული და ჩვენც ამისათვის ბოლომდე ვიბრძოლებთ".

არაფრით ნაკლები

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი მიიჩნევს, რომ ბასტიან შვაინშტაიგერს იმ დონეზე შეუძლია თამაში, რა დონეზეც ჩავი და ანდრეს ინიესტა ასპარეზობენ.

"დონ იუპი" "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს:"როცა შვაინი ფორმაშია, იგი არაფრით ჩამოუვარდება ჩავისა და ინიესტას - თუმცა, სეზონიდან სეზონამდე ერთ, მაღალ დონეზე რომ თამაშობდე, მხოლოდ ბასტიანის დარი ფეხბურთელები არ კმარა, ჩვენ კიდევ უნდა შევიძინოთ ორი-სამი ტოპკლასის მოთამაშე. ამჟამად, ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი "ჩელსის", "მანჩესტერ იუნაიტედს", "რეალსა" და "ბარსელონას" აქვს, თუმცა ჩვენ მათთან თანაბარი თამაში შეგვიძლია".

საუკუნის შენაძენი

ტურინის "იუვენტუსის" გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი "მილანიდან" მათ გუნდში გადასულ ანდრეა პირლოს საუკუნის შენაძენად თვლის.

"როდესაც მითხრეს, რომ პირლო ჩვენს გუნდში გადმოდიოდა, მხოლოდ ერთი რამ ვთქვი: როგორც იქნა! - ციტირებს ჯიჯის სიტყვებს "გაძეტა დელო სპორტი" - ასეთი მოთამაშის შეძენა, რასაკვირველია, საუკუნის ტრანსფერია. როცა ადრიანო გალიანის შევხვდი, ვუთხარი, დიდი მადლობა ამ ტრანსფერისთვის, თქვენ ჩემპიონატი უფრო დაბალანსირებული გინდოდათ რომ გამოსულიყო და ახლა ასეც მოხდა-მეთქი".

ვინ არის გიოტცე?!

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ნახევარმცველმა და ერთ-ერთმა ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ცინიკური ფრაზებით მოიხსენია დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი მარიო გიოტცე, რომელიც აშკარად ბრწყინვალე მოთამაშეა: "ვინ არის გიოტცე?! რომელ პოზიციაზე თამაშობს, რამდენად კარგია იგი? მე ბუნდესლიგას ხშირად არ ვუცქერ".

კვირის მატჩი

უდავოდ "პალერმოსა" და "ინტერის" დაპირისპირება, რომელიც დრამატულ ორთაბრძოლაში სიცილიურმა კლუბმა იმარჯვა - 4:3. ეს იყო საკმაოდ საინტერესო, დაძაბული თრილერი. ამ შეხვედრაში თავისი პირველი იტალიური გოლი გაიტანა დიეგო ფორლანმა.

გიორგი ფულარიანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში